ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


რას?!.. (მხოლოდ ღიმილაკებით და ქულების დაფიქსირებით თუ არ შემოიფარგლებით, მადლობელი დაგრჩებით)

იღვიძებ ადრე და ყავიან
ფინჯანში დაეძებ მომავალს,
გარეთ ზამბახები ყვავიან,
მერცხლები ცის სიღრმეს ზომავენ.

არ გიყვარს, წამებს რომ ითვლიან
ისრები ღამეებნათევი,
ინათებს თუ არა, რიტმიან
მელოდიებს უსმენ ლათინურს.

ფანჯრიდან უყურებ ბილიკებს,
ეჭვები გიკრთება მზერაში,
არაფერს ფიქრობ, ან პირიქით
ტვინიდან საფიქრალს ვეღარ შლი.

სარკე აირეკლავს შენს პროფილს,
თვალებში ეშხია ირიბი,
სადა მაკიაჟით შემკობილ
სახეზე მზის სხივებს ირიდებ.

სულში რომ გრძნობების სეტყვაა,
ცრემლებად ატყვია ხალიჩას,
ქუჩაში გახვალ და იტყვიან:
თავდაჯერებული ქალი ჩანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები