ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2010


.....................(უაზრო ლექსი)

სიამოვნებით მოვისმენდი შენს სიტყვებს,
დავაგემოვნებდი შენს გემრიელ ტუჩებს,
ავყვებოდი აუხდენელ ოცნების ზვირთებს,
შენზე ვიფიქრებდი , თუნდაც ეს ფიქრი გძულდეს.

ვწყევლი იმ დღეს როცა პირველად დაგინახე,
შემიყვარდი ერთი ნახვით თუმცა არ გჯერა,
მართლაც გულის ოთახში გრძნობა ჩამისახე,
გიცქერ თვალებში, ჯანდაბა, ენა დამება..

ხმა ვერ ამოვიღე, გრძნობა გულში ჩავკალი,
სიტყვები დამეკარგა , გულს კი უხაროდა,
რა მზერა გქონდა, ხან ნაზი, ხანაც დამპალი,
გული ჭკუას არ იყო, შენსკენ მიილტვოდა.

და ბოლოს მაინც დაიმხსვრა ოცნება..
სხვისი გახდი...
მე კი ტიალი,
მარტო დავრჩი.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები