ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2008


ლექსი ვენახში


დროში, სივრცეში
ვართ თანაბრად გაბნეულები,
ას უცნობიან განტოლებაზე
უფრო რთულები.
ლანდივით დამდევს პირველი ლექსის
უკალამფურცლო ნაფეხურები,
და თითქოს მერჩის,
რომ დამავიწყდა,
არცერთი სიტყვა მახსოვს სრულებით.
ეს იყო მაშინ,
ვიყავი ბავშვი,
ვეფერებოდი ვაზებს ვენახში,
არ ჰქონდა იმდროს
დროს ჩემი ვალი,
არც მე ვიყავი მისი მევახშე.
ახლა კი ვცდილობ,
ყოველი სტროფით,
ამოხეთქილი ლავა ჩავახშო,
და ვულკანია ჩემი სიცოცხლე,
ვერ ვემსგავსები ღელეს ვერასდროს.
ვაცეცებ ხელებს
და ვცდილობ ცურვას,
რომ არ ჩავყვინთო ბედისწერაში
და საათები მჩხვლეტენ ისრებით,
მე კი საათებს ვლეწავ წერაქვით.
დავეძებ სიტყვებს,
ვაშფოთებ ფრაზებს,
ვერ ვემსგავსები ღელეს ვერაფრით,
სტრიქონები კი გულჩვილი ბავშვის
დაუწერლი მრჩება
ვენახში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები