ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატა_ლი
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2010


ოცნება

ტკივილი ჯინივით გამოვკეტე,
ლექსები ზვინებად დალაგდნენ,
სიტყვები წისქვილის დოლაბზე,
მარცვლებად ხტუნავდნენ დილამდე.

ოცნება ფერფლისფრად აბრიალდა,
გაფრინდა ცხოვრების ჯინაზე,
ზღაპარი დაიწყო საღამოს,
დასრულდა სხივების წვიმაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები