ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2010


დედამიწა

ღლის დედამიწა ღერძს მოძრაობით,
მიმართულება-მარჯვნიდან მარცხნივ,
უსწორმასწორო მის რელიეფებს
ჰაერის გარსი ვერასდროს ვარცხნის.
დაუმახინჯდათ ფსიქიკა ქანებს ,
უქრებათ თითქოს მოტივაცია,
ზედაპირულმა კანმა-მანტიამ
არც აცხელა და არც გააცია,
რადგან ერთი რამ მუდამ აწუხებს,
ვერ გუობს მასში უფორმო საგნებს,
მკვდარ სხეულებად რომ უჩურთავენ,
მერე სიმშვიდეს ვეღარსად აგნებს,
ხან მცივანივით შეაკანკალებს,
დაშლის გულდასმით დაწყობილ რიგებს,
ხან გადმოანთხევს ლავა-ვულკანად
ხერხე-მალიდან,რასაც ვერ ირგებს.
გულში ვიგროვებ ნაფლეთ ფრაგმენტებს,
ზედ რომ შეაკვდათ ეიფორია,
უმახინჯდებათ ფსიქიკა სიტყვებს,
თავს ვერ აღწევენ გამჯდარ ფორიაქს.
თავბრუ დაეხვა დედამიწას და
მაინც ტრიალებს მარჯვნიდან მარცხნივ,
მე კი გავშეშდი ქვასავით თითქოს,
არცერთი წინსვლა,არცერთი მარცხი.
 

                                                      27.05.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები