ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ოთანაძე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2010


თუ ერთ დღესაც

                                  "შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილე"
                                                                          ნ. ჩერქეზიშვილი



ნუ გაიკვირვებ თუ ერთ დღესაც ვინმეს მივბაძე
და ავიყვანე ჩემი თავი ფანჯრის რაფაზე.
ან გავათავო და მივაგდო თავი დივანზე,
და შენს სარკეში სისხლიანი ჩემი ანფასი
ჩანდეს.

ჩემი ფეხითვე წავაქციო სკამი რომელზეც,
ჩემ თავს ავიყვან, ერთხელაც არ წავიბორძიკებ,
და დავივიწყო პირობები შენ რომ მომეცი,
წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩავრთო წამით მუსიკა,
ანდა

(ნუ გაიკვირვებ) გადავისხა ტანზე საწვავი,
ცეცხლი ფეხიდან ავიკიდო, ნელა აალდეს
სხეული,  ანუ საკუთარი თავი ვაწვალო,
გინდა სისუსტედ ჩამითვალე, მაგრამ სადამდე
ვიცადო
თუ შენ კიდევ გჩუქნის ვინმე ყვავილებს,
ვიცოდი
სავსე იმედები მალე იცლება,
მე მირჩევნია საკუთარი ნებით წავიდე,
მაგრამ იმ ღამით, მარტო მე არ გარდავიცვლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები