 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 1 ივნისი, 2010 |
მე - კომფორტული, პორტატიული, მომგებიანი განვადებით ხელმისაწვდომი, თანამედროვე დიზაინის ქალი-მანქანა. მე - აწყობილი უცხოური ნაწილებით საქართველოში! მე - არეული!
მესმის ბრძანება: - გაატარე! მესმის ყვირილი და უკვე ვიცი, აღარ მიშველის გარანტია და სადაცაა, ბრაზისაგან მწარედ მომხვდება და საბოლოოდ დამშლიან და გადამაგდებენ, მაგრამ არ მესმის, რა ან როგორ გავატარო : სხვა მანქანები ? ანგარიშები თუ გვირისტი? ხილი თუ ხორცი? დენი?! რამდენი?
სულ ასე მომდის, როცა ძლიერ დამეტვირთება თანმოყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება და თანაც, უკვე მომეშალა ყველა სენსორი.
რის მაქნისია ან ეს ქალი - ტუჩიკვნეტია, ცხვირგაბუშტული, გაუთავებლად ჩემში მტირალი?
მორჩა! მუსიკა!!!
მუსიკაში ისმის ხმაური და სიბნელეში მოჩახჩახე ვრცელ დარბაზებში შამპანურების წვიმა-თქეშში, ტორტების მთებში, ნელსაცხებლებში არეულა ახალი ოფლის თავბრუდამხვევი, თბილი სურნელი. შემოიღეღეს საყელოები უკვე კაცებმა და ზედ ასკდებათ სამოსები ქალების მკერდებს და გავა-ტანებს...
დაიკარგება დაცემამდე ქალი-მანქანა. ქალი-მანქანა გაატარებს, დროს გაატარებს!
- - - - - * ALL IN ONE - (ინგლ) ყველაფერი - ერთში, ერთად , (სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური აპარატურის სახელი).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სულ ასე მომდის, როცა ძლიერ დამეტვირთება თანმოყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება და თანაც, უკვე მომეშალა ყველა სენსორი.
რის მაქნისია ან ეს ქალი - ტუჩიკვნეტია, ცხვირგაბუშტული, გაუთავებლად ჩემში მტირალი?
მორჩა! მუსიკა!!!
მე ძალიან მომეწონა. ვერ ავხსნი რატომ:) სულ ასე მომდის, როცა ძლიერ დამეტვირთება თანმოყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება და თანაც, უკვე მომეშალა ყველა სენსორი.
რის მაქნისია ან ეს ქალი - ტუჩიკვნეტია, ცხვირგაბუშტული, გაუთავებლად ჩემში მტირალი?
მორჩა! მუსიკა!!!
მე ძალიან მომეწონა. ვერ ავხსნი რატომ:)
2. არ მომეწონა,ემოცია ვერ მოიტანა,ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს ნამეტანი... არ მომეწონა,ემოცია ვერ მოიტანა,ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს ნამეტანი...
1. რაღაც აშენებული ლექსია. რაღაც აშენებული ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|