ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვასო
ჟანრი: თარგმანი
14 აპრილი, 2008


ფიჭვები (ზინაიდა გიპიუსი)

სურვილებს ვერ ვთოკავ ამჯერად,
იგივე ფიქრები, ეჭვები.
ჩემი ღამეული ფანჯარა,
ხოლო ფანჯრის მიღმა – ფიჭვები.

ირგვლივ მეწამული ფერია,
ბაღი იჩხვლიტება წიწვებით.
ქარში ჭრიალებენ, კვნესიან,
კუშტად ირხევიან ფიჭვები.

სურვილებს ზღვარი ვერ ვუპოვე,
გამძაფრდა ოცნება ფარული –
მავსებს ეჭვითა და ტკივილით
კარები, მჭიდროდ დაგმანული.

ქარში ირწევიან ფიჭვები,
შრიალი, ხმაური არ წყდება.
თითქოს დამცინიან და მათი
ჩურჩული ჩემს ფანჯრებს აწყდება.

„ნუღარ სდევ სევდიან ოცნებებს,
უძლურებს ფრთებს ვეღარ შეასხამ.
შეგვხედე: გულცივებს, ჩვენ გვგავხარ,
მტვერი რომ წიწვებზე შეგვახმა.

ქარში უდარდელად ვირხევით,
გინდ წვიმდეს, გინდ თოვლი გვფარავდეს...
ჩვენ და შენი სული მსგავსნი ვართ –
მკვდრები და ამავ დროს, მარადი.

დასრულდა შფოთი და ამბოხი,
გზა არ ჩანს მიზნების მიღწევის.
სული არ შემოგრჩა სათუთი.
გული კი – ბასრი, ვით  წიწვები.”

წყევლა და კრულვა, თქვენ, წიწვებო!
არ გისმენთ, სხვა ფიქრი მაწუხებს.
მე არ დავნებდები იოლად
ბოროტ გულგრილობის მარწუხებს.

რწმენა, სიყვარული მწყურია,
სული ცად რომ იწყებს ხეტიალს...
ჩუმად იცინიან ფიჭვები,
ლეგა და ჩემსავით ჩხვლეტია.


СОСНЫ

Желанья все безмернее,
Все мысли об одном.
Окно мое вечернее,
И сосны под окном.

Стволы у них багровые,
Колюч угрюмый сад.
Суровые, сосновые
Стволы скрипят, скрипят.

Безмернее хотения,
Мечтания острей -
Но это боль сомнения
У запертых дверей.

А сосны все качаются
И все шумят, шумят,
Как будто насмехаются,
Как будто говорят:

"Бескрылые, бессильные,
Унылые мечты.
Взгляни: мы тоже пыльные,
Сухие, как и ты.

Качаемся, беспечные,
Нет лета, нет зимы...
Мы мертвые, мы вечные,
Твоя душа - и мы.

Твоя душа, в мятежности,
Свершений не дала.
Твоя душа без нежности,
А сердце - как игла".

Не слушаю, не слушаю,
Проклятье, иглы, вам!
И злому равнодушию
Себя я не предам,

Любви хочу и веры я...
Но спит душа моя.
Смеются сосны серые,
Колючие - как я.

1902

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები