ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მონ.სინიორ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 ივნისი, 2010


მინაწერი საფლავის ქვაზე




        საფლავი N* 22/16


        შეხედეთ!
        ანგელოზს შავები ჩაუცვამს,
        რა უშავს...
        ან იქნებ, ოცნებამ ფაქტები დაუშვას,
        გაუშვას...
        თუმცა კი, მასხარას ნელსაცხი წაუსვამს,
        თუ უშავს?!...
        როდესაც კვდებოდა დემონი მას უსვამს,
        შე-უსვამს...
        სამარეს ეღვრება ქვემოდან ცრემლები,
        ღიმილის წვეთები...
        ანგელოზია ძაძებში ხვეული,
        გლოვობენ სამარეს სიყვარულის, ბედნიერი სიყვარულის,
        სამარით შემოსილს,
        რა უშავს...?!
        იქნებ და ოცნებამ წარსული დაუშვას?!
        შეხედეთ!
        ანგელოზს ძაძები ჩაუცვამს...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები