ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


ექო

  წვიმა...
ნაადრევად დაბერებული ფიქრები,
  ტანჯვა...
ნაყიდი სახატავი ფანქრებით.
  ფერები...
ცისარტყელასთან ახლოს ჩამოხმა
და გაირინდა სიკვდილთან ერთად.
  გაწვიმდა...
ჩამოიღვენთა სარკმელზე დაორთქლილი ფოთლები.
  დამტანჯა...
შემოდგომისფრად შეიღება კედლებზე ჩამომხმარი სიტყვები.
  ვფიქრობ...
სადღაც ზეცის კიდესთან ვებრძვი გაბრიელს
და სიცოცხლის არეალში მეტად შევდივარ.

  მუსიკა...
დაიკარგა შეგრძნებები, დაიკარგა გონება.
  ხმა...
სარკესთან დაიხარა შემოდგომა, თავს მიკრავს.
  ღიმილი...
ნიღბის შვილი, ისევ ისე ნიღბის ქვეშ თუ მოკვდება
და სიძულვილს გავუხსენი გონება.
  ექო...
ვიძირები ილუზიურ სამყაროში.
  ხმა...
შემოდგომამ თავის ფერზე გადაღება არეალი.
  მეცინება...
რაც ჩავძახე ამ ცხოვრებას ისევე ის ამომძახა
და ტანჯული სული ჩემი, საარჩევნოდ გაიმეტა.

  სიცოცხლე...
დამთავრდება ისიც მალე.
  სიყვარული...
დაიღალა ეს სიყალბეც.
  მონატრება...
დაძახილი სიშორიდან.
  შემოდგომა...
  შემოდგ...
  შემ...
  შ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები