 | ავტორი: პეტრე ჟანრი: პროზა 7 ივნისი, 2010 |
ეძღვნება სრულიად საქართველოს პატრიარქს მორჩილ ამბროსის (წმინდა ამბროსი ხელაიას)
მარჯვედ მოეზავა ქართულ ჰავას, „ბოლშევიკური რევოლუციის“ გადამდები სენი და მომაღლო პარტახტიანი ტიფივით, ძიძიბ–ძიძიბად გამოაყარა. არ აპირებდა გერილი წვიმასავით უცებ გადაღებას ძალად შემოვარდნილი აბუჩი სტუმარი და ავი სენით გვემული, ვეფხის ტყავისა ქვეყნის გაძარცვას ლამობდა. ...და გადაწყვიტა ბოროტსვიანმა, გული ქართლისა, ქართული ეკლესია, ქართველთა ხელით ეკლებმოსხმული გვირგვინით შეემკო. წარიგებით მიბრჯენილი ხარაზანი ქვებივით ჩადგნენ მჭახე ლოყებიანი უწვერო ბიჭები, საუკუნოდ სატანჯველ ცოდვილ სულთა ჯოჯოხეთის სამსახურში. ურმის საშინელი რაძგუნით შეესივნენ მარბიელნი, მაჰმადიანთა მძლავრობის დროს გადარჩენილ ჩაუქრობ სანთელს. ...და ეცემოდა დედო ზარები ქართველთა ხელით. გოდების ბანი დაატყდა მამულს, ორსული გახდა ტკივილით დრო!.. მე კი ვარ მობავთე ამ სავალალო ამბის.
სოფელსა სადაც წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე ხელთუქმნელი ტაძარი, სამყოფი ღვთისა აეშენებინა ქართველთ წინაპარს, წმინდა ნიკოლოზის სახელი დაურქმევიათ. ახლა კი, გავარვარებულ წითელ დროს, ტაძრის მოძღვარი, საქართველოს პატრიარქის მიერ მოწვეული, „ყველა ეკლესიის დედის“ იერუსალიმის ჯვარის მონასტრის, ბოლო ქართველი ბერი იყო, იავბერად სახელქმნილი, და ვერც წარმოსადგენი სხვა სახელითა, რადგან განბანა უფალმა იგი და ძუძუთა ჩვილის პირმშო სურნელით იყო შერჩენილი. პირჯვარის ქვევრის საუფლო ღვინით დაელოცა მეოხმყოფს მისას, ანგელოსთ შემსგავსებული ღვთივგანბრძნობილი ბერი. იმ წელს, იგრიკის თვემ აჯობა ვარდობისას და ათასცხრასოცდამესამე, მაცხოვრის ჩვენის მკვდრეთით აღდგომის დღეს ელოდებოდა, როცა ტაძრის ქვითკირით მოზღუდვილ ეზოში,დაუკოდავი კურატი ხარებივით შეცვივდნენ წითელი რევოლუციის წითელი ეშმაკები. თითქო უშობელ ფურს ეძებდნენ, აშლილი ვნების ჯერის–ჯერობით დასაოკებლად. მერე გაცხელებული სროლა ატეხეს, ისედაც კისერზე გადაცმულ, ქორის მახეში გაბმული ხალხის გულის გასახეთქად, ვინმე ქომაგი რომ არ ჰყოლოდათ. – იავბერო! ვეღარ მოატყუებ მშრომელ მასას შე კონტრრევოლუციონერო! – ძირს! შავი გომფაშო მუცლიანი მღვდლები, თავის რჯულის წმინდა მამებიანად! – ძირს! ეკლესია სიბნელისა და გაუნათლებლობის ალაგი! – ძირს! ხატები და ჯვრები, მშრომელთა ფაბრიკებში გამოჭედილი ხალხის მოსატყუებლად! – გაუმარჯოს მუშურ–გლეხურ ხალხის გამორკვევას! – გაუმარჯოს წითელ რევოლუციას! – გაუმარჯოს ევროპის სინათლეს მარქსიზმს! დაუღალავი ყელებით ყვიროდნენ არიმანის მოციქულები... სამარტოო ოთახიდან რონინით გამოვიდა იავბერი, ისედაც მარტო დარჩენილი, (თუ არ ჩავთვლით მრევლს მისას: ორ ხანში შესულ ქალბატონს, ერთ ასაკიან ძველ აზნაურს და ათი–თორმეტი წლის ბიჭს). და „მაუზერ“ ჩამოკიდებული, ეჯიბი კაცის წინაშე წარსდგა. – ჩვენ, – დაიწყო გუდაფშუტა სოკოსავით კაცმა, რვეულის ფურცელზე დაწერილი „ცოდვის საზღაურის“ კითხვა. „მოჯკომიტეტი“ (მოჯამაგირეთა კომიტეტი) , „მუკი“(მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) და „კომიაჩეიკა“ (კომკავშირული უჯრედი) ვადგენთ: 1) დაიწყო ახალი ისტორია, საღი შეხედულება ყოველივე მავნეზედ და სამუდამოდ დასამარდა სამღვდელოება! მშრომელ მასას ისინი ვეღარ მოატყუებენ! ძირს ქრისტე და მისი შავ ანაფორიანი ყორნები და მათი მოგონილი აბდაუბდა ნაშთები! 2) მოსპობილ იქნას ხატები და ჯვრები, ხოლო თუ რამე ღირებულება აქვთ გამოყენებული იქნას ხალხის სასარგებლოდ. სარწმუნოების მსახურთ სამღვდელოებას, როგორც ცრუმორწმუნეობის გამავრცელებლები, გაკრეჭილი იქნან. წინაღმდგომეობის გამწევნი ჩათვლილი იქნებიან მუშურ–გლეხურ სახელმწიფოს უღირს წევრად. ეკლესიაში გაიხსნას აბანო, კედლებიდან რომ ტყვილი ჩამოირეცხოს.გაუმარჯოს ურწმუნო, უეროვნებო, რევოლუციის ახალი აზროვნების ადამიანს! წინ კომუნიზმისაკენ! განლიგებული ქანდაკივით პირმონასკვული იდგა იავბერი და ვერ გამგები, ნუთუ ქართველნი! რომელნიც იყვან ქრისტეს წინაღმდეგთა ქვედამცემელ მათი! ნუთუ ქართველნი! ზნეთსწავლებისა წიგნის „ვეფხის ტყაოსნის“ პატრონნი! დღეს კი ეშმაკნი, ანგელოსის სახედ შეცვალებულნი! უცბედი სევდის ქარი მოვარდა ბერთან და გადმოგორდა ცვარი თვალიდან, ღაწვი გაკაწრა თბილმა ცვარმა პირმონასკვულ იავბერს და მონასკვული ძაფივით დადნა... – რას სჩადით ქართველნო! მე აზნაურ ისევ რუსეთში? – იყვირა ბერმა და სიტყვა „მე თავისუფალის“ გამგები ეკლესიის ეზოს გარეთ იმალებოდა და ცოტა იყო ის, რადგან „უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია“ და ბევრნი იყვნენ ისინი... – ეს აზნაურიც ყოფილა ამხანაგებო! ეს თხაწვერა ყორანი! – „მიუხვდა“ იავბერს, ოდიშის თავადის ერთადერთ ვაჟიშვილს, „კომიაჩეიკის“ მდედრი წევრი, რომლის „ედემ–ყვავილის“ სუნი სოფელში ბევრს ჰქონდა ნაყნოსი. ეხლა კი ახალ მჯთავრობას „ბოლშევიკებს“ ასურნელებდა. – აბა ამხანაგებო! შევასრულოთ დადგენილება და ტყვილის სახლიდან ძუძგი გამოვიტანოთ და აქ დავყაროთ! – ბრძანა „მაუზერიანმა“ გუდაფშუტა ტყავკაცმა და სალოკე თითი, ტყავის ჩექმისკენ გაბზიკა. არავინ იცის უფლის გარდა რა მოხდა მერე და საიდან გაჩნდა ხის ცხენზე გადამჯდარი, გზირივით ხმამაღლა მოძახილე, ჭკუააშლილად რქმეული, სპეკალი ქვასავით გათლილი, გვარგასახელებული ლაშხი. – მოვედი წმინდა გიორგი, თქვე გველვეშაპებო თქვენა! – იძახდა ლაშხი სალოსელის სულით შთაბერილი გუდასტვირივით და ჭენებით მოაგელვებდა ხის ცხენს. მერე „ცხენიდან“ გადმოხტა და ცხვირაწეულმა ყნოსვა დაიწყო, თითქო ხრაკის სუნი ეცა და სუნის სათავეს სირბილით დაუწყო ძებნა. მიაგნო კიდეც და ეშმაკისგან ტანჯულგვემული, კვეთებულნის შუაში ჩადგა. – ნაღვლის სიმყრალის სუნია იავბერო ტაძრის ეზოში და ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლთა! და ნურცა დაუფენთ მარგალიტს ღორთა! – შეიძახა და ღმერთს ახედულმა გაუხედნავი ხარხარი დაიწყო. უძარღვო პურივით დაიფხვნენ წითელი რევოლუციის შობილნი და ვერ მიხვდნენ ავბედნი, რა უნდა ექმნათ ლაშხის ავადობისთვის. არ სადა მიდრკებოდა წამი სასწორისა, რომ არა, საადრეო მოცოროზი ღომისხელა კომკავშირელი ბიჭის თოფის კონდახი დარეტიანებით ხვდა კეფაში ლაშხს, როგორც ურო ხვედა რკინისა.მდინარის დივილნით წამოვიდა კეფიდან სისხლი და ნატკვეცი ჭაჭასავით გადმოყარა ჭამადი პირიდან, მიწას შუბლით მიდგმულმა ლაშხმა. არ ვიცი რა ძალად, მუხლდადგმით წამოიწია გვამი მისი, ანდა ვიცი კი? მუხლდადგმითვე სისხლის დივილის შესაჩერებლად, თუ შენდობის სათქმელად მივარდნილ ბერის! ეს კი ვიცი, რომ ერთ მიწაზე იზრდებოდა ხორბალი და სარეველა. – მომშორდი იავბერო! – ნემეის ლომივით დაუღრიალა ჭკუააშლილად რქმეულმა ლაშხმა და თვითონვე მიექცა ნათხევარს მისას. შეზარა ნანახმა თვითონვე შემაზრზენნი. ლაშხი კი ფეხზე წამოხტა და ამხედრდა მის ხის ბედაურზე, მერე ჭენებით შემოურბინა რევოლუციის შვილებს და ცხენიდან გადმოსძახა: – ძაღლი მიექცა ნათხევარს მისას! ძაღლი მიექცა ნათხევარს მისას! – იმეორებდა და წილად რგებას ეუბნებოდა, ჯოჯოხეთისა ცეცხლით სატანჯველ ცოდვილთა გეენია ადგილის მლოდინთ. – გადაეთრიე ეკლესიის ეზოდან, თუ არა გაჭამე ტყვია, შე აქოთებულო ჭკუააშლილო!– იყვირა ქალაქიდან მომაგრებულმა „აგიტპროპმა“ და იარაღზე იტაცა ხელი. წამით გაქვავდა ლაშხი, მერე ტეხურა ყინვასავით გაბზარა ხმა და უკუღმა ჭენებით თავშექცეულმა დაიძახა: „აზამბურელი თათარი ჩემ საცალოს თავის ტომრად უწოდებდაო.“ – რა ხდება ამხანაგებო ეს! – საწვავად გახმობილი, წივა ფუნასავით ცეცხლმოკიდებულმა დაიტკაცანა აგიტპროპმა. – ასთვრამეტი ეკლესია დავხურე და ასეთი ცირკი არსად არ მოუწყვიათ, როგორც თქვენ სოფელში! ნარქენნი გამოუდგნენ ლაშხს გველის წიწილნი, წითელი სენით შეპყრობილნი და ფიქრობდნენ უგნურნი, იძვრისი სულს ქართველთა ისტორიისა, სახადი წითელა წითლად შეღებავდა. მონასტრის ეზოდან გაგდებულმა ლაშხმა კი – „ჩეკამ“ ჩეკა გველის წიწილებიო! – დაიძახა და ხის ცხენიანად, "ბზობის ყვავივით გაქრა". ქართული ეკლესიის აღსპობით იწყებდნენ ახალი ისტორიის წერას და ხორცს დამშეული, ხორცისმჭამელი ცხოველებივით შეცვივდნენ ტაძარში სიწმინდის ბოგანოდ დასატოვებლად. ზვინივით დაახვავეს ხატები და სჯულის წიგნები ერთმანეთს, და თუკი რომელიმე თაყვანის საცემელთ ვერცხლის პერანგი ეცვა, ნაჯახით გახადეს სამოსელი, ვერცხლის ფულის გასაკეთებლად. – არ ესმით უფალო! მემოწმოს ამაზე სინდისი და ჭეშმარიტება, აღვირასხმული მოშიში გეუბნები შენ! – შესძახა იავბერმა ცას და... საბოჭი ქათამივით შეუბოჭა უკან ხელები „მოჯკომიტეტის“ წევრმა ბერს, „მუკის“ წევრმა კი ჯერ ბარტყულა მოგლიჯა თავიდან და მერე დანით შეაჭრა წვერი...
გაუგონარი ამბავი მოხდა მერე, ენა ძვალდება ამბის მოსაყოლად და სათქმელად საშინელია. ჭანჭრობში მბუდები ჭავილა ფრინველივით ნისკარტიანმა კომკავშირელმა, ტაძრიდან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი, მკლავი გამოიტანა. ზემოდან დააგდო ხატებს და სჯულის წიგნებს, ნავთი გადაასხა და ცეცხლს მისცა სიწმინდე. – მიშველე უფალო! – უნაპირო ცას შეახო ძახილი იავბერმა... და გაახსენდა წმინდა ნიკოლოზ, კანონი სარწმუნოებისა და ხატი სიმშვიდისა, ვერ მომთმენი მწვალებელ არიოზისგან გმობა ქრისტეზედ და განრისხებულმა ყვრიმალს სცა მას.არის დრო, ჟამი და შემთხვევა, როდეს მრისხანება იქმნება მართალი და სათნო...
ბერის სურნელმა ჩვილისამ, შეაღვინიანა შემბოჭველი მისი და ვეღარ ბოჭავდა მბოჭველი სურნელს. ხელიდან გასხლტა ბერი და უშვერი თვალით მაცქერალ მეწინავე მქირდავ ტყავკაცს, ღაწვში შემოჰკრა სილა.
ასფალტოსის შავი კუპრივით დაბნელდა იავბერის თვალები და თავის თხემი განკვეთა ნაჯახივით მოქნეულმა თოფის კონდახმა. ძირს დაგდებული დატერფეს ბერი და ბზესავით ცემეს. ...საღამოს ჟამის ისხარმა წვიმამ გამოაფხიზლა დადუნებული საგრძნობელნი ბერისა. ტაძარი აწვა მხრებზე ბერს და ქვედამზიდველი იყო თავი გვამისა, ხოლო გრძნობა, სატკივარისა მოუთმენელი როგორც მშობიარე ქალის. ბრმასავით ბღოტვით წამოდგა ფეხზე და ღონღილი სიარულით ტაძარში შევიდა. წმინდა ნიკოლოზის მკლავის ჩასასვენებლიდან სამღვდლო შემოზღუდვილი შეგრეხილი ბაწარი ამოიღო, ტანს შემოირტყა და მღვდელთმსახურების უფლება აყრილი, არა შენანებულივით გამოვიდა უფლის სახლიდან. სალაგმე კბილით ეჭირა სიტყვა და უღონქმნილი მის სამყოფ სადგურში შევიდა. პირველად მის ცხოვრებაში, საგვარეულო ხანჯლის ბოლო მემკვიდრემ, ხანჯალი წელზე შემორტყმულ ბაწარში გაირჭო და ჯვარგანძარცვული, პატივაყრილი, ტაძარს დაეტევა. ვისაცა სტკივა, მან იცის სად უჭერს მისი წაღი, და სატკივარის საძებრად წავიდა ბერი. მთვარემ სცა პატივი „ პატივაყრილ“ ბერს და ნათლის დღესავით დაუფინა შუქი, უხვედრი ადგილის საძებრად, ურვეულად მიმავალ ბერს. დიდება უფალს! შვების ადგილი სასუფეველი, ზეცის გარდა მიწაზეც შექმნა ღმერთმა და დედას აჩუქა მისას! კლდის ძარღვის ზენაპირზე მარტო ამოსულ , უზომო ფიჭვის ხესთან გაჩერდა ბერი.ფსკერს მიუწვდომელ უძირო უფსკრულს გადაჰყურებდა ეული ფიჭვი.გამხმარი შტოები შეკრიბა ბერმა, ცეცხლი დაანთო ცხოველთ დასაფრთხობათ. მერე ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაიწერა,(გონების, გულის და ძალის სიმბოლო) მარჯვენა ხელი ხეს შეახო, ხეს რომლისგანაც გათალეს ჯვარი უფლისა, მერე უფსკრულში გადაიხედა – ცაშია ღმერთი,– ჩაფიქრდა ბერი და საწურავში გატარებული წურვილი სიტყვით მიმართა უფალს! – ღმერთო მაღალო! რადგანაც ღირს მყავ ვიყო ბერი და ვიყო ქართველი, და საყევარი უღლისა ორგნითვე ჩემი საზიდი არის, რა დავაკელი ჩემ სამკალ ყანას?! ღმერთო მაღალო! იქნებ ცნობა ღვთისა და მცნებათა მისთა, იქნებ სწავლა ღვთაებისა და პატივისცემა შენი. იცი უფალო, არ ვზარობდი, მოუღალავად, გამოწვლილებით ვიძენდი ცოდნას, ღვთის მოშიში განკრძალებული მსახურებისა.იქნებ ასაკი უფალო, ოცდაცხრა წელი არ არის ბრძენის. უფალო! – ხმამომაღლოდ შესძახა ბერმა.– რა ყოფილა იგივე ყოფადი და რაი ქმნადი იგივე ქმნული, თუ ერი ჩემი თავდაღწეული ბოროტებას, ბოროტებისკენ წავა!! ვიცი უფალო! შაქრის ლერწამივით უგემურია და ტკბილია ლერწმის შაქარივით ერი ჩემი და მწოვედ მიყვარს მე! გევედრები უფალო! შემაცან სიტყვა შენი რათა გადამირჩეს სული ერის! შენ, ძეო ღვთისა! ხორცითა სოფლად მოსულსა! დავედრებული გეხვეწები მომეც ნიშნება! დიდხანს ელოდა ბერი, მაგრამ არ იყო არც ნიშანი და არც ხმა და მსჯავრი ღვთისა. ხესთან ჩამოჯდა ბერი. ზურგით მიეყრდნო ჯვარცმის ხეს და ცეცხლისგან მრავლად გამოკრთობილ ნაპერწკალს დაუწყო მზერა. ... და მოხდა მერე დანახვება სინამდვილისა და უცილობელი წარმოჩინება აზრისა გონის. – რას ეძებ ბერო? – გონში იკითხა ბერის ხმით აზრმა. განკვირვებით და შიშით ფეხზე ასწრაფდა ბერი.“პერიპატოელი“ მოსწავლესავით დაიწყო სიარული რათა, ან მსწავლებელი, ან ხმა ეძებნა მისი. არც ჩვენება და არც ხმა არ იყო არსად. – ფიქრი ვარ, ფიქრი... ტყუილად ირჯები იავბერო, ფიქრი ვარ საგონებელი! – ერთხანს გაშეშდა ბერი, მერე გონმოკრებილმა ჰკითხა მისსავე გონში შემძვრალ ფიქრს... – რა გინდა ფიქრო?! – ეგებ გეფიქრა იავბერო... ვისაც ევედრები იქნებ არ არსებობს... და თუ არ არსებობს, მაშინ კაცი ხომ თავისუფალი იქნება... და როგორ ჰყვარებია თურმა შენ ერს თავისუფლება?! ჩადექი თავისუფლების სამსახურში იავბერო! შენ, სწავლება მიღებული, გამოადგები თავისუფლებას! ...გულში ჩაფიქრდა იავბერი. – გულის ფიქრი კი სხვას ამბობს გონში შემძვრალო! – გულის პასუხი თქვა გულკარგახსნილმა ბერმა. – მე ვარ მთავარი იავბერო!!! – უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც! ...შენ ჩემში როგორ შემოხვედ? – არ არის ერი და ბერი, მე რომ ვერ შევიდე ფიქრად! – გულში თუ შედის, ჰკითხე იავბერო. – გულის ფიქრმა აკითხინა ბერს. – გულში თუ შედიხარ ფიქრად შემსვლელო? – არ გასცა ხმა გონში შემძვრალმა ფიქრმა... – გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის. – გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში! – ბერო! ნერგია ჩაყრილი ახალი შენ ერში! – ისევ ისივლა ფიქრმა. – არცა რაი, არც არცა დამნერგველი, არცა მომრწყველი, არამედ აღმომაცენებელი ღმერთი! სიმინდის ნაქერცვალია ეგ ახალი ნერგი! – ცოტა ხანში შენ ერში ბერიც აღარ იქნება იავბერო! – ვინც დაშთება, იგი იქმნება! და ქართული ეკლესიის ჩაუქრობელი ბუხარიც ზეზე იქნება, მისი ეროვნული სიყვარულით შემსჭვალული სულით და დვრინით ქართველთა! გალობის თავხელმწიფე ბოხუმივით თქვა გულის ხმამ და აცხობდა ბედის პურს ბერისას. – განუკვეთელია ჩემ ერში იგი, ვინც ასწავლა წესნი და ცნებანი და უხსნა წერითა და უწერელად... აწ შენ საჯე ფიქრო მძრომელო! – იავბერო! აღარც ხატი გაქვს, არც სახარება და აღარც მადლი იმ თქვენი მკლავის! – გველის კბილები ჩაარჭო ფიქრმა. ბაზმა სანათი კანდელივით აენთო გული და არ მისცა გულის პასუხი ბერმა. გულის ზრახვა კი უფალმა იცის, დიდება უფალს!
ხესთან მივიდა იავბერი და ხეზე ასული დობილო ვაზივით მოეხვია ხეს, თითქო პატიება თხოვა, მერე ხანჯალი ამოიღო, ორივე ხელი ვადას მოუჭირა და ხანჯლის წელამდე ჩაარჭო ხეს. – რას შვრები იავბერო? – ვერ მიხვდა გულის ზრახვას ფიქრი მძრომელი. ბერმა კი, პირს ჯვარი გადაწერა და მარცხენა ხელი ხანჯლის ვადას ჩასჭიდა, მარჯვენა ხელი კი ცხენკაცის გასაკვეთად მოიქნია და... განკვეთა კიდეც, დალაქის ნეშტარი იარაღივით საგვარეულო ხანჯალზე ასო ნასხამი გვამისა, მარჯვენა მისი. ცას ღაღადებდა ბერის სისხლის ხმა, მიწას კი სულთქმა მისი... – შენ გაიმარჯვე გალილეველო! – იწივლა ფიქრმა და ამ სიტყვას იტყვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, გონიდან გამომძვრალი ბარდღალა მრავალფეხა ჭიასავით გაქცეული ფიქრი. არ ვიცი კაცი, გარდა ძე ღვთისა რაც ბერმა შესძლო მკითხველო ჩემო! ნაგვემ–ნაწამმა ნაკვერცხალთ ღველფით შეაჩერა დივილი სისხლის, მერე კი, მიჭირს ამის თქმა... მარცხენა ხელით, ხანჯლით გახვეწა მოჭრილი ხელის, ძვალთაგან ხორცი. ხოლო ხანჯალი მამა–პაპათგან დაშთენილი, რომელზეც ჯერ კიდევ არ იყო შემხმარი სისხლი, მიწას აჭამა. მერე, ბერის კაბა გაიხადა და მიმქმელივით გულზე მიიკონა მისი მარჯვენა მკლავის ძვალი და წმინდა ნიკოლოზის ჩასასვენებელი შემოსაზღვუდვი ბაწარი, მარცხენა ხელით და კბილებით ტანზე გამოინასკვა. დედას უკანით მიმდევარი კუდბაწარა ყმასავით გაუყვა იავბერი ბინდბანდათ გამოჩენილ დილის სინათლეზე, ტაძრისკენ მიმავალ ბედიცხოველ გზას. ფრინველი ცისა, მერცხალი შენიშნა ბერმა, ცას მოეწვია პირველი მერცხალი,(ხალხის ძველი დაკვირვებით) მახარობელი მაცხოვრის ჩვენის მკვდრეთით აღდგომისა. დიდება უფალს! თუ ღმერთი არა, საიდან იცის უცდომელად პირველმა მერცხალმა (რცხალი – განბანილი) აღდგომის მცოცავი დღისა და „მე განბანილი“ ჭიკჭიკით გვახარებს ყველას, ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა!
ტაძარში შევიდა იავბერი, ვერ ამღები თავისა ზეჭვრეტად, არამედ თავქვეკიდებით მჭვრეტელი და მკლავი მისი, წმინდა ნიკოლოზის მკლავის ჩასასვენებელში ჩააბრძანა. უცბედმა ძალამ გუმბათის ყელში აახედინა, სადაც ჯვართ ამაღლების ხატება იყო გამოსახული და საუკუნეთა სიძველის გამო ჯვარის მარჯვენა მხარის ნაწილი უჩინო იყო. ... და იავბერიც უჩინო გახდა ამა სოფლისთვის.
– დედა, დედიკო! არ ყოფილა მამა ომში დაკარგული! ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის მკლავს შევეხე და მამას დაბრუნება ვთხოვე... – ვეღარ ითქვამდა სულს ათი– თორმეტი წლის ნინველი ბიჭი. – შეხედე დედა ვინ მოდის! მამა, ჩემი მამა!..
წმინდაო ნიკოლოზ! მსწრაფლ შემწეო ყველას! მეოხჰყავ იავბერი, იწრო ბჭენი და გზა საჭირველი სარწმუნოებით განვლო,ეროვნული გულით შემსჭვალულმა, და შეიყვანოს იგი უფალმა დაუსრულებელსა სიხარულსა! შენ კი ზევახ იავბერო! და ქართული სულის გადარჩენისთვის, მარად მზად კვლავ მკლავგასაწირად, ქართული ეკლესიის იავ ნანინა შენ!!
„ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“
პეტრე ქოჩაკიძე–ჭალადიდელი 2010 წლის წმინდა ნინოს შემოსვლის დღე (ჩემი დაბადების დღე)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46.
ძალიან მაგარია, ხალხნო მოდით აქ...
ძალიან მაგარია, ხალხნო მოდით აქ...
45. ასეთი პროზა მე ჯერ არ წამიკითხავს ამ საიტზე. სხეულის ყველა უჯრედი ამევსო სიამაყით, რომ ქართველი ვარ! თითოეულ ბგერაში ქართული სულია... ისე ვარ ემოციებით სავსე, ვერც გადმოვცემ... მე ისევ დავბრუნდები აქ, ისევ წავიკითხავ... ამ ნაწერს პლიუს-მინუსები რად უნდა? ეს არის ერთი დიდი პლიუსი ქართული მწერლობის! გმადლობთ, რომ მირჩიეთ ამის წაკითხვა...
ასეთი პროზა მე ჯერ არ წამიკითხავს ამ საიტზე. სხეულის ყველა უჯრედი ამევსო სიამაყით, რომ ქართველი ვარ! თითოეულ ბგერაში ქართული სულია... ისე ვარ ემოციებით სავსე, ვერც გადმოვცემ... მე ისევ დავბრუნდები აქ, ისევ წავიკითხავ... ამ ნაწერს პლიუს-მინუსები რად უნდა? ეს არის ერთი დიდი პლიუსი ქართული მწერლობის! გმადლობთ, რომ მირჩიეთ ამის წაკითხვა...
44. ორჯერ წავიკითხე,იმდენად იმოქმედა და დამეუფლარომ დიდხანს ვფიქრობდი,რა კომენტარი დამეწერა, ვერ მოვიფიქრე იმდენად ბრწყინვალე და გადამდებია, ,ჯერ კიდევ ამ ზემოქმედების ქვეშ ვარ, ბრქყინვალე თავისი ლექსიკით მდიდარი სულით ნაწერი, გმადლობთ ბატონო პეტრე +55555555555555 ორჯერ წავიკითხე,იმდენად იმოქმედა და დამეუფლარომ დიდხანს ვფიქრობდი,რა კომენტარი დამეწერა, ვერ მოვიფიქრე იმდენად ბრწყინვალე და გადამდებია, ,ჯერ კიდევ ამ ზემოქმედების ქვეშ ვარ, ბრქყინვალე თავისი ლექსიკით მდიდარი სულით ნაწერი, გმადლობთ ბატონო პეტრე +55555555555555
43. აღფრთოვანებული ვარ ბატონო პეტრე სამწუხაროდ ძალიან გვიან მომეცა თქვენი გაცნობის სიამოვნება აუ ძალიან მაღალია და ძალიან მაგარია აი ეს განასკუთრებიტ მომეწონა – გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის. – გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში! – ბერო! ნერგია ჩაყრილი ახალი შენ ერში! – ისევ ისივლა ფიქრმა. აღფრთოვანებული ვარ ბატონო პეტრე სამწუხაროდ ძალიან გვიან მომეცა თქვენი გაცნობის სიამოვნება აუ ძალიან მაღალია და ძალიან მაგარია აი ეს განასკუთრებიტ მომეწონა – გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის. – გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში! – ბერო! ნერგია ჩაყრილი ახალი შენ ერში! – ისევ ისივლა ფიქრმა.
42. აუუუ, ეს რა კარგი რამე წავიკითხე, პეტრე? ბრავო! მაგრამ გამეცინა, ალალად, ფლეშთან შეკამათებაზე... აი, რას ნიშნავს ვირტუალუირი სამყარო. პეტრე, შენ და ფლეში - ზუსტად ტოლები ხართ, მოგწონს ეს თუ არა... ამას ორივე მხარესთან პირადი ნაცნობობა მალაპარაკებს. ეს ისე, თემის გარეთ!
რაც შეეხება სტილს, - არა მგონია, კონსტანტინე გამსახურდიას სტილით წერა ასე მიუღებელი იყოს რომელიმე მხრისთვის. აქ საუბარია წერის სტილზე და არა აზრის თუ სიტყვათა პლაგიატობაზე. ეს კი სრულიად განსხვავებული რამაა.
არაჩვეულებრივად წერ, - ჩვენ ამაზე პირადად გვისაუბრია! თუმცა კი, შეიძლება ჩემთვის არა, მაგრამ ბევრისთვის იქნება ასეთი არქაული ტექსტის კითხვა დამღლელი... აქ ნაწარმოები (ჰარალეს დავეთანხმები) შინაარსით ფარავს ამ მცირე "ნაკლს" და... მოკლედ, 5... აუუუ, ეს რა კარგი რამე წავიკითხე, პეტრე? ბრავო! მაგრამ გამეცინა, ალალად, ფლეშთან შეკამათებაზე... აი, რას ნიშნავს ვირტუალუირი სამყარო. პეტრე, შენ და ფლეში - ზუსტად ტოლები ხართ, მოგწონს ეს თუ არა... ამას ორივე მხარესთან პირადი ნაცნობობა მალაპარაკებს. ეს ისე, თემის გარეთ!
რაც შეეხება სტილს, - არა მგონია, კონსტანტინე გამსახურდიას სტილით წერა ასე მიუღებელი იყოს რომელიმე მხრისთვის. აქ საუბარია წერის სტილზე და არა აზრის თუ სიტყვათა პლაგიატობაზე. ეს კი სრულიად განსხვავებული რამაა.
არაჩვეულებრივად წერ, - ჩვენ ამაზე პირადად გვისაუბრია! თუმცა კი, შეიძლება ჩემთვის არა, მაგრამ ბევრისთვის იქნება ასეთი არქაული ტექსტის კითხვა დამღლელი... აქ ნაწარმოები (ჰარალეს დავეთანხმები) შინაარსით ფარავს ამ მცირე "ნაკლს" და... მოკლედ, 5...
41. ნია-კო, გეთაყვა! იმთავითვე უნდა შევნიშნო, ავტორს არ ვუპასუხებდი, და არც შემდგომში ვაპირებ. თუ რატომ, ქვემოთ დარწმუნდები. ჩემს კომენტარში ნათლად და მკაფიოდ წერია,რომ ავტორი ნიჭიერია და ნაწერი-ნორმალური. ამასთან, უნებლიეთ-მეთქი, ვწერ, ნაწარმოებმა წაკითხულის ასოციაციური ვარიანტის შთაბეჭდილება დამიტოვა-მეთქი. ეს ჩემი აზრია და ახლაც არ შემიცვლია, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ჩემს მოსაზრებას ერთადერთობის პრეტენზია ჰქონდეს. ერთხელ კიდევ გულდასმით წაიკითხე ავტორის პასუხი და დარწმუნდები, რაოდენი შეურაცხყოფაა მასში... წინადადებებში- ღია, ხოლო ზოგიერთი სიტყვის ქვეშ ჩასაფრებული დაცინვა და ირონიაა. 1."მივხვდი ძალიან პატარა ხარ და მინდა ბევრი რამ წაიკითხო, მერე ისწავლო და მერე წერო"... 2."პატარა რომ ხარ გეტყობა, რადგან ფლეში დაგირქმევია"... 3.ქართველს და ნამდვილ გვარ-სახელს ამჯობინებ "ნიკს"... 4."რას გეტყვი იცი ბიძიკო, ჯერ ძალიან პატარა ხარ"... 5."ნუ დაიწყებ ანონიმური წერილების წერას"... 6."მიჩვევა იცის ბიძიკო მაგან და არ მოგეწონება მერე ალბათ რომ გაიზრდები"...
ავტორი, როგორც იტყვიან, ხოლმე, ალაგ-ალაგ, აქაც სხვას ბაძავს...და ეს სხვა დათა თუთაშხიაა. რაც შეეხება გალაკტიონს, ამ ღმერთკავს "ბიძიკოზე" უფრო მეტად "ძამიკოთი" მიმართვა უყვარდა. და ბოლოს, ერთხელ კიდევ მინდა განვმარტო, მე ჩემი(მგონია რომ საკმაოდ ტაქტიანი) აზრი ნაწარმოების მიმართ გამოვთქვი და არა ავტორის პიროვნების შესახებ. თორემ, ერთი ბუმბერაზის ნათქვამის ჩემეული პერიფრაზით..."არაფერ შუაში იყო პეტრე". პატივისცემით, სანდრო ბერიძე (საეჭვო ქართველი...შესაძლოა-ზიქურატი) ნია-კო, გეთაყვა! იმთავითვე უნდა შევნიშნო, ავტორს არ ვუპასუხებდი, და არც შემდგომში ვაპირებ. თუ რატომ, ქვემოთ დარწმუნდები. ჩემს კომენტარში ნათლად და მკაფიოდ წერია,რომ ავტორი ნიჭიერია და ნაწერი-ნორმალური. ამასთან, უნებლიეთ-მეთქი, ვწერ, ნაწარმოებმა წაკითხულის ასოციაციური ვარიანტის შთაბეჭდილება დამიტოვა-მეთქი. ეს ჩემი აზრია და ახლაც არ შემიცვლია, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ჩემს მოსაზრებას ერთადერთობის პრეტენზია ჰქონდეს. ერთხელ კიდევ გულდასმით წაიკითხე ავტორის პასუხი და დარწმუნდები, რაოდენი შეურაცხყოფაა მასში... წინადადებებში- ღია, ხოლო ზოგიერთი სიტყვის ქვეშ ჩასაფრებული დაცინვა და ირონიაა. 1."მივხვდი ძალიან პატარა ხარ და მინდა ბევრი რამ წაიკითხო, მერე ისწავლო და მერე წერო"... 2."პატარა რომ ხარ გეტყობა, რადგან ფლეში დაგირქმევია"... 3.ქართველს და ნამდვილ გვარ-სახელს ამჯობინებ "ნიკს"... 4."რას გეტყვი იცი ბიძიკო, ჯერ ძალიან პატარა ხარ"... 5."ნუ დაიწყებ ანონიმური წერილების წერას"... 6."მიჩვევა იცის ბიძიკო მაგან და არ მოგეწონება მერე ალბათ რომ გაიზრდები"...
ავტორი, როგორც იტყვიან, ხოლმე, ალაგ-ალაგ, აქაც სხვას ბაძავს...და ეს სხვა დათა თუთაშხიაა. რაც შეეხება გალაკტიონს, ამ ღმერთკავს "ბიძიკოზე" უფრო მეტად "ძამიკოთი" მიმართვა უყვარდა. და ბოლოს, ერთხელ კიდევ მინდა განვმარტო, მე ჩემი(მგონია რომ საკმაოდ ტაქტიანი) აზრი ნაწარმოების მიმართ გამოვთქვი და არა ავტორის პიროვნების შესახებ. თორემ, ერთი ბუმბერაზის ნათქვამის ჩემეული პერიფრაზით..."არაფერ შუაში იყო პეტრე". პატივისცემით, სანდრო ბერიძე (საეჭვო ქართველი...შესაძლოა-ზიქურატი)
40. ბატონო პეტრე, გულით მინდოდა მე გამეცა პასუხი, მაგრამ გადავფიქრე: ჯერ ერთი, ჩავთვალე, რომ მეტისმეტად პროვინციულ მეჩიტრობაში ჩამეთვლებოდა, მეორე: სანდრო ბერიძესაც დიდ პატივს ვცემ და თავშეკავება ვამჯობინე, ახლა გამიხარდა, თქვენი პასუხი რომ წავიკითხე. კი, პატივს გცემთ, ბატონო სანდრო, მაგრამ... ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად: ბატონი პეტრეს ნაწარმოებები ისეთი სუფთა ქართულითაა ნაწერი, ისეთი თავანკარა ქართულით, შეუძლებელია არ მოგეწონოს. ვერც გავლენაზე დგეთანხმებით, რადგან ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და ბატონი პეტრეს ქართულიც განსხვავდება კლასისკოსების ქართულისაგან და თემატკინაც. და კიდევ, დღეს, როცა მაპატიეთ და, ქართული ენა ნამუსახდილია ბევრისგან, ბატონი პეტრესნაირები ინარჩუნებენ სწორედ მის ხიბლს და სისადავეს, პირველყოფილებას და სილამაზეს. მაპატიეთ, ბატონო სანდრო, ეს რომ გკადრეთ, მაგრამ რა ვქნა, მეწყინა ძალიან. და კიდევ: ამ დალოცვილ "ბიძიკოს" გალაკტინიც ხმარობდა თითქმის ყოველი მიმართვისას:) მაპატიეთ კიდევ ერთხელ, უდიდესი მოკრძალებით, ნინიკო მშვიდობაძე ბატონო პეტრე, გულით მინდოდა მე გამეცა პასუხი, მაგრამ გადავფიქრე: ჯერ ერთი, ჩავთვალე, რომ მეტისმეტად პროვინციულ მეჩიტრობაში ჩამეთვლებოდა, მეორე: სანდრო ბერიძესაც დიდ პატივს ვცემ და თავშეკავება ვამჯობინე, ახლა გამიხარდა, თქვენი პასუხი რომ წავიკითხე. კი, პატივს გცემთ, ბატონო სანდრო, მაგრამ... ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად: ბატონი პეტრეს ნაწარმოებები ისეთი სუფთა ქართულითაა ნაწერი, ისეთი თავანკარა ქართულით, შეუძლებელია არ მოგეწონოს. ვერც გავლენაზე დგეთანხმებით, რადგან ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს და ბატონი პეტრეს ქართულიც განსხვავდება კლასისკოსების ქართულისაგან და თემატკინაც. და კიდევ, დღეს, როცა მაპატიეთ და, ქართული ენა ნამუსახდილია ბევრისგან, ბატონი პეტრესნაირები ინარჩუნებენ სწორედ მის ხიბლს და სისადავეს, პირველყოფილებას და სილამაზეს. მაპატიეთ, ბატონო სანდრო, ეს რომ გკადრეთ, მაგრამ რა ვქნა, მეწყინა ძალიან. და კიდევ: ამ დალოცვილ "ბიძიკოს" გალაკტინიც ხმარობდა თითქმის ყოველი მიმართვისას:) მაპატიეთ კიდევ ერთხელ, უდიდესი მოკრძალებით, ნინიკო მშვიდობაძე
39. ერთხელ კიდევ მინდა განვმარტო: ფლე-ში-ეს მე ვარ-სანდრო ბერიძე. ჩემი სახელითა და გვარით ადმინისტრაციამ არ დამარეგისტრირა, ასე ამიხსნა, სანდრო ბერიძე არსებობს და მეორე არ შეიძლებაო. ახლა რაც შეეხება ავტორის-პეტრეს მიერ ჩემს კომენტარზე გაცემულ პასუხს...."მე მგონი ვხვდები, ვინც უნდა იყო და რას გეტყვი ბ ი ძ ი კ ო იცი"..."მიჩვევა იცის ბ ი ძ ი კ ო მაგან"...მკითხველმა განსაჯოს ვინ არის ბავშვი, მე თუ ამ მარგალიტების ავტორი. ლიტერატურაში (მითუმეტეს კამათში) ბიძიკოებით არ მიმართავენ პოლემისტები. მე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე...რაღა ვთქვა, აღარ ღირს...ნეტა ერთი ავტორი მაინც მანახა აქ განსხვავებულ აზრს გაბუტვა-გაღიზიანების გარეშე რომ მიიღებდეს. ერთხელ კიდევ მინდა განვმარტო: ფლე-ში-ეს მე ვარ-სანდრო ბერიძე. ჩემი სახელითა და გვარით ადმინისტრაციამ არ დამარეგისტრირა, ასე ამიხსნა, სანდრო ბერიძე არსებობს და მეორე არ შეიძლებაო. ახლა რაც შეეხება ავტორის-პეტრეს მიერ ჩემს კომენტარზე გაცემულ პასუხს...."მე მგონი ვხვდები, ვინც უნდა იყო და რას გეტყვი ბ ი ძ ი კ ო იცი"..."მიჩვევა იცის ბ ი ძ ი კ ო მაგან"...მკითხველმა განსაჯოს ვინ არის ბავშვი, მე თუ ამ მარგალიტების ავტორი. ლიტერატურაში (მითუმეტეს კამათში) ბიძიკოებით არ მიმართავენ პოლემისტები. მე ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე...რაღა ვთქვა, აღარ ღირს...ნეტა ერთი ავტორი მაინც მანახა აქ განსხვავებულ აზრს გაბუტვა-გაღიზიანების გარეშე რომ მიიღებდეს.
38. არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, იმიტომ გწერ რომ მივხვდი ძალიან პატარა ხარ და მინდა ბევრი რამ წაიკითხო,მერე ისწავლო და მერე წერო.პატარა რომ ხარ გეტყობა რადგან,ფლეში დაგირქმევია ქართველს და ნამდვილ გვარ–სახელს ამჯობინებ "ნიკს".ვფიქრობ რომ გამსახურდიას რომელიმე ნაწარმოები კარგად რომ ჰქონდეს წაკითხული ამას არ დაწერდი.ისე დავალებული დაგრჩები თუ მიმითითებ ან სად გაიგონე ან სად წაიკითხე და დარჩი მერე ასოცირებული.ერთი ძალიან მაინტერესებს რას თემატიკას ვერ ვმიჯნავ და რას ვერ ვანვითარე შენ გაზრდას.მე მგონი ვხვდები,ვინც უნდა იყო და რას გეტყვი ბიძიკო იცი,ჯერ ძალიან პატარ ხარ და ნუ დაიწყებ ანონიმური წერილების წერას,მიჩვევა იცის ბიძიკო მაგან და არ მოგეწონება მერე ალბათ რომ გაიზრდები.მადლობა კი მინდა გითხრა წარმატებებს რომ მისურვებ და არა ვუსურვებ. არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, იმიტომ გწერ რომ მივხვდი ძალიან პატარა ხარ და მინდა ბევრი რამ წაიკითხო,მერე ისწავლო და მერე წერო.პატარა რომ ხარ გეტყობა რადგან,ფლეში დაგირქმევია ქართველს და ნამდვილ გვარ–სახელს ამჯობინებ "ნიკს".ვფიქრობ რომ გამსახურდიას რომელიმე ნაწარმოები კარგად რომ ჰქონდეს წაკითხული ამას არ დაწერდი.ისე დავალებული დაგრჩები თუ მიმითითებ ან სად გაიგონე ან სად წაიკითხე და დარჩი მერე ასოცირებული.ერთი ძალიან მაინტერესებს რას თემატიკას ვერ ვმიჯნავ და რას ვერ ვანვითარე შენ გაზრდას.მე მგონი ვხვდები,ვინც უნდა იყო და რას გეტყვი ბიძიკო იცი,ჯერ ძალიან პატარ ხარ და ნუ დაიწყებ ანონიმური წერილების წერას,მიჩვევა იცის ბიძიკო მაგან და არ მოგეწონება მერე ალბათ რომ გაიზრდები.მადლობა კი მინდა გითხრა წარმატებებს რომ მისურვებ და არა ვუსურვებ.
37. როგორც ნაწერი, ნორმალურია, მაგრამ პირადად მე, როცა ვკითხულობდი, უნებლიეთ დამებადა გაგონილის ან წაკითხულის ასოციაცია. ეს ყველაფერი ჩემში იმან გამოიწვია, რომ ავტორი ხშირად მიმართავს ჩვენი დიდი კლასიკოსების მიერ ლიტერატურაში უკვე მყარად დამკვიდრებულ და ფიქსირებულ ლექსიკას. კერძოდ,წერის მანერა, არქაული ლექსიკა და სიტყვათწყობა აშკარა კონსტანტინე გამსახურდიასეულია, ჩემი მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარა თემატიკამ, რომელსაც ავტორი წინამორბედებისაგან ვერც მიჯნავს და ვერც ანვითარებს. კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი მოსაზრებაა. უდავოდ ნიჭიერი ავტორია. წარმატებებს ვუსურვებ. როგორც ნაწერი, ნორმალურია, მაგრამ პირადად მე, როცა ვკითხულობდი, უნებლიეთ დამებადა გაგონილის ან წაკითხულის ასოციაცია. ეს ყველაფერი ჩემში იმან გამოიწვია, რომ ავტორი ხშირად მიმართავს ჩვენი დიდი კლასიკოსების მიერ ლიტერატურაში უკვე მყარად დამკვიდრებულ და ფიქსირებულ ლექსიკას. კერძოდ,წერის მანერა, არქაული ლექსიკა და სიტყვათწყობა აშკარა კონსტანტინე გამსახურდიასეულია, ჩემი მოსაზრება კიდევ უფრო გამიმყარა თემატიკამ, რომელსაც ავტორი წინამორბედებისაგან ვერც მიჯნავს და ვერც ანვითარებს. კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი მოსაზრებაა. უდავოდ ნიჭიერი ავტორია. წარმატებებს ვუსურვებ.
36. „ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“
საინტერესო ფაბულა, სიუჟეტი, კომპოზიცია, ენობრივი სტრუქტურა (ცოტა არქაული, მაგრამ მაინც კარგად მორგებული თემას), უძლიერესი ფინალი....დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს... (კარგა ხანია წავიკითხე, მაგრამ კომენტარისთვის, ეტყობა, სიტყვებიც არ მეყო...) „ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“
საინტერესო ფაბულა, სიუჟეტი, კომპოზიცია, ენობრივი სტრუქტურა (ცოტა არქაული, მაგრამ მაინც კარგად მორგებული თემას), უძლიერესი ფინალი....დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს... (კარგა ხანია წავიკითხე, მაგრამ კომენტარისთვის, ეტყობა, სიტყვებიც არ მეყო...)
35. რისთვის შემოვედი აქ? :( ხვალ უცხოენაში გამოცდა მაქვს, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული ჩემი მომავალი, მე კი მინიმუმ ერთი კვირა ამ ნაწარმოების გარდა ვეღარაფერზე ვეღარ უნდა ვიფიქრო... :(:(:(:( რისთვის შემოვედი აქ? :( ხვალ უცხოენაში გამოცდა მაქვს, რომელზეც დიდადაა დამოკიდებული ჩემი მომავალი, მე კი მინიმუმ ერთი კვირა ამ ნაწარმოების გარდა ვეღარაფერზე ვეღარ უნდა ვიფიქრო... :(:(:(:(
34. უსიტყვოდ..... აქ სიტყვა..... აზრი.... განცდა..... ყველაფერი უმაღლეს რეგისტრშია....... წარმატებანი ავტორს...... უსიტყვოდ..... აქ სიტყვა..... აზრი.... განცდა..... ყველაფერი უმაღლეს რეგისტრშია....... წარმატებანი ავტორს......
33. უხმოდ უნდა გავიდე, პეტრე-ბატონო, სხვა გზა არ მაქვს...შორს გამიტყუა ნაწარმოებმა ფიქრით და მართლა ვეღარ ვუყრი აზრებს თავს... უხმოდ უნდა გავიდე, პეტრე-ბატონო, სხვა გზა არ მაქვს...შორს გამიტყუა ნაწარმოებმა ფიქრით და მართლა ვეღარ ვუყრი აზრებს თავს...
32. 5 ჩემგან პეტრეეე :) კარგად წერ შე მაგარო შენა !!! 5 ჩემგან პეტრეეე :) კარგად წერ შე მაგარო შენა !!!
31. ნუთუ ქართველნი! ნუთუ ქართველნი! ეჰ...
ღირსეულ ადამიანს ეძღვნება, ასეთივე ნაწარმოები. ისტორიული ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი თხრობის მანერით და საინტერესო ფრაზეოლოგიით. მიხარია, რომ ცდილობთ დავიწყებას არ მიეცეს არაერთი ძირძველი ქართული სიტყვა!..
ნუთუ ქართველნი! ნუთუ ქართველნი! ეჰ...
ღირსეულ ადამიანს ეძღვნება, ასეთივე ნაწარმოები. ისტორიული ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი თხრობის მანერით და საინტერესო ფრაზეოლოგიით. მიხარია, რომ ცდილობთ დავიწყებას არ მიეცეს არაერთი ძირძველი ქართული სიტყვა!..
30. – შენ გაიმარჯვე გალილეველო! – იწივლა ფიქრმა და ამ სიტყვას იტყვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, გონიდან გამომძვრალი ბარდღალა მრავალფეხა ჭიასავით გაქცეული ფიქრი... ჰო, სანამ თქვენნაირები არსებობენ, სანამ თქვენნაირები დააბიჯებენ დედამიწაზე, მანამდე იმარჯვებს გალილეველი... ღმერთმა გაგახაროთ... და კიდევ: ჩემთვის ეს სამყარო საქართველოდან იწყება... და თქვენი თხზულებები მარწმუნებს, რომ ასე იქნება უსასრულოდ, რომ საქართველო მარადიულია. გმადლობთ:) – შენ გაიმარჯვე გალილეველო! – იწივლა ფიქრმა და ამ სიტყვას იტყვის აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, გონიდან გამომძვრალი ბარდღალა მრავალფეხა ჭიასავით გაქცეული ფიქრი... ჰო, სანამ თქვენნაირები არსებობენ, სანამ თქვენნაირები დააბიჯებენ დედამიწაზე, მანამდე იმარჯვებს გალილეველი... ღმერთმა გაგახაროთ... და კიდევ: ჩემთვის ეს სამყარო საქართველოდან იწყება... და თქვენი თხზულებები მარწმუნებს, რომ ასე იქნება უსასრულოდ, რომ საქართველო მარადიულია. გმადლობთ:)
29. ბატონი პეტრე დღეს აღმომიჩნდა! ვაი, რომ... ბატონო პეტრე, ვაი, რომ... კარგა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს... კითხვისას ტექსტის უკანა ფონად გაგონილმა ამბებმა კინოკადრებად ჩამიქროლეს... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ოქროსმაძიებლის საცერში უამრავი წვრილ-წვრილი ქვიშის გატარების შემდეგ ვეებერთელა თვითნაბადი ოქროს ზოდი დარჩა... მივხვდი რა დაემართა ილტოსპირელს (ჩანაწერი #14) ამის წაკითხვის შემდეგ... ბატონი პეტრე დღეს აღმომიჩნდა! ვაი, რომ... ბატონო პეტრე, ვაი, რომ... კარგა ხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს... კითხვისას ტექსტის უკანა ფონად გაგონილმა ამბებმა კინოკადრებად ჩამიქროლეს... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ოქროსმაძიებლის საცერში უამრავი წვრილ-წვრილი ქვიშის გატარების შემდეგ ვეებერთელა თვითნაბადი ოქროს ზოდი დარჩა... მივხვდი რა დაემართა ილტოსპირელს (ჩანაწერი #14) ამის წაკითხვის შემდეგ...
28. raga davamato tqmuls... araCveulebrivi adamiani da prozaikosi xarT... raga davamato tqmuls... araCveulebrivi adamiani da prozaikosi xarT...
27. ბატონო პეტრე, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გადმოსცეს ადამიანის აღფრთოვანება, უღრმესი მადლობა თქვენ, ასეთი ყოვლად მშვენიერი ნაწარმოებისთვის, მე კიდევ ერთხელ განვიცადე იმ დიდი ხიბლის ძალა, რაც ამოუწურავად აქვს ქართულ ენასა და ქართულ სულს. თქვენი ”იავბერი” კიდევ ერთი დიდი დასტურია ქართული სულის გაუტეხლობისა, კიდევ ერთი საოცარი შედევრია ქართული ენის უბადლო სურნელისა და ძალისა; ყოველი ფრაზა, ყოველი ბგერა ქართული სულით არის გამსჭვალული, თქვენი სტილი ქართული ენის სრულყოფილებისა და ხიბლის განუმეორებელი არისტოკრატიზმია . ბატონო პეტრე, ზოგჯერ სიტყვები უძლურია გადმოსცეს ადამიანის აღფრთოვანება, უღრმესი მადლობა თქვენ, ასეთი ყოვლად მშვენიერი ნაწარმოებისთვის, მე კიდევ ერთხელ განვიცადე იმ დიდი ხიბლის ძალა, რაც ამოუწურავად აქვს ქართულ ენასა და ქართულ სულს. თქვენი ”იავბერი” კიდევ ერთი დიდი დასტურია ქართული სულის გაუტეხლობისა, კიდევ ერთი საოცარი შედევრია ქართული ენის უბადლო სურნელისა და ძალისა; ყოველი ფრაზა, ყოველი ბგერა ქართული სულით არის გამსჭვალული, თქვენი სტილი ქართული ენის სრულყოფილებისა და ხიბლის განუმეორებელი არისტოკრატიზმია .
26. აუ გენაცვალე პეტრე... არ ვიცი რა ვთქვა, ბევრი რამ ვისწავლე! მადლობა!
5 აუ გენაცვალე პეტრე... არ ვიცი რა ვთქვა, ბევრი რამ ვისწავლე! მადლობა!
5
25. მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა!!!555555555555555555 გაიხარე!!
მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა!!!555555555555555555 გაიხარე!!
24. ხორხში დამიგუბდა ისტორია ახლა, კარგა ხანია ასეთი რამ არ წამიკითხავს, სულის გაყინვიდან სულის გალღვობამდე ნაწერია და პირიქით, მადლობა, მადლობა და მადლობა. ხორხში დამიგუბდა ისტორია ახლა, კარგა ხანია ასეთი რამ არ წამიკითხავს, სულის გაყინვიდან სულის გალღვობამდე ნაწერია და პირიქით, მადლობა, მადლობა და მადლობა.
23. ..
ბერის სისხლის ხმა..
ძალიან კარგია! 5! ..
ბერის სისხლის ხმა..
ძალიან კარგია! 5!
22. ძალიან ძლიერი ნაწარმოებია... 5555555 ძალიან ძლიერი ნაწარმოებია... 5555555
21. დედა, 12 წლის ნინველი ბიჭის ზეცას მიბჯენილი ხმა, ნიკორწმინდის სიახლოვემ მოიტანა ჩემამდე... ვეძებ იავბერს, მინდა იქაურობას მივაშურო და ლანდი თუ არა, სუნთქვა მაინც ვიგრძნო, მკლავის მოჭრის დროს რომ ქონდა ისეთი...გავცდი აღმართებს, უკუნ სიბნელეში, ანთებული კელაპტარივით აღმართულ ტაძარში შევაღწიე და წმიდაო მღვდელმთავარო...შენს წინ დაჩოქილი იავბერი შევნიშნე, ტარიგად ქცეული... დედა, 12 წლის ნინველი ბიჭის ზეცას მიბჯენილი ხმა, ნიკორწმინდის სიახლოვემ მოიტანა ჩემამდე... ვეძებ იავბერს, მინდა იქაურობას მივაშურო და ლანდი თუ არა, სუნთქვა მაინც ვიგრძნო, მკლავის მოჭრის დროს რომ ქონდა ისეთი...გავცდი აღმართებს, უკუნ სიბნელეში, ანთებული კელაპტარივით აღმართულ ტაძარში შევაღწიე და წმიდაო მღვდელმთავარო...შენს წინ დაჩოქილი იავბერი შევნიშნე, ტარიგად ქცეული...
20. უკომენტაროდ, და ჩემი მოკრძალლებული 2 ქულა უკომენტაროდ, და ჩემი მოკრძალლებული 2 ქულა
19. ყველა სიტყვას ქართული სუნი ასდის და ერთად ახალგამომცხვარი სებისკვერის(ამაზე სასიამოვნო სურნელი არ არსებობს(ჩემი აზრით)) სურნელებას მაგონებს. წავიკითხე და ამეტირა, (ვერც ვმალავ ემოციას) მაგრამ ამ ტირილის დროს რაღაც ძალა ხარხარს მკარნახობდა, დიდი სიხარულისაგან, რომელიც იმ სიხარულს ნიშნავს, როცა კი არ ხედავ და კითხულობ, არამედ გრძნობ ნაწარმოებს და ავტორის დიდ სულს და რომ დღეს საქართველოს ყავს უიშვიათესთაგან ერთ-ერთი(თუ არა ერთადერთი!!!) მათაგანი რომელსაც შეუძლია წეროს მაღალ სულიერ პრინციპებზე და მას, მისი მაღალი სულიერება და სულიერი განათლება აძლევს ამის სრულ უფლებას!
ქედს ვიხრი კიდევ ერთხელ პეტრებატონო თქვენი კალმისა და ბუმბერაზი სულის წინაშე და როგორც მამას ჩაეკვრება პატარა ბალღი, იცის რომ იგი მისი მფარველია და ყველგან და ყოველთვის დაიცავს როგორც ხორციელი მამა ისე ჩაგეკვრებით მაგ დიდ გულში და გეტყვით რომ თქვენ სა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ჭ ი რ დ ე ბ ი თ!!! და მე მიხარიხართ!
მეც ასე დავასრულებ: „ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“
გიორგი გაბაიძე
ყველა სიტყვას ქართული სუნი ასდის და ერთად ახალგამომცხვარი სებისკვერის(ამაზე სასიამოვნო სურნელი არ არსებობს(ჩემი აზრით)) სურნელებას მაგონებს. წავიკითხე და ამეტირა, (ვერც ვმალავ ემოციას) მაგრამ ამ ტირილის დროს რაღაც ძალა ხარხარს მკარნახობდა, დიდი სიხარულისაგან, რომელიც იმ სიხარულს ნიშნავს, როცა კი არ ხედავ და კითხულობ, არამედ გრძნობ ნაწარმოებს და ავტორის დიდ სულს და რომ დღეს საქართველოს ყავს უიშვიათესთაგან ერთ-ერთი(თუ არა ერთადერთი!!!) მათაგანი რომელსაც შეუძლია წეროს მაღალ სულიერ პრინციპებზე და მას, მისი მაღალი სულიერება და სულიერი განათლება აძლევს ამის სრულ უფლებას!
ქედს ვიხრი კიდევ ერთხელ პეტრებატონო თქვენი კალმისა და ბუმბერაზი სულის წინაშე და როგორც მამას ჩაეკვრება პატარა ბალღი, იცის რომ იგი მისი მფარველია და ყველგან და ყოველთვის დაიცავს როგორც ხორციელი მამა ისე ჩაგეკვრებით მაგ დიდ გულში და გეტყვით რომ თქვენ სა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ჭ ი რ დ ე ბ ი თ!!! და მე მიხარიხართ!
მეც ასე დავასრულებ: „ნუ ამას ეძიებ მკითხველო თუ ვით არ იქმნებოდა ესე, არამედ იმას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამით მიერ!“
გიორგი გაბაიძე
18. უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დაართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც! ამატირეთ ამ დილადრიან, რა კარგად წერთ. გმადლობთ. უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დაართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც! ამატირეთ ამ დილადრიან, რა კარგად წერთ. გმადლობთ.
17. კარგია აი ძალიან კარგი +2 კარგია აი ძალიან კარგი +2
16. საინტერესო თხრობა გაქვთ! თანამედროვეობისთვის მეტად უჩვეულო ენით წერთ, რაც ძალიან მომწონს! ჩემი დიდი მოწიწება თემას და აღფრთოვანება ნაწარმოებს და ავტორსაც! გაიხარეთ!
საინტერესო თხრობა გაქვთ! თანამედროვეობისთვის მეტად უჩვეულო ენით წერთ, რაც ძალიან მომწონს! ჩემი დიდი მოწიწება თემას და აღფრთოვანება ნაწარმოებს და ავტორსაც! გაიხარეთ!
15. სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძვრესო ეგ გამახსენდა სანამ პეტრე მოვიდა პავლეს ტყავი გააძვრესო ეგ გამახსენდა
13. "ნაღვლის სიმყრალის სუნია იავბერო ტაძრის ეზოში და ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლთა! და ნურცა დაუფენთ მარგალიტს ღორთა! –"
"გულში თუ შედიხარ ფიქრად შემსვლელო? – არ გასცა ხმა გონში შემძვრალმა ფიქრმა... – გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის. – გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში!"
რა უნდა ვუთხრა მე ამის დამწერს ?-გარდა იმის რომ შენნაირი პროზაიკოსი არაა საიტზე.. ერთია კიდევ. შენ ახლა ჩემს თცვალწინ გააცოცხლე საქართველოს არც თუ ისე შორეული წარსული, შესანიშნავი მხატრული ენით 5555555555
"ნაღვლის სიმყრალის სუნია იავბერო ტაძრის ეზოში და ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლთა! და ნურცა დაუფენთ მარგალიტს ღორთა! –"
"გულში თუ შედიხარ ფიქრად შემსვლელო? – არ გასცა ხმა გონში შემძვრალმა ფიქრმა... – გულში შედიხარ? – გაუმეორა იავბერმა. არ პასუხობდა ფიქრი, გაზაფხულის წვიმის ლანქერივით მოვარდნილი და აღარ იყო შიში, ზაფხულში წალანქერვისა, და არც მისი მდინარის დივილნი ლოდნაროვანსა კალაპოტს შორის. – გულშია ღმერთი! იმიტომ ვერ შეხვალ ფიქრო ბოროტო!! – ...და იყო ნათელი იავბერისთვის, რომ კაცის გულშია სამოთხე მისი და ჯოჯოხეთი ორი მტკაველით იქვეა შენში!"
რა უნდა ვუთხრა მე ამის დამწერს ?-გარდა იმის რომ შენნაირი პროზაიკოსი არაა საიტზე.. ერთია კიდევ. შენ ახლა ჩემს თცვალწინ გააცოცხლე საქართველოს არც თუ ისე შორეული წარსული, შესანიშნავი მხატრული ენით 5555555555
12. უძლიერესია პეტრე///ყველა ასპექტით///მადლობა ასეთი მშვენიერი პროზისთვის////// უძლიერესია პეტრე///ყველა ასპექტით///მადლობა ასეთი მშვენიერი პროზისთვის//////
11. – უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დაართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც!
:)
დედას უკანით მიმდევარი კუდბაწარა ყმასავით გაუყვა იავბერი ბინდბანდათ გამოჩენილ დილის სინათლეზე, ტაძრისკენ მიმავალ ბედიცხოველ გზას.
ძალიან კარგია :) – უგულოდ ფიქრი ხარის წველას გავს! და კაცი უღმერთოდ თავისუფალი, დედას ვერ არჩევს მისას როგორც ცხოველი!! წყეულიმც იყოს ვინც აცდუნოს ბრმაი გზასა!! როცა ნარს მოსპობ და დაართავ ვინს, მაშინ ცოდნა ცოდვად გამოვა.მყრალ ჭურჭელში ჩასხმული მირონიც კი ცუდ სუნს მიიღებს მისგან! უღმერთოდ ცუდად მხმარებელი მეცნიერებისა, გარყვნის თავსაც და სხვასაც!
:)
დედას უკანით მიმდევარი კუდბაწარა ყმასავით გაუყვა იავბერი ბინდბანდათ გამოჩენილ დილის სინათლეზე, ტაძრისკენ მიმავალ ბედიცხოველ გზას.
ძალიან კარგია :)
10. ყველანაირად ძლიერია, ტემით , თხრობით , ლექსიკიტ, რავიცი , ძალიან:) ყველანაირად ძლიერია, ტემით , თხრობით , ლექსიკიტ, რავიცი , ძალიან:)
9. მშვენიერი, ავტორს რომ ეკადრება ისეთი ნაწარმოები. ერთ-ორჯერ შეიძლება ოდნავ ზედმეტად არქაული მეჩვენა თხრობა, მაგრამ მდიდარმა ლექსიკამ დიდებულად გადაჰფარა, ეს თითქოს და "ნაკლი". მშვენიერი, ავტორს რომ ეკადრება ისეთი ნაწარმოები. ერთ-ორჯერ შეიძლება ოდნავ ზედმეტად არქაული მეჩვენა თხრობა, მაგრამ მდიდარმა ლექსიკამ დიდებულად გადაჰფარა, ეს თითქოს და "ნაკლი".
7. და ვინა სთქვა: საქართველოს მორწმუნენი დაჰკლებიათო? ჩემი მოკრძალებული მოწონება ჯერ ნაწარმოებს და შემდეგ ავტორს!!! პეტრე საუცხოოოოოაააა!!! გაიხარე შენა!!! და ვინა სთქვა: საქართველოს მორწმუნენი დაჰკლებიათო? ჩემი მოკრძალებული მოწონება ჯერ ნაწარმოებს და შემდეგ ავტორს!!! პეტრე საუცხოოოოოაააა!!! გაიხარე შენა!!!
6. უდიდესად დიდი კაცი ხარ ბატონო პეტრე ! თქვენ გაიხარეთ !
5 უდიდესად დიდი კაცი ხარ ბატონო პეტრე ! თქვენ გაიხარეთ !
5
5. აქ შევჩერდი, თორემ მთელი ნაწარმოების დაკოპირება მიწევს! :) კიდევ ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო! აქ შევჩერდი, თორემ მთელი ნაწარმოების დაკოპირება მიწევს! :) კიდევ ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!
4. "ზნეთსწავლებისა წიგნის „ვეფხის ტყაოსნის“ პატრონნი! " აქაც! "ზნეთსწავლებისა წიგნის „ვეფხის ტყაოსნის“ პატრონნი! " აქაც!
3. "სამარტოო ოთახიდან რონინით გამოვიდა იავბერი, ისედაც მარტო დარჩენილი," აქ მეორე ბრავო! "სამარტოო ოთახიდან რონინით გამოვიდა იავბერი, ისედაც მარტო დარჩენილი," აქ მეორე ბრავო!
2. "იგრიკის თვემ აჯობა ვარდობისას" და დავფიქრდი რითი შეიძლება ეჯობნა-მეთქი!~ პირველი ბრავოოოოოოოოო! "იგრიკის თვემ აჯობა ვარდობისას" და დავფიქრდი რითი შეიძლება ეჯობნა-მეთქი!~ პირველი ბრავოოოოოოოოო!
1. ბრავო პეტრეეეეეეეეე! პირველი მაინც მე ვარ! ;) გენიოსი ხარ! სათავფურცლე შედევრია! ახლა მეორედ უნდა დავუბრუნდე და შთაბეჭდილებებს დაწვრილებით გაგაცნობ! ბრავო პეტრეეეეეეეეე! პირველი მაინც მე ვარ! ;) გენიოსი ხარ! სათავფურცლე შედევრია! ახლა მეორედ უნდა დავუბრუნდე და შთაბეჭდილებებს დაწვრილებით გაგაცნობ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|