ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


შემოვრჩი კოცონს

შემოვრჩი კოცონს, გადნა ღამე მარიამობის,
ტაბაკონაზე კაჟის ქვები დახრეს ჭინკებმა,
ბავშვობა სადღაც ზღვის ნაპირას გარბი-გამორბის,
სულში კი უკვე შემოდგომის სევდა იყრება.

რა გთხოვო, ღმერთო, ერთი შვილი, ხუჭუჭთმიანი,
და ერთი ქოხი შუქურასთან, თუნდაც ბამბუკის,
მე დედაჩემის წიფლის ფანდურს ავახმიანებ,
და წიფლისავე ჩრდილში გამშრალს - მოვწევ თამბაქოს...

არ ვიცი, ღმერთო, რანაირად შემოვრჩი კოცონს,
როგორ არ ჩაქრა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს