 | ავტორი: რაშიდ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 ივნისი, 2010 |
უკავშირდება თუ არა გლობალიზაცია დემოკრატიზაციას? თუ მხედველობაში მივიღებთ არსებულ მოსაზრებას, დემოკრატიის, როგორც უნივერსალური ღირებულების აქტუალიზაციის შესახებ, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, ამ ორი, ასრობრივად თითქოს დამოუკიდებელი პროცესის შესახებ. ბუნებრივი გლობალიზაცია, რომელიც შეუქცევადი პროცესია და კომუნიკაციის საშუალებების გაღრმავებასთან ერთად სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შექმნის" თავის "პროდუქტს", ანუ როგორც ერთ-ერთი მეცნიერი წერს "გლობალიზაცია მალე გადააქცევს მსოფლიოს ერთ დიდ დიუთი ფრი მაღაზიად" მაგრამ მეორე პროცესი ფსევდო, ე.წ ხელოვნური გლობალიზაცია ერთი ქვყნის, დროის მოცემული კონტექსტისთვის, აშშ -ს ეროვნული ინტერესების გაგრძელებაა. ვეცდები განვმარტო და შეძლებისდაგვარად დავასაბუთო ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები. ცალსახაა და ყველასათვის ცნობილი ათწლეულების მანძილზე, ფედერალური მთავრობის ფუქციები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შიდა ეროვნული განვითარების სტრუქტურიზაციით, დემოკრატიის "უნივერსალურობა" და ის რომ, დემოკრატია თითქმის ყველასთვის სასურველი მმართველობის ფორმაა (მეოცე საუკუნის დასაწყისიდან), რეალური საბაბი გახდა ცალკეული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში ჩარევისათვის, "ამერიკელები საუბრობენ დემოკრატიაზე, მაგრამ არ ფიქრობენ გვჭირდებ ის ჩვენ?" - კითხულობს ერთი მეცნიერი, თუმცა შეკითხვის ამგვარი ფორმულირება დამატებითი სტიმულია აზროვნების პოლარიზაციისთვის, რადგან დემოკრატების არგუმენტები როგორც წესი, თვისობრივად აღემატება, თუნდაც საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნველი ავტორიტარის შეხედულებათა ლოგიკას. შესაბამისად დემოკრატიზაციის ნიღბით ქვეყნების ექსპანსია "მომგებიანი" საქმიანობაა. დაუსრულებელი კამპანია ერაყში, განახლებული ბრძოლები ავღანეთში და დახარჯული მილიარდები მრავალ შეკითხვას აჩენს, რომ გადავხედოდ ამერიკის ბიუჯეტს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ადვილად შევამჩნევთ, რამდენად აღემატება ტერორიზმთან ბრძოლის კამპანიისათვის გამოყოფილი სახსრები, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ასპექტს როგორიცაა დაავადებებთან ბრძოლა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ტერორიზმის მსხვერპლთა რიცხვი, მიზერულია ვთქვათ, კიბოთი გარდაცვლილთა სტატისტიკურ მანჩვენებლებთან შედარებით. დემოკრატია თავისთავად დადებითი ღირებულებაა, თუმცა როგორ სრულდება თავსმოხვეული დემოკრატიები, ამის არაერთი უარყოფითი მაგალითი გვაქვს (არ ვგულისხმობ ფასადურ დემოკრატიებს). დემოკრატიზაციას თითქმის პარალელურ რეჟიმში მიყვება (ხშირ შემთხვევაში უსწრებს) ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ბაზრის გათავისუფლება კი პირდაპირ განაპირობებს გლობალურ ინვესტიციებს, ანუ გლობალიზმი ეკონომიკაში, კარგად ერთვება დემოკრატიზაციის ფერხულში, მაინც რატომ არის "ცუდი" ეკონომიკის გლობალიზმი? ან რა როლი ენიჭება ამერიკის შეერთებულ შტატებს აღნიშნულ მოვლენებში? პასუხი მარტივია, ტრანსნაციონალური კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკულ კაპიტალზეა აგებული და რა შანსი აქვს განვითარებადი ქვეყნების მცირე საბაზრო ეკონომიკას გიგანტებთან ჭიდილში, თავად განსაჯეთ. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში ამერიკული "იუნაითიდ ფრუთ კომპანის" მიერ სამხრეთ ამერიკის ხილის ბიზნესის სრული ექსპანსია, რამაც ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა თითქმის სიკვდილის პირას მიიყვანა. (საილუსტრაციოთ გამოგვადგება უინსტონ გრუმის პასაჟი ნაწარმოებიდან "ფორესტ გამპი" სადაც ფორესტი საუბრობს როგორ გაჭყლიტა მამა "united fruit" -ის ბანანის კონტეინერმა. თავად წიგნი ამერიკის საბრძოლო კამპანიების და ფსევდო ღირებულებების გაქილიკების შესანიშნავი ნიმუშია) ანტიგლობალისტური მოძრაობები, ნაციონალიზმის გაღვივება აღნიშნული პროცესების საწინააღმდეგოდ, ხშირად განიხილება, როგორც საზოგადოების შინაგანი შიში, ეროვნულ-კულტურული ღირებულელების დაკარგვისა, თუმცა ჩვენი აზრით, ამგვარი მიდგომა უფრო რომანტიკულია ვიდრე პრაქტიკული, შესაძლოა გლობალიზაცია მართლაც ახდენს გავლენას გარკვეული სახით, ამა-თუ იმ ქვეყნის ყოფიერებაზე, მაგრამ არა იდენად, რომ საბოლოო გადაგვარებამდე მიყვანოს მოცემული კულტურა, თუ რასაკვირველია, თავად საზოგადოებას არ სურს ეს. პროტესტის ძირითადი მაპროვოცირებელი, ეკონომიკური გლობალიზმია, ტრანსნაციონალური კომპანიის ეროვნულ ბაზარზე შესვლა (უხეში ეკონომმიკური ჩარევა), დიდი ალბათობით იწვევს ადგილობრივი, შედარებით სუსტი კომპანიების კვდომას, შესაბამისად იკარგება სამუშაო ადგილები, ასეც რომ არ მოხდეს, სიტუაციას უცხო ხელი მართავს, რაც თავისთავად არ არის სასურველი, დასაქმებული მოსახლეობისათვის. თუ განვითარებულ ქვეყნებში პრობლემა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პროფკავშირების დონეზე , კარგად ორგანიზებული აქციებითა და უფლებათა დამცველი საზოგადოებების გააქტიურებით წყდება, განვითარებად ქვეყნებში, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მესამე სამყაროს ქვეყნები რომლებიც გამოირჩევიან იაფი მუშახელის სიმრავლით გლობალიზაციის აქტორებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაშიც კი, ისინი ვერ ახერხებენ "ყველა ქვეყნის პროლეტარების" დარაზმვას, თანადროული პროტესტისათვის, შესაბამისად ორგანიზებული უკმაყოფილება იძენს ეროვნულ ხასიათს, რაც შემდგომში ნაციონალიზმის გაღვივების საუკეთესო საშუალებაა (მაგ. წარმოუდგენელია ერთდროულად გაიფიცონ კამბოჯის, ვიეტნამისა და კუბის მაცხოვრებლები, ვთქვათ, კოკა-კოლის წარმოების წინააღმდეგ). მსოფლიოს დემოკრატიული განვითარება გლობალიზაციის ფონზე, წარმატებულად განხორციელებულ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე მოცემულ დროსა და სივრცეში გამოწვეულ კანონზომიერებას, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს, ცნებების განსაზღვრისას, აუცილებელია ძირეული ნიშნების წინა პლანზე წამოწევა, საჭირო კითხვების დასმა და პროცესების ანალიტიკური შეფასებისათვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. დიახ, კარგად წერ და ძალიან კარგად აზროვნებ. დიახ, კარგად წერ და ძალიან კარგად აზროვნებ.
10. საინტერესო და საჭირბოროტო საკითხია...... კარგად წერ....:) საინტერესო და საჭირბოროტო საკითხია...... კარგად წერ....:)
9. რა ჰქვია და: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი!!! ეგრეა ეგ ამბავი!!! გაიხარე შენა!!! გიგო. 2010-06-16 18:11:58
ხოდა ეგ პროგრესი რას იწვევს? - გლობალიზაციას :)) რა ჰქვია და: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი!!! ეგრეა ეგ ამბავი!!! გაიხარე შენა!!! გიგო. 2010-06-16 18:11:58
ხოდა ეგ პროგრესი რას იწვევს? - გლობალიზაციას :))
8. "როგორ არის გლობალიზაცია ყურით მოთრეული, აქედან ჩინეთში რომ ადამიანებს ელაპარაკები, მსოფლიოს ჩემპიონატს სახლში უყურებ და პარალელურად ამერიკაში რაღაც ნივთს ყიდულობ, - ამას რა ჰქვია?"
რა ჰქვია და: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი!!! ეგრეა ეგ ამბავი!!! ;) :)) გაიხარე შენა!!! "როგორ არის გლობალიზაცია ყურით მოთრეული, აქედან ჩინეთში რომ ადამიანებს ელაპარაკები, მსოფლიოს ჩემპიონატს სახლში უყურებ და პარალელურად ამერიკაში რაღაც ნივთს ყიდულობ, - ამას რა ჰქვია?"
რა ჰქვია და: მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი!!! ეგრეა ეგ ამბავი!!! ;) :)) გაიხარე შენა!!!
7. "ამერიკელები საუბრობენ დემოკრატიაზე, მაგრამ არ ფიქრობენ გვჭირდებ ის ჩვენ?"- დიახ,ასეა!
და ყველაზე მაგარ პრიკოლი იცი სადაა? ბობ გელდოფი G8-ს როკ კონცერტს რომ მართავს ხოლმე, ვითომდა მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი დახმარების გასაწევად... ამაზე მეტი ირონია არ მინახავს. რადგან სწორედ G8-ს, გლობალისტების დამსახურებაა ის რომ ის ქვეყნები მესამე სამყაროს განეკუთვნება... "ამერიკელები საუბრობენ დემოკრატიაზე, მაგრამ არ ფიქრობენ გვჭირდებ ის ჩვენ?"- დიახ,ასეა!
და ყველაზე მაგარ პრიკოლი იცი სადაა? ბობ გელდოფი G8-ს როკ კონცერტს რომ მართავს ხოლმე, ვითომდა მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი დახმარების გასაწევად... ამაზე მეტი ირონია არ მინახავს. რადგან სწორედ G8-ს, გლობალისტების დამსახურებაა ის რომ ის ქვეყნები მესამე სამყაროს განეკუთვნება...
6. როგორ არ მეუბნება, განა წინააღმდეგობაში მოვდივარ შენთან, გეთანხმები. რასაც შენ ამბობ კომენტარში ეგ სხვაა.. და ვიცი ეგ მე. ალბათ მე ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი დალაგებულად. წუხელ საშინელ დღეში გახლდით. დღე კიდევ ცოტა მოვედი აზრზე, როგორც ვფიქრობ... :) ;) :) ახლა რაც შეეხება გლობალიაზაციას. აქ როგორც ვხედავ მე სულ სხვა რა მითქვამს. შენს პუბლიკაციაში კი მსჟელობა სხვა მიმართულებით ვითარდება და ძალზედ საინტერესოდ. მე დავძენ მანდ თუ რატომ არის ის ჩემთვის ყურით მოთრეული და რატომ სპეკულირებს ყველა ამ ტერმინით, ძირითადად კი პოლიტიკოსები და ა.შ....
გაიხარე შენა!!! :) როგორ არ მეუბნება, განა წინააღმდეგობაში მოვდივარ შენთან, გეთანხმები. რასაც შენ ამბობ კომენტარში ეგ სხვაა.. და ვიცი ეგ მე. ალბათ მე ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი დალაგებულად. წუხელ საშინელ დღეში გახლდით. დღე კიდევ ცოტა მოვედი აზრზე, როგორც ვფიქრობ... :) ;) :) ახლა რაც შეეხება გლობალიაზაციას. აქ როგორც ვხედავ მე სულ სხვა რა მითქვამს. შენს პუბლიკაციაში კი მსჟელობა სხვა მიმართულებით ვითარდება და ძალზედ საინტერესოდ. მე დავძენ მანდ თუ რატომ არის ის ჩემთვის ყურით მოთრეული და რატომ სპეკულირებს ყველა ამ ტერმინით, ძირითადად კი პოლიტიკოსები და ა.შ....
გაიხარე შენა!!! :)
5. 3. მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: - რატომ გააუქმა რუზველტმა (თუ არ ვცდები გვარში) მსოფლიო ბანკი? და ამის შემდეგ რატომ აყვავდა ამერიკის შეერთებული შტატები? თან უპირობოდ დაისახა მიზნად სოფლის მეორნეობის აყვავება... ჩვენში კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს მხოლოდ წლიურ სახელფასო განაკვეთს სამინისტროს თანამშრომლებისთვის. გამეცით პასუხი და მერე განვაგრძობ საუბარს!!!
გაიხარე შენა წერილისთვის!!! გიგო. 2010-06-16 03:16:45
გიგო, რუზველტი მსოფლიო ბანკს როგორ გააუქმებდა? ამერიკა რატომ აყვავდა გითხრა? ზუსტად რუზველტმა მოაწერა ფედერალური საცავის ავტონომიურობას ხელი და თითქმის ყველა ბერკეტი ბენკირებს გადასცა, შესაამისად გარკვეული თანხები მიიღო და განახორციელა რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ დიდი დეპრესიის წინ ჰქონდა მომზადებული ცხონებულ როკფელერს. ყოველივე ამის შემდეგ გახდა რა ფედერალური საცავი ამერიკის ეკონომიკის (და პოლიტიკის) მთავარი მოთამაშე, აუცილებელი გახდა მოქმედების არეალის გაზრდა, ამიტომ შეიქმნა მსოფლიო ბანკი, რომლის საშუალებითაც ხდება მთელი მსოფლიოს მუდმივი "დავალიანების" მდოგომარეობაში ყოფნა, ამერიკის ხელისუფლება კი დამსჯელი რაზმის როლს ასრულებს, ახალი ამბავია რომ ამერიკაში ის კანდიდატი იმარჯვებს ვისაც ოლიგარქებისგან მეტი თანხის აღება შეუძლია? თუნდაც ბოლო სკანდალი, ბიპი სა და ჯორჯ ბუშს შორის არაფერს გეუბნება ?
რაც შეეხება ბოლო კომენტარს,
როგორ არის გლობალიზაცია ყურით მოთრეული, აქედან ჩინეთში რომ ადამიანებს ელაპარაკები, მსოფლიოს ჩემპიონატს სახლში უყურებ და პარალელურად ამერიკაში რაღაც ნივთს ყიდულობ, - ამას რა ჰქვია?
დაკნინება და გათახსირება საერთოდ რა შუაში იყო ვერ მივხვდი, აქ უბრალოდ გლობალიზაციისა და დემოკრატიზაცის დამაკავშირებელი ხაზის ანალიზი მინდოდა გამეკეთებინა. 3. მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: - რატომ გააუქმა რუზველტმა (თუ არ ვცდები გვარში) მსოფლიო ბანკი? და ამის შემდეგ რატომ აყვავდა ამერიკის შეერთებული შტატები? თან უპირობოდ დაისახა მიზნად სოფლის მეორნეობის აყვავება... ჩვენში კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს მხოლოდ წლიურ სახელფასო განაკვეთს სამინისტროს თანამშრომლებისთვის. გამეცით პასუხი და მერე განვაგრძობ საუბარს!!!
გაიხარე შენა წერილისთვის!!! გიგო. 2010-06-16 03:16:45
გიგო, რუზველტი მსოფლიო ბანკს როგორ გააუქმებდა? ამერიკა რატომ აყვავდა გითხრა? ზუსტად რუზველტმა მოაწერა ფედერალური საცავის ავტონომიურობას ხელი და თითქმის ყველა ბერკეტი ბენკირებს გადასცა, შესაამისად გარკვეული თანხები მიიღო და განახორციელა რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ დიდი დეპრესიის წინ ჰქონდა მომზადებული ცხონებულ როკფელერს. ყოველივე ამის შემდეგ გახდა რა ფედერალური საცავი ამერიკის ეკონომიკის (და პოლიტიკის) მთავარი მოთამაშე, აუცილებელი გახდა მოქმედების არეალის გაზრდა, ამიტომ შეიქმნა მსოფლიო ბანკი, რომლის საშუალებითაც ხდება მთელი მსოფლიოს მუდმივი "დავალიანების" მდოგომარეობაში ყოფნა, ამერიკის ხელისუფლება კი დამსჯელი რაზმის როლს ასრულებს, ახალი ამბავია რომ ამერიკაში ის კანდიდატი იმარჯვებს ვისაც ოლიგარქებისგან მეტი თანხის აღება შეუძლია? თუნდაც ბოლო სკანდალი, ბიპი სა და ჯორჯ ბუშს შორის არაფერს გეუბნება ?
რაც შეეხება ბოლო კომენტარს,
როგორ არის გლობალიზაცია ყურით მოთრეული, აქედან ჩინეთში რომ ადამიანებს ელაპარაკები, მსოფლიოს ჩემპიონატს სახლში უყურებ და პარალელურად ამერიკაში რაღაც ნივთს ყიდულობ, - ამას რა ჰქვია?
დაკნინება და გათახსირება საერთოდ რა შუაში იყო ვერ მივხვდი, აქ უბრალოდ გლობალიზაციისა და დემოკრატიზაცის დამაკავშირებელი ხაზის ანალიზი მინდოდა გამეკეთებინა.
4. გლობალიზაცია კი მერე!!! და საერთოდ ყურით მოთრეული თემაა, რადგან ყველა, დღეს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას. არადა ელემენტარულია ყველაფერი!!! დავაკნინოოოოოოოოოოოთ, გავათახსიროოოოოთ, გავყრვნაააააააააათ, დავშალოოოოოოოოოოთ მარტივ მამარავლებად და ა.შ... ის სახელმწიფონი, რომლებიც ერს წარმოადგენენ, ასევე საკუთარი ენა, დამწერლობა აქვთ და არა პატარები არიან ტერიტორიით.........
მე მაპატიეთ სიმართლისთვის!!! გლობალიზაცია კი მერე!!! და საერთოდ ყურით მოთრეული თემაა, რადგან ყველა, დღეს, ამაზე ამახვილებს ყურადღებას. არადა ელემენტარულია ყველაფერი!!! დავაკნინოოოოოოოოოოოთ, გავათახსიროოოოოთ, გავყრვნაააააააააათ, დავშალოოოოოოოოოოთ მარტივ მამარავლებად და ა.შ... ის სახელმწიფონი, რომლებიც ერს წარმოადგენენ, ასევე საკუთარი ენა, დამწერლობა აქვთ და არა პატარები არიან ტერიტორიით.........
მე მაპატიეთ სიმართლისთვის!!!
3. მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: - რატომ გააუქმა რუზველტმა (თუ არ ვცდები გვარში) მსოფლიო ბანკი? და ამის შემდეგ რატომ აყვავდა ამერიკის შეერთებული შტატები? თან უპირობოდ დაისახა მიზნად სოფლის მეორნეობის აყვავება... ჩვენში კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს მხოლოდ წლიურ სახელფასო განაკვეთს სამინისტროს თანამშრომლებისთვის. გამეცით პასუხი და მერე განვაგრძობ საუბარს!!!
გაიხარე შენა წერილისთვის!!! მხოლოდ ერთ კითხვას ვსვამ: - რატომ გააუქმა რუზველტმა (თუ არ ვცდები გვარში) მსოფლიო ბანკი? და ამის შემდეგ რატომ აყვავდა ამერიკის შეერთებული შტატები? თან უპირობოდ დაისახა მიზნად სოფლის მეორნეობის აყვავება... ჩვენში კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს მხოლოდ წლიურ სახელფასო განაკვეთს სამინისტროს თანამშრომლებისთვის. გამეცით პასუხი და მერე განვაგრძობ საუბარს!!!
გაიხარე შენა წერილისთვის!!!
2. საინტერესო წერილია ზუსტი დასკვნით: "მსოფლიოს დემოკრატიული განვითარება გლობალიზაციის ფონზე, წარმატებულად განხორციელებულ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე მოცემულ დროსა და სივრცეში გამოწვეულ კანონზომიერებას, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს, ცნებების განსაზღვრისას,"
5555555 საინტერესო წერილია ზუსტი დასკვნით: "მსოფლიოს დემოკრატიული განვითარება გლობალიზაციის ფონზე, წარმატებულად განხორციელებულ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე მოცემულ დროსა და სივრცეში გამოწვეულ კანონზომიერებას, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გვმართებს, ცნებების განსაზღვრისას,"
5555555
1. მსოფლიოს დემოკრატიული განვითარება გლობალიზაციის ფონზე, წარმატებულად განხორციელებულ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე მოცემულ დროსა და სივრცეში გამოწვეულ კანონზომიერებას
გეთანხმებით, თუმცა, მისი საბოლოო შედეგი, ჯერ არ დამდგარა და დასკვნების გაკეთება ვარაუდების იქით შეუძლებელია. როგორც ამბობენ, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი... კანონზოიერებას წინ ვერაფერი რომ დაუდგება, ამაზე სამყაროს არსებობის ისტორია თავად მეტყველებს მსოფლიოს დემოკრატიული განვითარება გლობალიზაციის ფონზე, წარმატებულად განხორციელებულ გეგმას უფრო ჰგავს, ვიდრე მოცემულ დროსა და სივრცეში გამოწვეულ კანონზომიერებას
გეთანხმებით, თუმცა, მისი საბოლოო შედეგი, ჯერ არ დამდგარა და დასკვნების გაკეთება ვარაუდების იქით შეუძლებელია. როგორც ამბობენ, დიდი დრო აღარ არის დარჩენილი... კანონზოიერებას წინ ვერაფერი რომ დაუდგება, ამაზე სამყაროს არსებობის ისტორია თავად მეტყველებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|