 | ავტორი: ია-ია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ივნისი, 2010 |
ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება!
ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას თქვი, ყველაფერი კარგად იქნება!
რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები შენი სიცოცხლის წუთი ითვლება რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება; ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია, რაც გადაგარჩენს, თქვი: ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია თავშეკავება ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება, როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. ძილის წინ ლოცვასავით ჩავიკითხე ახლა და წავედი..
აღარაფერს წავიკითხავ დღეს! ძილის წინ ლოცვასავით ჩავიკითხე ახლა და წავედი..
აღარაფერს წავიკითხავ დღეს!
51. სულ სხვადასხვა სტილში წერ ია. ამას ახლა არ ველოდი - ძალიან მართალი და ოპტიმისტური განწობის ლექსია. ვისაც არ სჯერა, რომ "ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", გაგვატარონ:) ))))) სულ სხვადასხვა სტილში წერ ია. ამას ახლა არ ველოდი - ძალიან მართალი და ოპტიმისტური განწობის ლექსია. ვისაც არ სჯერა, რომ "ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება", გაგვატარონ:) )))))
50. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ,,პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი" როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ,,პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი"
49. მეც ვიცოდი ეს ლექსი... სიმშვიდე ნამდვილად მოაქვს... გმადლობ.... მეც ვიცოდი ეს ლექსი... სიმშვიდე ნამდვილად მოაქვს... გმადლობ....
48. ახლა გამახსენდა, ეს ლექსი არაა პატრიარქის და არც მამა გიორგის და არავის სასულიერო პირებიდან. ვის დასჭირდა ასეთი პროპაგანდა არ ვიცი მაგრამ ასეა. როგორც ლექსი ოპტიმისტურია მაგრამ პროპაგანდაა... ალბათ ავტორს უნდოდა ლექსის პოპულარიზაცია და ამიტომ გააკეთა ასე. ახლა გამახსენდა, ეს ლექსი არაა პატრიარქის და არც მამა გიორგის და არავის სასულიერო პირებიდან. ვის დასჭირდა ასეთი პროპაგანდა არ ვიცი მაგრამ ასეა. როგორც ლექსი ოპტიმისტურია მაგრამ პროპაგანდაა... ალბათ ავტორს უნდოდა ლექსის პოპულარიზაცია და ამიტომ გააკეთა ასე.
47. კარგია ოპტიმისტობა. ყველაფერი კარგად იქნება!!! კარგია ოპტიმისტობა. ყველაფერი კარგად იქნება!!!
46. დიდი მადლობა გიოს :) :-* ვერავისგან გავიგე ჭეშმარიტი პასუხი ამ ლექსზე :) გფარავდეს! დიდი მადლობა გიოს :) :-* ვერავისგან გავიგე ჭეშმარიტი პასუხი ამ ლექსზე :) გფარავდეს!
45. ავტორი - მამა გიორგი(ბოტკოველი) პატრიარქის კორექტირება იყო უბრალოდ...
ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება! ავტორი - მამა გიორგი(ბოტკოველი) პატრიარქის კორექტირება იყო უბრალოდ...
ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
44. ჰო ...
მჭირდებოდა ეს ლექსი .. :) :-* ჰო ...
მჭირდებოდა ეს ლექსი .. :) :-*
43. ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება! ნუ დაეცემი, სულს ნუ იტანჯავ, ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
41. ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!
გაიხარე ია :-* გულთბილი მოკითხვა გუკასგან :) ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება; ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!
გაიხარე ია :-* გულთბილი მოკითხვა გუკასგან :)
40. :) :) ლექსი ნამდვილად მომეწონა :)
მოგკითხეთ,ია-ია :-*:-* :) :) ლექსი ნამდვილად მომეწონა :)
მოგკითხეთ,ია-ია :-*:-*
38. თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება; ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
მშვენიერი ქართული ლექსია, ავტორს წარმატებები. თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს, შენსკენ იხრება; ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
მშვენიერი ქართული ლექსია, ავტორს წარმატებები.
37. ამინ!ასე იყოს////// ამინ!ასე იყოს//////
36. მართლაც რა საჭიროა ესეთი ტყუილი არ მესმის... :( მართლაც რა საჭიროა ესეთი ტყუილი არ მესმის... :(
35. ეტყობა მართლაც შეცდომაში შემიყვანეს :( და რა ვქნაა? :( ისე, მკრეხელური არაფერი არ წერია ამ ლექსში და... უბრალოდ პატრიარქის სახელს ავიღებ, თუ შევძელი...
ამ კომენტარების შემდეგ საპატრიარქოში გავაგზავნე შეკითხვა "საქართველოს საპატრიარქოს" საიტიდან და პასუხი ჯერ არ მომსვლია... რომ მოვა პასუხი , იმასაც დავდებ აუცილებლად... ეტყობა მართლაც შეცდომაში შემიყვანეს :( და რა ვქნაა? :( ისე, მკრეხელური არაფერი არ წერია ამ ლექსში და... უბრალოდ პატრიარქის სახელს ავიღებ, თუ შევძელი...
ამ კომენტარების შემდეგ საპატრიარქოში გავაგზავნე შეკითხვა "საქართველოს საპატრიარქოს" საიტიდან და პასუხი ჯერ არ მომსვლია... რომ მოვა პასუხი , იმასაც დავდებ აუცილებლად...
34. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს ! ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს !
33. ჰო, კიდევ იმის თქმა მინდოდა , რომ უწმინდესმა ორი წლის წინ ალბათ დაახლოებით, ხარებას ხარების ტაძარში მოგვცა კურთხევა გველოცა "მე ქრისტესი ვარ, ქრისტე ჩემია, ქრისტეს ხელითა ჯვარი მწერია" ..... მე ეს ლოცვა მამშვიდებს და მაძლიერებს , ლექსებიც კარგია, მაგრამ ჯობია უწმინდესის საგალობლებს ვუსმინოთ და ვილოცოთ და რა კურთევასაც გვაძლევს შევასრულოთ , აი რა დაგვამშვიდებს :) ჰო, კიდევ იმის თქმა მინდოდა , რომ უწმინდესმა ორი წლის წინ ალბათ დაახლოებით, ხარებას ხარების ტაძარში მოგვცა კურთხევა გველოცა "მე ქრისტესი ვარ, ქრისტე ჩემია, ქრისტეს ხელითა ჯვარი მწერია" ..... მე ეს ლოცვა მამშვიდებს და მაძლიერებს , ლექსებიც კარგია, მაგრამ ჯობია უწმინდესის საგალობლებს ვუსმინოთ და ვილოცოთ და რა კურთევასაც გვაძლევს შევასრულოთ , აი რა დაგვამშვიდებს :)
32. ქვემოთ კომენტარები არ წამიკითხავს, მაგრამ ეს უწმინდესის ლექსი არაა, საპატრიარქომ გააკეთა კიდეც ამის შესახებ განცხადება ... რაში სჭირდება ხალხს ასეთი რაღაცეების გამოგონება ვერ ვხვდები. კი კარგია ია-ია რომ წაგვაკითხე, მადლობა, მაგრამ ეს უწმინდესის ლექსი არაა :)
ქვემოთ კომენტარები არ წამიკითხავს, მაგრამ ეს უწმინდესის ლექსი არაა, საპატრიარქომ გააკეთა კიდეც ამის შესახებ განცხადება ... რაში სჭირდება ხალხს ასეთი რაღაცეების გამოგონება ვერ ვხვდები. კი კარგია ია-ია რომ წაგვაკითხე, მადლობა, მაგრამ ეს უწმინდესის ლექსი არაა :)
31. ღმერთს ვებარებოდეთ! ღმერთს ვებარებოდეთ!
30. დიდი მადლობა ია რომ ყველაფერი კარგად იქნება დიდი მადლობა ია რომ ყველაფერი კარგად იქნება
29. კარგი ია-ია ხარ შენ. :-* კარგი ია-ია ხარ შენ. :-*
27. მე ის მაოცებს, რაში სჭირდებათ ასეთი ამბების გამოგონება?
რა პატრიარქის ლექსი, რას ამბობთ, კაცო? ია–იას მადლობა, რომ გულით მოიტანა. ერთი სადა ლექსია, არაფერი განსაკუთრებული მადლი და სიმშვიდე არ მოაქვს. კარგია უბრალოდ. მე ის მაოცებს, რაში სჭირდებათ ასეთი ამბების გამოგონება?
რა პატრიარქის ლექსი, რას ამბობთ, კაცო? ია–იას მადლობა, რომ გულით მოიტანა. ერთი სადა ლექსია, არაფერი განსაკუთრებული მადლი და სიმშვიდე არ მოაქვს. კარგია უბრალოდ.
26. გაიხარე ია, მაგრამ მე როგორც ვიცი ეს ლექსი პატრიარქის კალამს არ ეკუთვნის... შეიძლება ვცდები... მაგრამ ასე მაქვს გაგებული!
იხარე და კაი ადამიანი ხარ :)
გაიხარე ია, მაგრამ მე როგორც ვიცი ეს ლექსი პატრიარქის კალამს არ ეკუთვნის... შეიძლება ვცდები... მაგრამ ასე მაქვს გაგებული!
იხარე და კაი ადამიანი ხარ :)
25. ძალიან კარგი რამ დაგიდევს, ია-ია, რამხელა იმედი მოაქვს... ძალიან კარგი რამ დაგიდევს, ია-ია, რამხელა იმედი მოაქვს...
24. დამამშვიდა :) დამამშვიდა :)
23. :)
გაიხარეეეეე :)
გაიხარეეეეე
22. ყველაფერი კარგად იქნება! უფლის მადლი და სიკეთე არ მოგვიშალოს ღმერთმა. ყველაფერი კარგად იქნება! უფლის მადლი და სიკეთე არ მოგვიშალოს ღმერთმა.
20. ია, თბილო :-* ია, თბილო :-*
19. პირველად გავიგე ახლა თქვენგან რომ თურმე ეს ლექსი არ ყოფილა პატრიარქის. და რა საინტერესოა, მაშინ რაღატომ გავრცელდა იგი საზოგადოებაში ამ ფორმით??? ვინმეს ისიც ხომ არ სურდა რომ ყველა სიკეთესთან ერთად პატრიარქი პლაგიატობაშიც დაედანაშაულებინა? (ეჰ, რას გაიგებ?)
ასეა თუ ისე, ამ ლექსის ავტორი ვინც არ უნდა იყოს, უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია რომ თავად ლექსი საზოგადოებამ მიიღო და მიიღო ძალიან კარგად და დადებითად! მართლაც რომ დიდი მადლის მატარებელი აღმოჩნდა ეს უბრალოდ, მარტივად და ლამაზად შეკოწიწებული სიტყვები და ფრაზები. თუნდაც სათაური რამხელა იმედის მომცემია და მომნიჭებელი! ყველაფერი მართლაც კარგად იქნება ქართველებო, მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და გვწამდეს ღმერთი!!! პირველად გავიგე ახლა თქვენგან რომ თურმე ეს ლექსი არ ყოფილა პატრიარქის. და რა საინტერესოა, მაშინ რაღატომ გავრცელდა იგი საზოგადოებაში ამ ფორმით??? ვინმეს ისიც ხომ არ სურდა რომ ყველა სიკეთესთან ერთად პატრიარქი პლაგიატობაშიც დაედანაშაულებინა? (ეჰ, რას გაიგებ?)
ასეა თუ ისე, ამ ლექსის ავტორი ვინც არ უნდა იყოს, უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია რომ თავად ლექსი საზოგადოებამ მიიღო და მიიღო ძალიან კარგად და დადებითად! მართლაც რომ დიდი მადლის მატარებელი აღმოჩნდა ეს უბრალოდ, მარტივად და ლამაზად შეკოწიწებული სიტყვები და ფრაზები. თუნდაც სათაური რამხელა იმედის მომცემია და მომნიჭებელი! ყველაფერი მართლაც კარგად იქნება ქართველებო, მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და გვწამდეს ღმერთი!!!
18. დასტური დროს. დასტური დროს.
17. ია კოცნა:-*:-* ია კოცნა:-*:-*
16. ეს ლექსი ძალიან მომწონს,მაგრამ ნამდვილად არ არის პატრიარქის,ჩემმა მამაომ მითხრა. ეს ლექსი ძალიან მომწონს,მაგრამ ნამდვილად არ არის პატრიარქის,ჩემმა მამაომ მითხრა.
15. იმის მიუხედავად, რომ დადებითი ენერგეტიკა იგრძნობა ამ ლექსში, ეს არ არის ჩვენი პატრიაქრის ლექსიო, _ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამდაგვარი განმარტებების კეთებაც უხდება საპატრიარქოს. პატრიარქი ყველფერს ამბობს, რაც საჭიროა და ჩვენ თუ არ გვესმის, ჩვენი პრობლემაა მხოლოდ. ახლა მაინც გადავხედე საიტებს და ისეთ ადგილებში გადავაწყდი ამ ლექსს, მის უწმინდესობას და საპატრიარქოს, საერთოდ რომ არ დაჭირდებოდა, მისი იქ განთავსება, საეკლესიო გამომცემლობის გარეთ მისი დაბეჭდილი სახით გავრცელებაზე არ ღირს არაფრის თქმა. პატრიარქის ქადაგების ეს ამონარიდი კი, ნამდვილად საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდან გახლავთ:
"მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.
რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.
მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!"
იმის მიუხედავად, რომ დადებითი ენერგეტიკა იგრძნობა ამ ლექსში, ეს არ არის ჩვენი პატრიაქრის ლექსიო, _ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამდაგვარი განმარტებების კეთებაც უხდება საპატრიარქოს. პატრიარქი ყველფერს ამბობს, რაც საჭიროა და ჩვენ თუ არ გვესმის, ჩვენი პრობლემაა მხოლოდ. ახლა მაინც გადავხედე საიტებს და ისეთ ადგილებში გადავაწყდი ამ ლექსს, მის უწმინდესობას და საპატრიარქოს, საერთოდ რომ არ დაჭირდებოდა, მისი იქ განთავსება, საეკლესიო გამომცემლობის გარეთ მისი დაბეჭდილი სახით გავრცელებაზე არ ღირს არაფრის თქმა. პატრიარქის ქადაგების ეს ამონარიდი კი, ნამდვილად საპატრიარქოს ოფიციალური გვერდიდან გახლავთ:
"მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად ქართული ლიტერატურის შესახებ. მართლაც, ლიტერატურამ ეკლესიის წიაღში დაიწყო აღმავლობა. თქვენ კარგად იცნობთ კორნელი კეკელიძის "ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას". მართლაც, საოცარი შრომა გასწია ამ ადამიანმა. იგი იძულებული გახადეს, გაეხადა ანაფორა და შეეწყვიტა ღვთისმსახურება, გააძევეს სიონის ტაძრიდან, მაგრამ ის შინაგანად ეკლესიის წიაღში დარჩა.
რა იქნებოდა, რომ არ გვქონოდა ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა? ვერ აღორძინდებოდა ის საერო ლიტერატურა, რომელსაც ასე ვეთაყვანებით და რომლითაც ასე ვამაყობთ! ვერც დამკვიდრედებოდა იგი ასე ქართველი ადამიანის გულში.
მინდა ვთქვა, რომ ქართული ლიტერატურა იყო, არის და იქნება წინამძღოლი, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა იყოს წინასწარმეტყველი! საკმარისი არ არის, გავაშიშვლოთ ჩვენი ჭრილობები, ჩვენი ნაკლი, მთავარია, ვთქვათ, თუ რა წამალი არსებობს მათ განსაკურნებლად!"
14. ვიცოდი...
კარგია რომ მოიტანეთ. ვიცოდი...
კარგია რომ მოიტანეთ.
13. მადლობა დიდი, კარგი გოგო ხარ :) (ჩემსავით :) ) :-* მადლობა დიდი, კარგი გოგო ხარ :) (ჩემსავით :) ) :-*
12. ჩემამდეც ამონაბეჭდის სახით მოაღწია ლექსმა. თავიდანვე ეჭვი შემეპარა, რომ ავტორი უწმინდესი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმედიანი განწყობისმომტანია.
შემდეგ კი, გავიგე, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ უარყო და დაგმო არასწორი ინფორმაცია. პირადად მე არა, მაგრამ უახლოესმა ადამიანებმა მოისმინეს.
ჩემამდეც ამონაბეჭდის სახით მოაღწია ლექსმა. თავიდანვე ეჭვი შემეპარა, რომ ავტორი უწმინდესი არ იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იმედიანი განწყობისმომტანია.
შემდეგ კი, გავიგე, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ უარყო და დაგმო არასწორი ინფორმაცია. პირადად მე არა, მაგრამ უახლოესმა ადამიანებმა მოისმინეს.
11. მეც ვიცოდი ეს ია-ია...და ზუსტად იგივე იმფორმაცია მაქვს...მადლი ნამდვილად მოდის...:-* მეც ვიცოდი ეს ია-ია...და ზუსტად იგივე იმფორმაცია მაქვს...მადლი ნამდვილად მოდის...:-*
10. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
ჰოო...:) ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
ჰოო...:)
9. თუკი ეს ლექსი თუნდაც ერთ ადამიანს სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს, მაშინ მისი ავტორობის საკითხი უმნიშვნელო ხდება. თუმცა როდესაც საქმე პატრიარქის ავტორობას ეხება, სასურველი იქნებოდა სწორი ინფორმაცია გვქონოდა! მეც მომეწონა. რამდენადაც მარტივია სათქმელის ფორმა, იმდენად საინტერესოა შინაარსობრივად! უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ მორწმუნე მადლს გრძნობდეს! 55555 თუკი ეს ლექსი თუნდაც ერთ ადამიანს სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს, მაშინ მისი ავტორობის საკითხი უმნიშვნელო ხდება. თუმცა როდესაც საქმე პატრიარქის ავტორობას ეხება, სასურველი იქნებოდა სწორი ინფორმაცია გვქონოდა! მეც მომეწონა. რამდენადაც მარტივია სათქმელის ფორმა, იმდენად საინტერესოა შინაარსობრივად! უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ მორწმუნე მადლს გრძნობდეს! 55555
8. ჩვენ სამსახურში ამობეჭდილი მოგვცეს, როგორც პატრიარქის :( არადა საოცარ სიმშვიდეს მანიჭებს ამ ლექსის კითხვა... :( თუ ვინმეს უფრო სარწმუნო ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომაწოდოთ, მადლობელი დაგრჩებით... ჩვენ სამსახურში ამობეჭდილი მოგვცეს, როგორც პატრიარქის :( არადა საოცარ სიმშვიდეს მანიჭებს ამ ლექსის კითხვა... :( თუ ვინმეს უფრო სარწმუნო ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ მომაწოდოთ, მადლობელი დაგრჩებით...
7. :) მომეწონა :) :) მომეწონა :)
6. არ ვიცოდი ეს ლექსი. პატრიარქისაა ნეტავ?
არ ვიცოდი ეს ლექსი. პატრიარქისაა ნეტავ?
5. მე გავიგე, რომ არაა ეს პატრიარქის ლექსი. საპატრიარქოს არხზე უთქვამთ, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
იქნებ, გადაამოწმოთ მასთან, ვინც უფრო ზუსტად იცის.
მე გავიგე, რომ არაა ეს პატრიარქის ლექსი. საპატრიარქოს არხზე უთქვამთ, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
იქნებ, გადაამოწმოთ მასთან, ვინც უფრო ზუსტად იცის.
4. მაქვს ეს ლექსი და ძალიან მიყვარს!!! უფლს ვებარებოდეთ!!! გაიხარე შენა!!! მაქვს ეს ლექსი და ძალიან მიყვარს!!! უფლს ვებარებოდეთ!!! გაიხარე შენა!!!
3. მადლიანი ლექსია! ისეთი ადამიანების მიერ წაკითხული მომისმენია ეს ლექსი, რომლებიც საერთოდ შორს იყვნენ მართლმადიდებლობისგან და პოეზიისგანაც, მაგრამ ისეთი რწმენით, იმედით და სასოებით კითხულობდნენ, რომ მივხვდი, უბრალოდ, ძალიან მადლიანი იყო ეს ლექსი -თავად ავტორივით. უფალმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!!! მადლიანი ლექსია! ისეთი ადამიანების მიერ წაკითხული მომისმენია ეს ლექსი, რომლებიც საერთოდ შორს იყვნენ მართლმადიდებლობისგან და პოეზიისგანაც, მაგრამ ისეთი რწმენით, იმედით და სასოებით კითხულობდნენ, რომ მივხვდი, უბრალოდ, ძალიან მადლიანი იყო ეს ლექსი -თავად ავტორივით. უფალმა დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი!!!
2. როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
ამინ! როდის იქნება? როგორ იქნება? როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!
ამინ!
1. ეს პატრიარქის ლექსია, რომელიც გვირჩია ხშირად ვიკითხოთ ... :) მინდა საიტის წევრებმაც წაიკითხონ ხოლმე :) მისი ლოცვა - კურთხევა ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და ახლობლებს! ყველაფერი კარგად იქნება! :)
ეს პატრიარქის ლექსია, რომელიც გვირჩია ხშირად ვიკითხოთ ... :) მინდა საიტის წევრებმაც წაიკითხონ ხოლმე :) მისი ლოცვა - კურთხევა ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და ახლობლებს! ყველაფერი კარგად იქნება! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|