ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი გოგოლიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2010


თ ი კ უ ნ ა ს

იცი, მე ვითვლი უსასრულოდ, ხორციდან ვითლი
გრძნობებს, ჟრუანტელს, მეტაფორებს, გუნდებს და ანდებს,
დღეს ჩვენს ქუჩაზე სიყვარული ბოლოა ფითლის -
რომელსაც ასე საწყისამდე ვნებებით ვანთებთ.

ცხელა და უკან არ არსებობს არცერთი ჩქამი,
არცერთი წამი არ არსებობს ძვირფასო უკან,
დეკემბრის თვეა, ოცი წუთი გამხდარა სამის
და მთელს მსოფლიოს აირეკლავს მაგ თვალთა გუგა,

ღია შავია ძირითადად ფერები რომლის,
ჩვენ ერთმანეთის ცივ სულებში თოვლივით ვზივართ,
იქნებ საერთოდ სული არის უბრალოდ თოვლი,
რომელიც მზეზე გატანისას საშინლად გვტკივა

და ჩვენი გრძნობა უფრო მზეა, ტკივილის სხივებს
დროგამოშვებით სისხლძარღვებში ფიფქივით ჰფანტავს,
აღარაფერი არ არსებობს ტკივილის გარდა,
მე ვდგავარ შენი სიყვარულის დახურულ კართან.

და ჩვენს ქუჩაზე სიყვარული ბოლოა ფითლის -
რომელსაც ასე საწყისამდე ვნებებით ვანთებთ.
იცი, მე ვითვლი უსასრულოდ, ხორციდან ვითლი
გრძნობებს, ჟრუანტელს და მიყვარხარ ძალიან ცამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები