ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

უწყინარი ლექსი ٩(-̮̮̃̾-̃̾)۶

მე,მოხრილი მხრებში და წვერებით შავით,
არ ვღელავ და მიკვირს ასე უწყინარმა
ამ აწეწილ ამინდს რაღა დავუშავე,
რომ არ მომასვენა გადარეულ ქარმა.
აცოცდება ჩემს ტანს დაღლილობის შეკვრა,
როგორც უფოთლებო ხეს-სვია და სურო,
არ დამჭირდა ერთხელ არცერთ წარბის შეხრა,
გავაკეთე საქმე,რაც კი მოვისურვე,
თან ისევე მშვიდად,როგორც ახლადმოზრდილ
ოთხი კბილით ბავშვი დედის ძუძუს ღეჭავს,
ახლა ერთიც დამრჩა,თორემ დიდხანს მოვცდი-
მსურს ორივე მხარეს ავიტკიო ბეჭი.
რადგან მიწა ოხრავს და ქოთქოთებს ისე
როგორც წიწილებთან ფეთიანი კრუხი,
რაა გასაკვირი,ვერ გავითავისე
ამინდების წყება და ცხოვრება რუხი.
არ ვიპარსავ წვერს და არ ვსწორდები მხრებში,
დედა ამბობს:გოგო აღარ მიგიკარებს,
იატაკზე ოღონდ დამახვედრეთ თეფში,
ცოლთან ერთად როცა შემოვაღებ კარებს.
 
უცბად დაწერილი
                                                                  23.06.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები