ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რეზაკი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2010


ერთარსად...


ამ ბნელ ღამეში, ბჟუტავს სანთელი
მარტოობაში დილაც ბნელია..
ამ კალმით მინდა გითხრა სათქმელი
რისი პირში თქმაც ძალზედ ძნელია!..

ასე მითხრეს, რომ მალე მოვკვდები
ვფიცავ! სიკვდილის არ მეშინია!
ბევრი კუბოსთვის ფიცარს ზომავენ
ბევრიც ჩემს სულზე დაგეშილია!

მგელს მოსდიოდა სისხლი თქრიალით
სისხლი სდიოდა, ცრემლი კი არა..
დასაფიქრებლად მგლების ღრიალი
ტვინში მიბერავს გრილი ნიავი..

ოჰ, მე რამდენში, მოკვდავი ვიცი
ბოროტ გრძნობას რომ შეპარებოდა
და ამიტომაც დავდევი ფიცი, რომ
მე არ უნდა შემყვარებოდა!


შენ ვინ გკითხავსო?!..მითხრეს ზევიდან და
ცხრაში ერთი ღამე მეძინა,
ისე არ მომკლა რომ არ მაღირსო
უმისოდ წასვლა ზეცად არ ღირსო..

მე დამესიზმრა ჩემი დაკრძალვა
სახეზეც თეთრი სუდარა მბურავს,
სხვისთვის ბევრისთვის ვცადე აკრძალვა
მესაფლავე კი ჩემს კუბოს ხურავს...

საფლავთან კაცი იდგა ათასი
ამ ათასიდან ტიროდა ასი,
კუბოს სხეული რომ მივაბარე
მათმა ტირილმაც დაკარგა ფასი..

ასე ნელ-ნელა ხალხიც იშლება
კუბოზე მესმის ბრაგუნი მიწის,
ჩემი ფიქრები არ წაიშლება
ოთხ ფიცარს მიღმაც ცხოვრება მიდის!..

რომ გავიღვიძე თურმე ვბოდავდი
ეგ სიყვარულიც ბოდვის ფერია
ისე არ მომკლა რომ არ მაღირსო
უმისოდ წასვლა მართლაც არ ღირსო!


და თუ მოვკვდები..მოვკვდები ისე,
როგორც ის მგელი ჩემს წინ დამდგარი
სისხლი სდიოდა ცრემლი კი არა
თვალებშიც სისხლი ჰქონდა ჩამდგარი..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს