ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2010


ლელა-65-ს

დღეს სულ სხვა კრძალვით შევყურებთ სიონს.
ჯერ კიდევ ვგავართ არაზუსტ რითმას;
მოულოდნელად მოფრინდა სიო
და ბაღმაც სული მოითქვა თითქმის,
და უკვე რუხი ცა იფშვნეტს თითებს -
ღრუბლებს - (ხატოვნად) - სქელსა და მტკივანს,
წავიდა ყველა და ბაღში წითელ
საქანელებზე აცეკვდა წვიმა. 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები