 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 25 ივნისი, 2010 |
უფალო, აი შენამდეც მოვედი... მაგრამ, დამჭირდა დრო უფრო მეტი. ვიდრე მოვცილდი შენს სათნო კალთას, ვიდრე მე გავხდი შენივე ხატი. მეძახდი უფალო? აი, მეც აქ ვარ! გთხოვ მომიტევო ცოდვები ჩემი. ისევ მიმიღე ვარსკვლავთა შორის და დამიბრუნე ადგილი ჩემი. როგორ ვარ? ისე როგორც ვიყავი უწინ, კვლავ სევდიანი, კვლავ სიტყვა ძუნწი. ისევ ვსვავ, ისევ თამბაქოს ვეწევი და ისევ გნახე სიზმარში გუშინ. უფალო, აი შენამდეც მოვედი... მაგრამ დამჭირდა გზა უფრო მეტი. ვცადე, ვიარე შენი რჩევებით, რათა მე მეცნო ადგილი ჩემი. გთხოვ, მაპატიე ყოველი ცოდვა, გახსენ ეგ შენი მდუმარე სახე, ნუ მისმენ ჩუმად, მითხარი რამე ისმინე ცოდვილის მდუმარე ბოდვა. როგორ ვარ? ისე როგორც ვიყავი უწინ, კვლავ სევდიანი, კვლავ სიტყვა ძუნწი. ისევ ვსვავ, ისევ თამბაქოს ვეწევი და ისევ ისე სიმარტოვე მკლავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მე მომწონს +5 გულწრფელი ხარ და თან სიტყვა პატიება ძალიან ახლოსაა ჩემს სულთან, გენაცვალეეე წარმატებებიიიი :-* მე მომწონს +5 გულწრფელი ხარ და თან სიტყვა პატიება ძალიან ახლოსაა ჩემს სულთან, გენაცვალეეე წარმატებებიიიი :-*
13. მეორე სტროფში სარითმო წყვილი ჩემი-ჩემი არ არის კარგი :) ხო, კიდევ, ლექსის ბოლო სიტყვა საერთოდ ამოვარდა. ოდნავადაც არ ერითმება და ცუდად ჟღერს. მარცვლების რაოდენობასაც თუ მიაქცევ ყურადღებას, არ იქნება ცუდი. თემა კი ფაქიზი აგირჩევია ძალიან :) მეორე სტროფში სარითმო წყვილი ჩემი-ჩემი არ არის კარგი :) ხო, კიდევ, ლექსის ბოლო სიტყვა საერთოდ ამოვარდა. ოდნავადაც არ ერითმება და ცუდად ჟღერს. მარცვლების რაოდენობასაც თუ მიაქცევ ყურადღებას, არ იქნება ცუდი. თემა კი ფაქიზი აგირჩევია ძალიან :)
10. სულ კარგად ბრძანდებოდე "ლურსმანო". სულ კარგად ბრძანდებოდე "ლურსმანო".
9. ბექაააა! ისევ გავბრაზდი შენს განწყობაზე და გავედი :|
ჰო, რა ამის გაგრძელებააა და ++ :) ბექაააა! ისევ გავბრაზდი შენს განწყობაზე და გავედი :|
ჰო, რა ამის გაგრძელებააა და ++ :)
8. კარგი ლექსი სასტიკად არ მომეწონა! არ ფორმით და არც აზრით როგორც შენ გენებოს,ისე მეყოლე ( : კარგი ლექსი სასტიკად არ მომეწონა! არ ფორმით და არც აზრით როგორც შენ გენებოს,ისე მეყოლე ( :
7. მე რას ვთხოვ და რას არა ეგ არავის გარჩევის საგანი არ არის! მე ასე მინდა, ასე ვხედავ და ასე ვთხოვ... დიდი მადლობა თავს რომ იკავებ ლურსმანო... აქ ლიტერატურილი პორტალია და არა ქრისტიანული საგანმანათლებლო სკოლა... შემოხვედი? დაწერე ლექსი მოგეწონა თუ არა და დასტოვე, დანარჩენი ლექსის შინაარსი და ვინ რას თხოვს და ვის, არავის საქმე არაა... :) მე რას ვთხოვ და რას არა ეგ არავის გარჩევის საგანი არ არის! მე ასე მინდა, ასე ვხედავ და ასე ვთხოვ... დიდი მადლობა თავს რომ იკავებ ლურსმანო... აქ ლიტერატურილი პორტალია და არა ქრისტიანული საგანმანათლებლო სკოლა... შემოხვედი? დაწერე ლექსი მოგეწონა თუ არა და დასტოვე, დანარჩენი ლექსის შინაარსი და ვინ რას თხოვს და ვის, არავის საქმე არაა... :)
6. ჯერ ერთი რომ ჰმ..თან ძალიან დიდი ..თავს ვიკავებ საერთოდ აღელვებისგან მერეც მეორე წაიკითხე ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები და მაგასაც გაიგებ საიდან და რა ვიცი ;) ღმერთს თხოვ რაღაცას და ელემენტარულ "ცოდნას" ვერ იჩენ მაგ საკითხში ჯერ ერთი რომ ჰმ..თან ძალიან დიდი ..თავს ვიკავებ საერთოდ აღელვებისგან მერეც მეორე წაიკითხე ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები და მაგასაც გაიგებ საიდან და რა ვიცი ;) ღმერთს თხოვ რაღაცას და ელემენტარულ "ცოდნას" ვერ იჩენ მაგ საკითხში
5. ა, კაცი... : ) მადლობა ველურო :D რა მაგრად გამოვიდა, "ველურო" :D ა, კაცი... : ) მადლობა ველურო :D რა მაგრად გამოვიდა, "ველურო" :D
4. ნუ ახლა ლურსმანი წვეტიანი იქნება :D (ვხუმრობ ლურსმანო).
ისე მოწევა და დალევა არ მგონია დიდი დაბრკოლება იყოს, მთავარია გული გქონდეს სუფთა. ნუ ახლა ლურსმანი წვეტიანი იქნება :D (ვხუმრობ ლურსმანო).
ისე მოწევა და დალევა არ მგონია დიდი დაბრკოლება იყოს, მთავარია გული გქონდეს სუფთა.
3. შენ რა იცი, ვინ მიდის ღმერთთან და ვინ არა? შენ ხო ერთი რკინა ხარ, რომლის დანიშნულებაც რაიმე ნივთის გამაგრებაა? :) მოკლედ თქვენ კომენტარებზე მაგრად ვღადაობ ხოლმე რა =)) არ გიტყდებათ მაინც ამდენი ზეტმედი ფილოსობია და წვეტიანი აზრები? :D მე მრცხვენია თქვენს მაგივრად. შენ რა იცი, ვინ მიდის ღმერთთან და ვინ არა? შენ ხო ერთი რკინა ხარ, რომლის დანიშნულებაც რაიმე ნივთის გამაგრებაა? :) მოკლედ თქვენ კომენტარებზე მაგრად ვღადაობ ხოლმე რა =)) არ გიტყდებათ მაინც ამდენი ზეტმედი ფილოსობია და წვეტიანი აზრები? :D მე მრცხვენია თქვენს მაგივრად.
1. თამბაქოს მწეველები და მსმელები ღმერთთან ვერ მიდიან ;) თამბაქოს მწეველები და მსმელები ღმერთთან ვერ მიდიან ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|