 | ავტორი: ფედრა ჟანრი: პოეზია 10 ივლისი, 2010 |
დაბადებიდან თვალებიდან ამომაშორეს... ახლა დავეძებ,ახლა ვდგავარ ისევ ლოდინად კავკასიონთან და ვიწყები უკვე მათ შორის ვინც ჩემთან ერთად მყინვარებმა მოილოგინეს.
მტკივა სული და ნაკვალევით არდატოვებულ -სუნთვაში დაჭრილს,მაწამებენ ყოველ დილიდან გავამხელ ცოდვას,ცოდვას ისევ არ მიტევებულს მცნებიდან არცერთს და შენამდეც ასე ვივლი და მოდი,თვალებში შემომხედე!_თვალებში მეთქი! მე მწვერვალებმა მშობეს ახლა ჩემი გალობა მომაქვს შენამდე ჩემი გულის არეულ ფეთქვის ნაცვლად და ახლა,ახლა მაინც შემიწყალობე.
მივხვდი სამშობლო დამიმალეს,არაბუნებრივ ვგრძნობდი ტკივილს და ასე მომდევს დაბადებიდან. შიში მრწამსივით ჩამებეჭდა ჩემით უნებლივ, რადგან არ დამრჩა აღარცერთი იმედებიდან.
სუნთქვა შეკრული დავალ ისევ,დაგეძებ ჩემში, გეძახი ბევრში,რადგან ხელებს მარადისობა ამ სტრიქონივით მიჭერს უკვე ჩახლეჩილ ყელში და წყეულებიც ჩემს სხეულთან პარაკლისობენ
ისევ და ღმერთო,ვერ შევძელი მოწვდენა ვეც ხმის, თავსაც კი ვეღარ გავიმართლებ,თვითონ ბუნება ყველა სტიქიონს მიგზავნის და რეტივით მესხმის, რადგანაც უნდა ჩენი ბორგვის დაძაბუნება.
ე ქ ვ ს ი ათასი ბერის ლანდი მოპარეს გარეჯს. აღარც მამები გადიდებენ ასურეთიდან... აჰა,გაწოდებ ჩემი ლექსის გაგლეჯილ მაჯებს და ერთი მაინც,ერთი მაინც სასულეთიდან
დამანახე და მერე,თუნდაც ყველაფრით დაცლილს მომეცი ნება,რომ ვილოცო თუნდაც ხანდახან, როცა თვალები მისველდება ყურებით ჯვარცმის და დედაჩემი მკერდზე როცა მიჭერს არტახებს თოთო ბავშვივით და ანბანსაც ისევ მიმარცვლის, რადგან ეს მასში ვერასოდეს გააპარტახეს...
და ისევ ვეძებ,ვეძებ ისევ ქვეყანას აღთქმულ სხვა გოლგოთებიც მოვიარე ჩემი გალობა, რომ მომეწვდინა შენამდე და ხატს-ფეხარდადგმულს შორიდან ვხედავ და თუ მიველ შემიწყალობე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. დავეთანხმები თეას...ამოხეთქილია გულიდან... 5 დავეთანხმები თეას...ამოხეთქილია გულიდან... 5
27. ამოხეთქილი ამოციაა...
პოეტი ხარ შენ:)
ამოხეთქილი ამოციაა...
პოეტი ხარ შენ:)
26. მართლაც, არ არსებობს რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტული ლექსი. ლექსის პატრიოტული განწყობა კარგია, მაგრამ, მიუხედავად განწყობისა, არ არის ძლიერი, დახვეწა არ აწყენდა...გაუგებარია ბევრი პასაჟი, ხან რითმას აზრი ეწირება,ან პირიქით, პუნქტუაციას საერთოდ ემდურით...არადა, ვფიქრობ, უკეთესის პოტენციალი დევს თქვენში (ასე მომეჩვენა). წარმატებები! მართლაც, არ არსებობს რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტული ლექსი. ლექსის პატრიოტული განწყობა კარგია, მაგრამ, მიუხედავად განწყობისა, არ არის ძლიერი, დახვეწა არ აწყენდა...გაუგებარია ბევრი პასაჟი, ხან რითმას აზრი ეწირება,ან პირიქით, პუნქტუაციას საერთოდ ემდურით...არადა, ვფიქრობ, უკეთესის პოტენციალი დევს თქვენში (ასე მომეჩვენა). წარმატებები!
25. 6 ათასი.1616 წელი.გარეჯის უდაბნო. აღინიშნება აღგომის შემდეგ სამშაბათს ბრწყინვალე შვიდეულში 6 ათასი.1616 წელი.გარეჯის უდაბნო. აღინიშნება აღგომის შემდეგ სამშაბათს ბრწყინვალე შვიდეულში
24. ხო ანაე ამ ლექსში უცხო სიტყვები არ გამომიყენებია ყველა სიტყვა ვიცით და რუსთველი მერე საბას გურამიშვილის და გალაკტიონის მერე ქარტ ლიტერატურაში არანაცნობ სიტყვას ვერ ნახავ.ბატონო მიშა უბრალოდ წერისას ასე მახსოვდა გადაამოწმებ და ჩავასწორებ/გმადლობთ ხო ანაე ამ ლექსში უცხო სიტყვები არ გამომიყენებია ყველა სიტყვა ვიცით და რუსთველი მერე საბას გურამიშვილის და გალაკტიონის მერე ქარტ ლიტერატურაში არანაცნობ სიტყვას ვერ ნახავ.ბატონო მიშა უბრალოდ წერისას ასე მახსოვდა გადაამოწმებ და ჩავასწორებ/გმადლობთ
23. კიდევ რა გამახსენდა იცი? უცებ გამახსენდა და შემოვიქეცი აქ. "ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი" არის აქ ასეთი კარგი ლექსი. კარგიო ავტორის და კარ ადესატს. კიდევ რა გამახსენდა იცი? უცებ გამახსენდა და შემოვიქეცი აქ. "ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი" არის აქ ასეთი კარგი ლექსი. კარგიო ავტორის და კარ ადესატს.
22. ცოტა გაწელილი მომეჩვენა, დანარჩენი ყველაფერი მომწონს. ცოტა გაწელილი მომეჩვენა, დანარჩენი ყველაფერი მომწონს.
21. ლიტგეზე დევს ნინო დარბაისელის ბოლო პოსტი,ლექსი პატრიოტულ ლირიკაზე. ლექსი მე ნაკლებად და მიშა რატიანის არაჩვეულებრივი კომენტარებია -როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე დღეს ლექსი.
არ წააგებთ ტუ ნახავთ. ლალი
არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც შეეძლება გამოწეროს რეცეპტი, "თუ როგორ შეიძლება დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე ლექსი"!
თუნდაც ის გენიოსი მიშა რატიანი იყოს!
ლიტგეზე დევს ნინო დარბაისელის ბოლო პოსტი,ლექსი პატრიოტულ ლირიკაზე. ლექსი მე ნაკლებად და მიშა რატიანის არაჩვეულებრივი კომენტარებია -როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე დღეს ლექსი.
არ წააგებთ ტუ ნახავთ. ლალი
არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, ვისაც შეეძლება გამოწეროს რეცეპტი, "თუ როგორ შეიძლება დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე ლექსი"!
თუნდაც ის გენიოსი მიშა რატიანი იყოს!
20. შესანიშნავი ლექსია, მართლაც ძლიერი და შესანიშნავი! 55555-ები ულაპარაკოდ!
ოღონდ ერთი ნიუანსია, მგონი, ჩემი აზრით, ჩასასწორებელი!
წერია: "სამი ათასი ბერის ლანდი მოპარეს გარეჯს"
ალბათ უნდა ეწეროს: "ე ქ ვ ს ი ათასი ბერის ლანდი მოპარეს გარეჯს"
სხვად, წინსვლა და წარმატებები ნიჭიერ ავტორს! შესანიშნავი ლექსია, მართლაც ძლიერი და შესანიშნავი! 55555-ები ულაპარაკოდ!
ოღონდ ერთი ნიუანსია, მგონი, ჩემი აზრით, ჩასასწორებელი!
წერია: "სამი ათასი ბერის ლანდი მოპარეს გარეჯს"
ალბათ უნდა ეწეროს: "ე ქ ვ ს ი ათასი ბერის ლანდი მოპარეს გარეჯს"
სხვად, წინსვლა და წარმატებები ნიჭიერ ავტორს!
19. წარმატებები :) წარმატებები :)
18. დასახვეწია! დასახვეწია!
17. და კიდე მე კი არა მიშა რატიანის კომენტას რატო ოთარ ჭილაძე არ კითხულობს.ან რას ვერჩი იმ კაცს. ოხ ლალი ლალი.რა კომენტარი კაცი რო ამბობს ფული(სამშობლო)...აი მაგიტო ვეძებ.... ,,ოხ ღმერთო ჩემო,ღმერთო,ღმერთო და კიდევ ღმერთო." რა გინდა ლალი?რა? და კიდე მე კი არა მიშა რატიანის კომენტას რატო ოთარ ჭილაძე არ კითხულობს.ან რას ვერჩი იმ კაცს. ოხ ლალი ლალი.რა კომენტარი კაცი რო ამბობს ფული(სამშობლო)...აი მაგიტო ვეძებ.... ,,ოხ ღმერთო ჩემო,ღმერთო,ღმერთო და კიდევ ღმერთო." რა გინდა ლალი?რა?
16. 125 ქულა და.არ მაქვს მეტი
მეზარება წერა. თუ წაიკითხე,მიხვდები რომ მტერი არ ვარ და კარგი რამე გირჩიე. ასევე მიხვდები რომ ეს ლექსი რომ არ მომწონს-მტერი არ ვარ. გემოვნებაზე კი არ დაობენ.პს.პადკუპილიუმორითავტორო:) მართლა.
წარმატებები.ქულები აღარ მაქვს მეტი და..არც მესაინტერესობა ესთემა გამგები გაიგებს:)
125 ქულა და.არ მაქვს მეტი
მეზარება წერა. თუ წაიკითხე,მიხვდები რომ მტერი არ ვარ და კარგი რამე გირჩიე. ასევე მიხვდები რომ ეს ლექსი რომ არ მომწონს-მტერი არ ვარ. გემოვნებაზე კი არ დაობენ.პს.პადკუპილიუმორითავტორო:) მართლა.
წარმატებები.ქულები აღარ მაქვს მეტი და..არც მესაინტერესობა ესთემა გამგები გაიგებს:)
15. ლალი მიშას კომენტარი წავიკითხე და მშვენივრად მივხვდი.შენ შეგიძლია შენი აზრი მითხრა.ოგონდ გთხოვ ცოტა მარტივად და გასაგებად ამიხსენი კაი? ლალი მიშას კომენტარი წავიკითხე და მშვენივრად მივხვდი.შენ შეგიძლია შენი აზრი მითხრა.ოგონდ გთხოვ ცოტა მარტივად და გასაგებად ამიხსენი კაი?
14. კი მომწონს და ასახსნელი არაფერია კი მომწონს და ასახსნელი არაფერია
13. ლურსმანი=მოგწონს ეს ლექსი?ამიხსენი აბა რატომ?
ლურსმანი=მოგწონს ეს ლექსი?ამიხსენი აბა რატომ?
12. მირჩია კაცო.მარა ცოტა სხვანაირად უნდოდა:D მირჩია კაცო.მარა ცოტა სხვანაირად უნდოდა:D
11. თუმცა ხომ მაინც არ ანაღვლებს არვის არც ისე :D თუმცა ხომ მაინც არ ანაღვლებს არვის არც ისე :D
10. სამიდან რომლის გაგიკვირდა ლალი,თუ შენი კომენტარი,მეოთხესი სამიდან რომლის გაგიკვირდა ლალი,თუ შენი კომენტარი,მეოთხესი
8. და ვინ გითხრა რომ ეს მარგალიტია?:D და ვინ გითხრა რომ ეს მარგალიტია?:D
7. სხვა გოლგოთებიც მოვიარე ჩემი გალობა რომ მომეწვდინა შენამდე
მე ძალიან ნაკლებად ვიხიბლები ასეთი''მარგალიტებით''. გამიკვირდა ზოგიერთის კომენტარი აქ.
სხვა გოლგოთებიც მოვიარე ჩემი გალობა რომ მომეწვდინა შენამდე
მე ძალიან ნაკლებად ვიხიბლები ასეთი``მარგალიტებით``. გამიკვირდა ზოგიერთის კომენტარი აქ.
6. კი ჩემო კარგო არ გვაკლია კარგი კრიტიკოსები და ავტორები ქართველებს. ინტელექტში ვეჯიბროტ? უბრალოდ აქვე,მეზობელ ფორუმზე დევს ის რაც ძალიან წაადგება ამ ლექსის ავტორს:)
კი ჩემო კარგო არ გვაკლია კარგი კრიტიკოსები და ავტორები ქართველებს. ინტელექტში ვეჯიბროტ? უბრალოდ აქვე,მეზობელ ფორუმზე დევს ის რაც ძალიან წაადგება ამ ლექსის ავტორს:)
5. როგორ გაიგე რატიანის კომენტარები არ ვიცი მაგრამ მერწმუნე უკეთესი კრიტიკა კომენტარებია ვახტანგ კოტეტიშვილის კვლევებში.ჩანართები რომანტიზმიდან რეალიზმისკენ.გამზარდაშვილიც ასევე მშვენიერი კრიტიკოსი და...... რჩევისთვის უდიდესი მადლობა:D როგორ გაიგე რატიანის კომენტარები არ ვიცი მაგრამ მერწმუნე უკეთესი კრიტიკა კომენტარებია ვახტანგ კოტეტიშვილის კვლევებში.ჩანართები რომანტიზმიდან რეალიზმისკენ.გამზარდაშვილიც ასევე მშვენიერი კრიტიკოსი და...... რჩევისთვის უდიდესი მადლობა:D
4. ლიტგეზე დევს ნინო დარბაისელის ბოლო პოსტი,ლექსი პატრიოტულ ლირიკაზე. ლექსი მე ნაკლებად და მიშა რატიანის არაჩვეულებრივი კომენტარებია -როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე დღეს ლექსი.
არ წააგებთ ტუ ნახავთ.
წარმატებები ავტორო. მე არ მომეწონა-ლექსი. თემატიკა-ძალიან საჭიროა.
ლიტგეზე დევს ნინო დარბაისელის ბოლო პოსტი,ლექსი პატრიოტულ ლირიკაზე. ლექსი მე ნაკლებად და მიშა რატიანის არაჩვეულებრივი კომენტარებია -როგორ უნდა დაიწეროს პატრიოტულ ლირიკაზე დღეს ლექსი.
არ წააგებთ ტუ ნახავთ.
წარმატებები ავტორო. მე არ მომეწონა-ლექსი. თემატიკა-ძალიან საჭიროა.
2. მაგარია...აი ძაან მაგარია ფედრა...გენაცვალე... მაგარია...აი ძაან მაგარია ფედრა...გენაცვალე...
1. ბრავო...ძალიან მომეწონა 55555555 ბრავო...ძალიან მომეწონა 55555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|