ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2010


მე შენით ვსუნთქავ - მ ო ნ ი!

ქარია. წვიმს და პოეტური პროფილით გიცდი...
გრძელ კაშნეს ვიხვევ და სიგარეტს ვუკიდებ შორით -
ახლა ამინდსაც მითუმეტეს უფრო აქვს ხიბლი,
რომ დაგინახა... აღელდა და გაოცდა მ ო ნ ი!

მონი იმ ღამეს გეძახოდი სიზმარში ცხადად...
ვერხვის ჩრდილებში ჩამოღვენთილ ტკივილებს ვჯობნით!
ქარი ვალს ცეკვავს... და მოლბერტზე განათდა რაღაც
"ნოტი“ - რომელიც გამოვძერწე გეძღვნება მ ო ნ ი!

ცხოვრება ფლიდი - მერყევი და ამბობენ ასე...
„სადღაც იმედი“ და იმედში დანახულს ვკოცნი -
მე პოეზიის მთვრალი ლანდი ვიგუე მხარად,
ტვირთად დამაქვს და ამის მიღმა ვერ ვსუნთქავ მ ო ნ ი!

გეძახი ისევ! სველი ქვიშის ბაც ცისარტყელას -
ვურღვევ ჯებირებს და საათი ქრება ლოდინით,
ზეცაზე ღრუბლებს აკვარელი სადღაც წალეკს და
უამინდობა ვერ იდარებს უშენოდ მ ო ნ ი!

და ბოლოს... შორით მიყუჟული ძველი ზარდახშა
ვარდის ფურცლები აკიაფდნენ და მაინც როდის?!
მე პოეზიას სულს გავატან ასე - ქარდაქარ...
მე შენით ვსუნთქავ! და შენს მიღმა არ მინდა მ ო ნ ი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები