 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 4 ივლისი, 2010 |
"დაუჯდომელი" - ათასი წელი მიჭირავს ხელში. მეწვის ხელები!..
და მერამდენედ ვიმეორებ: ”ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო...”
ასე გაქებდით, ღვთისმშობელო, ათასი წლის წინ...
"დაუჯდომელი" - ძოწ-ლალ-ბადახშით მოოჭვილი ორივე მხრიდან...
შიგნით - ლექსი, გარეთაც ლექსი!.. ლექსებს კი მხოლოდ ფეხზე მდგარნი ვიტყოდით მაშინ, მითუმეტეს, შენდამი მოძღვნილს.
"დაუჯდომელო", - დედაენავ, შიგ რომ ღაღადებ,
დღეს უხელთათმნოდ ხელს ვერ გკიდებ, - ისე მყიფე ხარ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|