ავტორი: ლურსმანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 ივლისი, 2010
იცეკვე,რომ გაწვიმდე
"გარეთ წვიმებია,შიგნით წყვეტილები". როი.
ცა მუქდება და ნაოჭები უჩნდება. მალე საპირისპირო მხრიდან წამოსული ღრუბლები ერთმანეთს გადაიმტერებენ, გაიელვებს... წვიმის სუნი ასდის მიწას. სიმშრალე წვეთ-წვეთად მიისრისება. ფეხშიშველა გადიხარ გარეთ,ხელებს შლი,თავს მაღლა წევ. ნელ-ნელა ივსები და წვეთებს იზიდავ. გახშირდნენ,გიჟურად. კაბა გისველდება. ათასჯერ მეკითხები,როგორია წვიმა,ცა,მიწა,ფოთლები. პასუხს კი არ ელოდები ,ვხვდები და ვჩუმდები. გინდა,რომ მხოლოდ შენ ილაპარაკო,უმისამართოდ,ყველაფერი თქვა,რასაც ხედავ,გრძნობ,რახან მეც შენთან ერთად ვარ,უნებურად მიყვები. მე გისმენ და ფსკერამდე დაყვანილი თვალებით ვიღიმი. ღრუბლების კიდევ ერთი ხმაურიანი შერკინება... ტანზე უცნაურად მეკვრი,თან ნერვიულად კანკალებ.ვგრძნობ შენს სისველეს გულთან და მკლავებზე. სმენა მიგუბდება,ქუთუთოები მიმძიმდება. სუნთქვაჩაწყვეტილი ძლივს ვაბამ ერთმანეთზე ბგერებს და გეკითხები: -გ-ი-ყ-ვ-ა-რ-ვ-ა-რ? -ჩუ!ჩუმად,წვიმის ხმა მესმის. გაჩუმდი... არ მინდა მიგიჩვიო. მერე წვიმა შენთან ერთად იღლება. ღამდება. სახლში გაცილებ და დამშვიდობებისას ტკბილი სიზმრების სურვილს არ გიტოვებ, ამ ღამით ხომ არცერთს დაგვეძინება. შენ ისევ წვიმაზე იოცნებებ, მე-...
იცეკვე, იცეკვე... წვიმის ხმაზე იცეკვე... როგორც შეძლებ, რომ ყოველი დღე წვიმიანი იყოს და შენც გაწვიმდე უთვალავად.
ათასჯერ მეკითხები,როგორია წვიმა,ცა,მიწა,ფოთლები. პასუხს კი არ ელოდები ,ვხვდები და ვჩუმდები. გინდა,რომ მხოლოდ შენ ილაპარაკო,უმისამართოდ,ყველაფერი თქვა,რასაც ხედავ,გრძნობ,რახან მეც შენთან ერთად ვარ,უნებურად მიყვები.
:) :)
მე მაინც ამ ნაწილს გამოვარჩევდი
ათასჯერ მეკითხები,როგორია წვიმა,ცა,მიწა,ფოთლები. პასუხს კი არ ელოდები ,ვხვდები და ვჩუმდები. გინდა,რომ მხოლოდ შენ ილაპარაკო,უმისამართოდ,ყველაფერი თქვა,რასაც ხედავ,გრძნობ,რახან მეც შენთან ერთად ვარ,უნებურად მიყვები.