ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ივლისი, 2010


ამას კი მიხვდები

არ ესმის ჩემს "გმირს" არა, ჩვენ ასე არაფერი გამოგვივა, ძალა დაატანე შენს არსებას იმოქმედოს იბრძოლოს და მართოს საკუთარი თავი იმდენად,
რამდენადაც გსურს; ისწავლე ფიქრი, რომ შენს გონებას ხელიშეუწყო აზროვნებაში....
...მერე ხატე, წერე, იოცნებე რამდენიც გინდა, ეძიე ის, რაც ყოველთვის გსურდა ჩემო თავო, ჩემო ცხოვრებავ, ჩემო ლირიგულო "გმირო"....
ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში დგება გაურკვეველი მიმართულებების ჟამთა სვლა, დროთა დინება, ფიქრთა რუტინა...
ჩვენ კი რა?! მივყვებით ცხოვრების ზრიალსა და ვართ ასე უდარდელად,
იფიქრე ჩემო თავო, იფიქრე იქნებ დამშვიდნენ, დაღვინდნენ ეს ოხერი, ეს უსულდგმულო აზრები.
ხალხო მოდით ვცადოთ რა! ბევრსა და კიდევ უფრო მეტს შთავაგონოთ ის, რაც თავადაც ვერ შეგვიგნია (არსება) და ამის გამო, გილიოტინას მისწვდომია
ჩვენი ფიქრების კამარა...
ღმერთის ნაშვილები ხალხი კი, მეხრეს წყალობით გამოსავალს ეძებს და ასე არიან ღრიანცელში, ერთ დიდ კონად შეკრული ზვინი,
რომელიც ჭვარტლისა და სიბინძურისაგან საცაა ჩამოიშლება და მაინც ვერ ვხვდებით საით მივყევართ ამ მრუდე ბილიკს.
რა სურთ ჩვენგან  ან რას მოითხოვენ უფლისგან?
იფიქრე ჩემო თავო, იფიქრე სხვა რა დაგვრჩენია ოცნების გარდა ? (სარკაზმი)
თუ ქმედებას ზედაც არ შევყურებთ  და ასე : ხელის დაქნევით თუ უფრო სინანულით გავაცილებთ უცხო ოცნებებეში,
როგორც ტრამვაისთან მდგარი, პატარა ბიჭ-ბუჭების გროვა, რომელთაც ოცნებად გადაქცევიათ ამ ტრამვაიში ჩასხდომა,
თავაანთი სურვილების ახდენა.
იფიქრე ჩემო თავი, იფიქრე რა შეიძლება ამ ყოფას, ამ ქაოტურ სულს დაუპირისპირო, რით შეგვიძლია შევაჩეროთ ამდენი ბოღმა, სიძულვილი? (სარკაზმი)
რასაკვირველია ქრისტიანობა, ჩვენთვის დიდი "ფარია". რომელიც გვიცავს სრულ პირუტყველთმყოფელობამდე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის!
არ არის სამყოფი ერთი-ორი ფურცელი დაწერო და ხალხს გააგებინო: არიქა, ძირს ვეშვებით ქვეყანას კაპასი დათვი მოსდგომია
თავისი მრისხანე ტორებით!!!
არა! ეს კმაყოფის გრძნობას არ ბადებს ჩვენში. "საზრდოსთვის" საჭიროა ქმედება და არა "საღათას ძილი"
ამას გაჰკიოდნენ წინაპრები, მაგრამ რაა? (ისევ სარკაზმი)
იფიქრე ჩემო თავო, იფიქრე  თავს დაატანე ძალა ღმერთს სიყვარული ეთხოვე, არ გვინდა მეტი, არა!


დ. მუხიგულაშვილი ... 03.08.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს