ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


კალიების შემოსევა ანუ სოციალური ლექსი


მუტანტი კალიებით გავსებულა ოთახი.
ისინი ჰგვანან ტელევიზიის ფასადზე შერჩენილ ნატყვიარებს,
და მე
მახსენდება ომი (ომები!),
როცა სიმართლე -
გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების რადიოგრამა -
ისმინება ძლივს და ალაგ-ალაგ,
როცა ქალაქი სუნთქვადა ცალი ფილტვით
და მეორეს,
საკუთარი ხელით დაკემსილს,
ინახავდა სპირტში,
ყოველი შემთხვევისთვის.

მუტანტი კალიები დამსხდარან ფარდებზე.

ახლა გადანერგვის ოპერაციების დროა
და უხარისხო ფირების აღდგენის,
მაგრამ უცხოეთში არიან პროფესიონალები,
აქ ვართ მხოლოდ ჩვენ -
უმუშევრები
ან ზაფხულის სიცხისგან გათანგული "კალიები"
და ვცდილობთ გავერიდოთ ალმურს... 




   


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს