ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2010


ამ უცნაურთან "ლირიკა"

ქრიან ფოთლები და არა ქარი, ამ შემოდგომის ნესტიან დღეს,
როგორი ბანალური და ნაცნობი სურათი მეხატება, რომელსაც თითქოსდა წინჩამოფარებული ფარდა უშლიდეს ხელს
ამ ქაოსით მოცული შემოდგომის პეიზაჟის აღქმაში,
რომელიც სხვისთვის რატომღაც ისევ გაცვეთილია და ისევ არალექსი ამ თვალსაჩინო სურათის გაფიქრება.
აი, მაგალითად: დაფნა, რომელიც თრთის და შემოდგომას მიხატავს თავისი აკანკალებული და მარადმწვანეობის
დაუცხრომელი ჟინით, აი დაუშვათ, ეს ნესტიანი კედლები, რომლებიც ეზოში აყუდებულან და იქიდან გადმომცქერიან თავაანთი
ქედმაღლური იერით.
არა და მაინც, რა მიკვირს იცით?
რა და ამათი ძლიერება და თვით ბუნების შინაგანი ძალა.
ეხლაც ვუყურებ მათ... არც ძალას კარგავს და არც ჟინს, ერთმანეთისგან არ გვანსხვავებს, არც მე და
არც ჩემს გვერდით მდგარ საკანალიზაციო მილს,
მისთვის  ისეთივე ადვილად შესაცნობნი ვართ, როგორც მათი იდუმალებაა ამოუცნობი ჩვენთვის,
არაა... ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რა არის აქ საიდუმლო და ამოუცნობი თქო; ის ხან დაუნდობელია და ხანაც სირინოზივით მიმზიდველი თქო,
მაგრამ ასე მარტივად და წამიერში, როდის ხდება ?!
ღმრთისაგან შვიდ დღედ ქმნილი ბუნების ამოხსნა, დაკონკრეტება და სასრულამდის მიყვანა?!
თუმცაღა "წამი ქმნის მარადისობას"... მიზეზი მხოლოდ  ერთი შეიძლება იყოს, ჩემი უვიცობა ბუნების მიმართ
და თუ ოდესმე ეცდები ახსნას ბუნების ძალის,
მაშინ ცადე ეს, როცა ბუნება ქალის მანდილს გადმოაფარებს,
ჩემად წოდებულ "შემოდგომას"

დ. მუხიგულაშვილი    2009.10.16

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს