ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2010


მეტამორფოზა

დღეს მეყსეულად გავიხადე
რუხი მგლის ქურქი,
ვერძის ტყავი,
გველის პერანგი
და რა მივიღე? -
ლანდად ვჩანვარ კედლის სარკეში...

ახლა ამ ძაღლსაც მოვკლავ ჩემში,
შენზე დაგეშილს,
და სულ გავქრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები