ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mexanic
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2010


მიყვარს

მიყვარს ბახუსის ხელადა,
მაგ ბაგესაავით ცვრიანი,
მკერდის ზღვაური ღელვა და
ზედ კაბა იისფრიანი.
სისხლში რწეული რითმები,
ვნება თაფლიან-რძიანი,
თითები, შენი თითები,
ბროლ-ბადახშ-მინანქრიანი.
გზა საშენკენოდ სავალი
მე მგზავრი დანაგვიანი,
დაღვრილი შენი დქლალი,
შეუვალ-მაყვალიანი.
წარბის მომთვარო რკალები,
მკლავთა გედებად ფრთხიალი,
თვალები, შენი თვალები,
ხან დღე, ხან შუაღმიანი.....
და ისევ ღვინის ხელადა,
მაგ ტუჩებივით ცვრიანი,
მკერდის ზღვაური ღელვა და
ზედ კაბა იისფრიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები