ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2010


წმინდა აბრაამი და ისაკი

ისაკი
------------------
აბრაამი უფალს ზვარაკს სწირავს,
მეც აღარაფერს მეკითხება,
და სამსხვერპლოზე ფიჩხი მიმაქვს
ჩემი პატარა,სუსტი მხრებით...

ცეცხლი დაანთო მამამ უბრად,
წამოიკვნესა უცებ მძიმედ
და უცნაურად გამეხუმრა,
თითქოს მე უნდა შევეწირე...

მამის სიყვარულს უფრო ვგრძნობდი,
მაშინაც, როცა, თითქოს მკლავდა,
და ვიდრე ერთად ვთამაშობით,
ბუჩქებში კრავი გაიხლართა...




წმინდა აბრაამი
------------------------
გზა ღმერთის რწმენით არის ნალესი,
შვილიც აბრაამს მისდევს ცისაკენ,
და დღესაც ყველა ბაშვის თვალებში
ღმერთის მოშიში ცელქობს ისაკი...

ციდან გაისმა:--აბრაამ არ გინდა!
და გაიფანტა დარდი ნისლივით
და დღესაც ყველა დედის ბაგიდან
გაოცებული სარა იცინის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები