ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2010


იოსები

ხანდახან ტყესაც შეაჟრიალებს,
ძნა წამოიწევს ხოლმე ძნებიდან
და ნაპურალში დღესაც შრიალებს
სიზმარი წმინდა იოსებისა...

წუთისოფელი ვის არ გამოცდის,
ძმებს ხომ ღვიძლი ძმა განუძარცვიათ,
და იოსების ჭრელი სამოსი
უდაბნოს ცოდვილ ტანზე აცვია...

ძმა მოგადგება ერთხელაც ურმით,
ცხოვრება თურმე ამისთანაა
და იოსების ნაკურთხი  პური
სამხრობას უწევს დღესაც ქანაანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები