 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პროზა 19 ივლისი, 2008 |
(ნამდვილი ამბავი)
თბილისი ალბათ ზოგადად გიჟების ქალაქია, ამიტომ "სერტიფიცირებული" გიჟებიც არავის უკვირს. ქალაქში უბანი არ არის, საკუთარი გიჟი რომ არ ჰყავდეს. ჩვენი უბნის "სიამაყე" - გიჟი აპალონაა. ისე, გიჟი ეძახე შენ და კაცს 12 ენის პროფესორის წოდება აქვს მიღებული. ეზოში მის გამოჩენას ბავშვები ასე ხვდებიან - პრივეტ აპალონ! -Hallo, Appalon! და ასე, ვინც რა ენა იცის. სულ ზეპირად იცის ვეფხისტყაოსანიც და ბევრი სხვა შედევრიც. ერთხელ, გაგანია ზვიადისტობისას, პატივცემული აპალონა საკუთარი მეხუთე სართულის ვიწრო აივანზე ბოლთას სცემდა და შინდისფერი დროშის ფრიალით, დამტვრეული ქართულით გაჰყვიროდა: "ნახეს უცქო მოკმე ვინმე, დჟდა მტირალი წკლისა პირსა..." ერთ-ერთი წამოფრენის დროს ფანჯრებიდან ფიფქებივით გადმოყრილ სურათებში კი ჩანდა პელე და აპალონა, აპალონა და რაჯ კაპური და უამრავი ცნობილი ადამიანი (სად იყო მაშინ ფოტოშოფი და ამოჭერ-მიამონტაჟე)... აპალონა უბნის უპირობო ჩემპიონია ჭადრაკსა და ნარდში. მასთან ერთხელ მოგებაც კი კარგა ხნის სატრაბახოა ჩვენი ბირჟავიკებისათვის - ბიჭო, შენ რა უნდა მასწავლო, აპალონასთან მაქვს მოგებულიო! "აპალონა" თვითონ დაირქვა - ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონი ყველაზე ლამაზი ღმერთი იყოო, მეც აპოლონივით ლამაზი ვარო (ლამაზი არაააა...). ისე- პროფესორი ვოვა გაბედავაა. წყნარი, უწყინარი ადამიანია ჩვენი აპალონა, თუ დროზე ასმევს წამლებს "კურკინ მაწი" ეთერი. ეს ეთერი კიდევ ცალკე ისტორიაა- მოხუცი, უშვილძირო ქალი, რომელსაც ერთადერთი "შვილი" - ტაქსა კურკა რამენიმე წლის წინ "დაეღუპა", თორემ მანამდე ჩვენი უბნის ბევრი ბავშვი ვერ დაიტრაბახებდა ისეთი "შმოტკა" ჯემპრებით კურკას რომ ეცვა... მოკლედ, ვოვას ჩაცმა-დახურვა-დავარცხნა და წამლების დალევაც ეთერის პრეროგატივაა. აპალონას გაგიჟებაზეც ლეგენდები დადის. ზოგი ამბობს ქალი უყვარდა და რომ გაუთხოვდა, იმიტომ გაგიჟდაო, ზოგი ამბობს დედამისი დაახრჩოო, მაგრამ სისულელეა. არ გავს ვოვა მკვლელს, მით უმეტეს- დედის. სიყვარული კი... სიყვარული ნამდვილად შეუძლია. იყო დრო, მთელი უბანი ხალისობდა აპალონას მიჯნურობაზე უბნის მზეთუნახავ ანგელინასადმი. ანგელინა და კრისტინა სომხის ულამაზესი გოგოები იყვნენ.მარტო არასოდეს დადიოდნენ, უკან მშიერი თვალებით მიშტერებული 3-4 კაცი მუდმივად დაჰყვებოდათ. ანგო შავთმიანი, მუქთვალება გოგო იყო, კრისტი - ქერათმიანი და ცისფერთვალება. სულ იმაზე იყო დავა ანგელინა უფრო ლამაზი იყო თუ კრისტინა, ორივეს თავისი გულშემატკივარი ჰყავდა. საბოლოოდ, ბევრის და უპირველესად მათი მამის ჯინაზე, ორივე ქართველ ბიჭს გაჰყვა ცოლად და მერე გარიკა ხშირად წუწუნებდა- ვაი მამაჯან, რა მიყვეს ქართველებმაო! ხოდა, ჩვენი აპალონასთვის საკითხი-ანგელინა სჯობდა თუ კრისტინა, დიდი ხანია ანგოს სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი და თუ სადმე თვალს მოჰკრავდა, აუცილებლად გადაუდგებოდა წინ: - Анго, выйди за меня, красавица. ანგელინა კისკისებდა: - Ой, Вовочка, сказал бы раньше, сейчас я уже занята... - Тогда поцелуй один раз, прошу, я тебе цветы подарю. - Ой, Вовочка, Гия если узнает, убьет нас обoих. Не проси ты меня. და მართლაც მოკლავდა. გია ანგოს ყველაზე ფულიანი და აგრესიული თაყვანისმცემელი იყო. როცა ის გამოჩნდებოდა, ანგოს ფანჯრებს ქვემოდან ყველა ნელ-ნელა იკრიფებოდა და მერე დილამდე ისმოდა ეზოში გაშენებულ ალუბლების ხეივანში ანგოს კისკისი და გიას მოტანილი შამპანურების ბათქა-ბუთქი. ყველა ხვდებოდა,რომ ეს ამბავი ქორწილით დასრულდებოდა და ასეც მოხდა. მთელმა უბანმა მოიყარა თავი, რომ უკანასკნელად ენახათ თეთრ კაბაში გამოწყობილი მზეთუნახავი, რომელიც ეჭვიან ქმარს საცხოვრებლად რუსეთში უნდა წაეყვანა ქორწილის მერე. ყველანი - ბავშვები, ქალები, მოხუცები, ორივე დის თაყვანისმცემლები ეზოში შეგროვილიყვნენ, როცა უზარმაზარ თაიგულში ჩაკარგული პატარძალი მომაჯადოებელი ღიმილით გამოვიდა სადარბაზოდან და მანქანაში ჩაჯდომამდე ხელი დაგვიქნია დასამშვიდობებლად. მხოლოდ აპალონა არ იყო ეზოში, დაკვირვებული თვალი შეამჩნვდა მეხუთე სართულის ფანჯრის შუშაზე მიჭყლეტილ ცხვირს და შუბლს... ერთი თვე ვოვა ეზოში აღარ გვინახავს. მოჭადრაკეებმა მოიწყინეს, ეტალონი აღარ ჰყავდათ და ტრაბახსაც შეეშვნენ. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა აპალონა - განუყრელი ძველი დიპლომატით, გაქუცული ნაცრისფერი კოსტუმით და ძველებური ნერვული სიარულით. მის სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება და ახალი ჩვევა ყველას თვალში ეცა - ქალებზე და სიყვარულზე საუბარს ყურს მოჰკრავს თუ არა ყურს, ოხვრას გულს ამოატანს და ამბობს : - Она меня не любила......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. სად იყო მაშინ ფოტოშოფი და ამოჭერ-მიამონტაჟე
პროზაშიც პოეზიასავით ძლიერი ბრძანდებით! +2!!! სად იყო მაშინ ფოტოშოფი და ამოჭერ-მიამონტაჟე
პროზაშიც პოეზიასავით ძლიერი ბრძანდებით! +2!!!
26. და ეს ამბავიც ნეკერბურგში მოხდა? :)
კარგი ხარ :) და ეს ამბავიც ნეკერბურგში მოხდა? :)
კარგი ხარ :)
25. ცოტა მოგვიანებით წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ კარგია!!! ;) ცოტა მოგვიანებით წავიკითხავ. დარწმუნებული ვარ კარგია!!! ;)
24. ეეეეეე რამაგრად მიყვარს:) და სენ რა ძაან მომენატრე იცი მეგობარო:) ეეეეეე რამაგრად მიყვარს:) და სენ რა ძაან მომენატრე იცი მეგობარო:)
23. რს მაგრა მომწონს! :) 5 რს მაგრა მომწონს! :) 5
22. არაა, ვოვა არა ჰგავს მკვლელს ;) არაა, ვოვა არა ჰგავს მკვლელს ;)
21. მახსოვს ეს-კარგია. იქაც ვთქვი. მახსოვს ეს-კარგია. იქაც ვთქვი.
20. ძალიან კარგია.5 ძალიან კარგია.5
19. აჰაა ხომ ვთქვი მეცნოთქო:Dძველი ყოფილა
5 აჰაა ხომ ვთქვი მეცნოთქო:Dძველი ყოფილა
5
18. ეცა ვიციო,არა მახსოვსო რომ წავიკითხეო,მაგრამ რა წავიკითხე აღარ მახსოვსო:))
მოიცა აბაო გადავხედოო:D ეცა ვიციო,არა მახსოვსო რომ წავიკითხეო,მაგრამ რა წავიკითხე აღარ მახსოვსო:))
მოიცა აბაო გადავხედოო:D
17. კი ამბობ,აქაოდა ნიჭიერი არა ვარო,მარა რათქმა უნდა არ გეთანხმები და გაკოცე მაგ ნიჭიერ შუბლზე.5 ვოტ. კი ამბობ,აქაოდა ნიჭიერი არა ვარო,მარა რათქმა უნდა არ გეთანხმები და გაკოცე მაგ ნიჭიერ შუბლზე.5 ვოტ.
16. კარგია ნინ :) 5 მაგრამ ლექსები მიყვარს მე ნეკერასი ;;) >:D< კარგია ნინ :) 5 მაგრამ ლექსები მიყვარს მე ნეკერასი ;;) >:D<
15. სიმაოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. გადასარევი თხრობა, სიუჟეტური ხაზიც ძალიან დინამიურად მიდის და შეკრულია თავიდან ბოლომდე. ნინუც, კარგი ხარ..არა, უკარგესიიი :) ჩაგეხუტე:) სიმაოვნებით წავიკითხე კიდევ ერთხელ. გადასარევი თხრობა, სიუჟეტური ხაზიც ძალიან დინამიურად მიდის და შეკრულია თავიდან ბოლომდე. ნინუც, კარგი ხარ..არა, უკარგესიიი :) ჩაგეხუტე:)
13. ნეკერ, კარგად ყვები:) ისე, უბრალოდ, სევდანარევი იუმორით... 5
ბოლოს ცოტა წავიბორძიკე: "" ყველას თვალში ეცა-ქალებზე და სიყვარულზე საუბარს ყურს მოჰკრავს თუ არა"'... და ა.შ. აქ დროების არათანხვედრაა, რაც დისონანსს ქმნის და გადახედე-ერთ დროში მოუყარე თავი ზმნებს მაგ ერთ წინადადებაში :)
მომენატრე, ხო იცი, მე სითბოს რა დავარქვი? ;)
ნეკერ, კარგად ყვები:) ისე, უბრალოდ, სევდანარევი იუმორით... 5
ბოლოს ცოტა წავიბორძიკე: "" ყველას თვალში ეცა-ქალებზე და სიყვარულზე საუბარს ყურს მოჰკრავს თუ არა"`... და ა.შ. აქ დროების არათანხვედრაა, რაც დისონანსს ქმნის და გადახედე-ერთ დროში მოუყარე თავი ზმნებს მაგ ერთ წინადადებაში :)
მომენატრე, ხო იცი, მე სითბოს რა დავარქვი? ;)
12. მე კი არა, იურისტს ;) ახლა იმას სძნავს :) და გადავუგზავნი ხვალ დილით :)
მე კი არა, იურისტს ;) ახლა იმას სძნავს :) და გადავუგზავნი ხვალ დილით :)
11. რაღაცეები ხომ გადმოგიგზავნა და უნდა გაგეკეთებინა?:))) რაღაცეები ხომ გადმოგიგზავნა და უნდა გაგეკეთებინა?:)))
10. ვერაფერი ვერ გავიგე :D რა უნდა ვუყო ბესარიონს კაცო? :D
ვერაფერი ვერ გავიგე :D რა უნდა ვუყო ბესარიონს კაცო? :D
9. ჩვენი ბესო გოგო რა გჭირს? :))) ჩვენი ბესო გოგო რა გჭირს? :)))
8. აბა ბესარიონი გეკო? :) აბა ბესარიონი გეკო? :)
7. აპალონა კარგია და 5 შენ
მაგრამ...
ბესარიონს რას უშვები?:))) აპალონა კარგია და 5 შენ
მაგრამ...
ბესარიონს რას უშვები?:)))
6. საცოდავი აპალონა.კარგია ნეკერ,გაგრძელებაც შეიძლება,აპალონას სხვა ისტორიები ან სხვა მეზობლებეც,გამოგდის პროზაც. საცოდავი აპალონა.კარგია ნეკერ,გაგრძელებაც შეიძლება,აპალონას სხვა ისტორიები ან სხვა მეზობლებეც,გამოგდის პროზაც.
5. უი, ჩემი აპალონაც მოსულა!... პრივეტ, აპალონჩიკ!... :) ისე, ეს პოეტები მთლად ნუ გაპროზაიკოსდებით... გვაცადეთ, ბატონო! :-* 10 უი, ჩემი აპალონაც მოსულა!... პრივეტ, აპალონჩიკ!... :) ისე, ეს პოეტები მთლად ნუ გაპროზაიკოსდებით... გვაცადეთ, ბატონო! :-* 10
4. იყოს ნეკერ, მე მომწონს ეს წაკითხული მაქვს და გადავათვალიერე კიდო!:-* მომენატრე ხო იცი?;) იყოს ნეკერ, მე მომწონს ეს წაკითხული მაქვს და გადავათვალიერე კიდო!:-* მომენატრე ხო იცი?;)
3. მადლობთ ნინ :) ლექსები აღარ მომდის ახალი და იყოს ეს აპალონა აქ, რას მიშლის... :)
ბექა მეც :-* მადლობთ ნინ :) ლექსები აღარ მომდის ახალი და იყოს ეს აპალონა აქ, რას მიშლის... :)
ბექა მეც :-*
2. ეს მახსოვს და ისე მიყვარს :) ეს მახსოვს და ისე მიყვარს :)
1. ნეკერას სალმებ-ქალმები,აგი ვიცი მგონი,ჰოდა ხვალაც წავიკითხავ.
გაკოცე. ნეკერას სალმებ-ქალმები,აგი ვიცი მგონი,ჰოდა ხვალაც წავიკითხავ.
გაკოცე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|