 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2010 |
მაინც ვერ გამიგია რა უყვართ ადამიანებს ახალი წლის, რა აქვს განსაკუთრებული წლის დასასრულს ? ის რომ კიდევ ერთი წელი იწყება, თუ ის რომ, ადამიანები წინა წლის დაგროვებულ დარდებს ესვრიან ერთმანეთს და უხარიათ რომ, მათთვის კიდევ ერთი წელი დასრულდა. მერე სვავენ იქამდე, სანამ საკუთარი სხეულიდან არ ამოხეთქავს შადრევანი, მთელი წლის ნაჭამი და ნასვამი ცოდვებისა. დადიან უმისამართოდ, ადიდებული მდინარის კალაპოტივით და ცდილობენ იპოვონ, მაგრამ თავადვე არ იციან რისი პოვნა სურთ. მანამდე კი შუშის დარაჯებში გადმოყოფენ ხოლმე თავს და ერთმანეთს უშენენ ათასგვარი ფერის პატარა ბურთულებს, თუმცა ბურთულების ფერი, მათთვის ისეთივე შავია როგორიც, სამოციანი წლების ყველაზე ძვირადღირებული ტელევიზორი. უცნაურია ხალხი, მაშინ როცა უცნაური ხარ შენ-ო, იძახდა ჯიმ მორისონი ჯერ კიდევ სამოციან წლებში, ახლა კი უფრო მეტად უცნაურები გახდნენ... ყოველ დღე ვაკვირდები მათ, ყოველდღე ვსწავლობ და ვგრძნობ რომ, ახლა უფრო მეტად შეიცვალნენ, მე კი უცვლელი დავრჩი... წელს, პირველად ვხვდები ახალ წელს შენს გარეშე, თან არც არასდროს მიყვარდა ახალი წლის დღეები და ახლა უფრო მძიმე და აბსურდულია წლიდან წელზე გადასვლა საათის მიხედვით. გული მწყდება, მაგრამ ხასიათს ისევ შენზე ფიქრებით ვეთამაშები ღიმილობანას და მახსენდება წინა წლის 31 დეკემბერი, როდესაც სიცივით გონება გაყინულები, შუა ქუჩაში დავრბოდით და ვეძებდით ადგილს სადაც ოდნავ მაინც გაათბობდა შენს ნაზ თითებს რაიმე, რომ დაგეხატა თოვლის პატარა გუნდა... მაშინ ნამდვილად მიხაროდა ახალი წელიც, სიცივეც, თოვლიც, ახლა კი უფრო მეტად მცივა, უფრო მეტად მათოვს და არც სირბილის თავი აღარ მაქვს უშენოდ. თითქოს გაიყინა ეს წყეული საათის ისარი, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია 31 დეკემბერს უჩვენებს ადგილობრივი, ჩემი ოთახის დროით და ოთახშიც ისევ შემწვარი თამბაქოს სურნელი ტრიალებს. მოდი დავლევ, დავთვრები უგონოდ, მაგრამ რას მომიტანს სიმთვრალე? ისევ უშენობის წუთებს, ოღონდ ახლა უფრო გამზაფრებით და გამეტებით? თუ უფრო მეტ ტკივილს? შემაძულებს თითოეულ უშენოდ გატარებულ დღეს და სარკეს, სადაც მხოლოდ საკუთარი სხეულის აჩრდილი მოჩანს. მანდ? მანდ როგორ იციან ახალი წლის აღნიშვნა? მანდაც აქაურებივით იციან დათრობა და ერთმანეთის დევნა, რომ აჩუქონ ერთმანეთს ძველი წლის ტკივილები? თუ თავისთვის, წყნარად ხვდებიან საათის ციკლის მეთორმეტე დასრულებას, რომლის შემდეგაც დაიწყება ახალი ათვლა... შენ კი ვიცი, იჯდები შენთვის ზამთარივით თეთრ ტილოსთან და დახატავ იმ ემოციებს, რომელსაც ახალი წელი იწვევს შენში. ნეტავ დამანახა ახლა შენი ნაზი, საღებავებით დასვრილი შიშველი თითები, რომელიც ჰაეროვნად ეხება ტილოს სადაც ალბათ, ჩემი სილუეტი გაქვს წარმოდგენილი. დღეს ჩემი კონვერტიც ახალი წლის ფერებშია მორთული, მაგრამ მისამართი და ადრესატის სახელი უცვლელი: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი. გაგვიმარჯოს ანნა! გილოცავ დღეს, რომლის შემდეგაც ახლიდან იწყება საათის ციკლის ათვლა და ზამთრის თეთრ სიმძიმეს, ნელ-ნელა შეეპარება გამოცოცხლების უდარდელი თვეები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. არც ანნას უყვარს ახალი წელი.. ნწუ.. არადა მე მიყვარს..გილოცავთ მომავალ ახალ წელს...უუჰ,...მაგააარ... ვაიმე,ბექა,მე მაპატიე.... 5. არც ანნას უყვარს ახალი წელი.. ნწუ.. არადა მე მიყვარს..გილოცავთ მომავალ ახალ წელს...უუჰ,...მაგააარ... ვაიმე,ბექა,მე მაპატიე.... 5.
6. ეს ადრეც ხომ არ იდო? ილტოსპირელი.... არა, არ დამიდია :) ეს ადრეც ხომ არ იდო? ილტოსპირელი.... არა, არ დამიდია :)
5. ეს ადრეც ხომ არ იდო? ეს ადრეც ხომ არ იდო?
4. როგორც ყოველთვის :) როგორც ყოველთვის :)
3. მომეწონა მეც მომეწონა მეც
2. წერილი წერილად მომეწონა :) და მცირე შენიშვნები PM-ში გადმოგიგზავნე :) თუ გაითვალისწინებ, გამიხარდება :) წერილი წერილად მომეწონა :) და მცირე შენიშვნები PM-ში გადმოგიგზავნე :) თუ გაითვალისწინებ, გამიხარდება :)
1. ჯერჯერობით ბოლო წერილია :) აღარ მაქვს ქულები რო გავაგრძელო :D დიდი მადლობა ყველას :) ჯერჯერობით ბოლო წერილია :) აღარ მაქვს ქულები რო გავაგრძელო :D დიდი მადლობა ყველას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|