 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 4 აგვისტო, 2010 |
2010 წლის 1 აგვისტოს სტუმრად მეწვია აქბარ მოყადასი (ზუბიტაშვილი). ამჯერად აქბარმა პირობა შეასრულა და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი და დედაც ჩამოიყვანა ისტორიული სამშობლოს მოსანახულებლად. პირველ რიგში საგარეჯოში ადრე ჩამოსახლებული ფერეიდნელების ოჯახები მოვინახულეთ, სადაც წინა დღით ჩამოსულ ფერეიდნელ მხატვარ ალი ასლანიშვილსაც შევხვდით თავისი ოჯახით. ამ შეხვედრების აღწერას უბრალოდ აზრი არა აქვს, ფოტოებს მოვიყვან მხოლოდ... კაჭრეთში ცოტა ხანს შევისვენეთ. ბენზინგასამართ სადგურზე მომსახურე პერსონალი დიდი ოვაციებით შეგვხვდა: ამასაც მოვესწარით, ირანულ მანქანებში საწვავს ჩვენ ვუსხავთო! შემდეგ კი გზა სიღნაღისაკენ გავაგრძელეთ. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე მომღერალ-მოცეკვავე ახალგაზრდობა დაგვხვდა. იქვე მდგომმა დაცვის პოლიციელმა მითხრა: „წვიმის ფესტივალი“ ტარდებაო, რამაც ძალიან გამამხიარულა. მთელ კახეთს სიცხის ალმური ასდის და წვიმას სად ხედავთ-თქო? – ვკითხე... მაგრამ ცოტა ხანში შენობებს მოფარებული სახანძრო მანქანებიდან ისეთი შხაპუნა წვიმა „წამოვიდა“ რომ ნამდვილ წვიმას არაფრით ჩამოუვარდებოდა! ჩვენი სტუმრები ამ ფაქტმა ძალიან გაამხიარულა, განსაკუთრებით – ბავშვები. გაოცებულნი უყურებდნენ მოცეკვავე-მოწუწავე სიღნაღელებს. ცოტა ხანში წამყვანთან მივედი და ჩუმად ვუთხარი, განაპირას მოკრძალებული ადამიანების ჯგუფი რომ დგას, ფერეიდანიდან არიან ჩამოსულები და იქნებ ეს ფაქტი გააჟღეროთ-თქო? ქალბატონმა მზიამ (ასე ერქვა ფესტივალის ორგანიზატორს) მიკროფონით გამოაცხადა, რომ „წვიმის ფესტივალს“ ფერეიდანიდან ჩამოსული ახალგაზრდების ჯგუფიც ესწრებაო და სტუმრები თავისთან მიიწვია. მათ გარშემო მაშინვე ხალხი შეიკრიბა: ეფერებოდნენ ბავშვებს, საუბრობდნენ უფროსებთან, ეპატიჟებოდნენ სახლებში.
შემდეგ ბულვარში გავისეირნეთ, სადაც სიღნაღის რაიონიდან დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალური კედელი ვნახეთ.
ალაზნის ველის სანახავად ძველი გალავნისკენ გავწიეთ, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი კაცი ბინოკლს (საჭვრეტელა) აქირავებდა. ის კაცი აღმოჩნდა ნუკრიაანის მცხოვრები ზაურ მიხეილის ძე ნადირაშვილი, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო თავისი ბინოკლი ბავშვებს და გამომშვიდობებისას საკუთარი ლექსი წაგვიკითხა ფერეიდანზე:
გრიალებს ქარი, ბობოქრობს ქარი, ცა რისხვას უთვლის ხრიოკ ალაგებს ფერეიდანში ქართველი ქალი პირჯვარს იწერს და კვნესის, ღაღადებს...
სადა ხარ ჩემო ქართლის ბაღებო ზურმუხტოვანო ალაზნის ველო ჩემთა წინაპართ ნაფუძვარებო ჩემო ლამაზო სამშობლოვ ძველო!
ო, როგორ მინდა მე მისი ნახვა ძველი ალაგი მაჩვენა ერთი ტკბილი ნანინა ზედ დავამღერო დავატკბო ჩემი ქართლი, კახეთი.
მის გვერდით ადგა პატარა ბიჭი კარგი მალხაზი და ცუგრუმელა სახე უღიმის დედის სიტყვებზე თუმცა სიცივით კანკალებს გელა.
ამ დროს დაჰბერა ძლიერმა ქარმა დედას მოსტაცა თეთრი მანდილი შორით გასტყორცნა, გააფრიალა გააწყვეტინა თვისი წადილი.
ახედა დედამ მანდილს წამიერ სიხარულისგან იწყო ძახილი. „ქართში მივფრინავ“ მანდილს ეწერა ფერეიდანის ამოძახილი.
სიღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიაანი ზაურ მიხეილის ძე ნადირაშვილი.
სიღნაღიდან კახეთის სოფლების დასათვალიერებლად დაბლა დავეშვით და ჩემს მშობლიურ ქალაქს – წნორს ვესტუმრეთ, სადაც დედაჩემი უკვე კარგა ხანია გველოდა. რა თქმა უნდა, დედას ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრების ნახვა, განსაკუთრებით კი აქბარის ნახვა, რომელსაც უკვე თავის ღვიძლ შვილად თვლის. სუფრის სამზადისს რომ შევუდექით, ჩემს მეზობლად მცხოვრები ჩემი ნათლული მანანა სიხაშვილი გვესტუმრა. მანანა სტუმრებს ხაჭაპურებით და ყავით გაუმასპინძლდა. ბავშვები მაშინვე ეზოში გაიფანტნენ. უფროსი ქალბატონები ჩრდილში დასხდნენ და საკმაოდ მალე უკვე დიდი ხნის ნაცნობებივით საუბრობდნენ. დედაჩემმა აქბარის დედას შესჩივლა რომ ორი შვილი გაზარდა, მაგრამ სიბერეში მაინც მარტო დარჩა, მხოლოდ ზამთარში ჩადის შვილებთან, ზაფხულობით კი ძირითადად მარტოა (თუ არ ჩავთვლით შაბათ-კვირას). აქბარის დედას რვა შვილი ჰყავს, მაგრამ ისიც იგივე დღეშია. ამიტომ დედაჩემი ირანში მიიწვია – ერთმანეთს ხმას მაინც გავცემთო. საუბრით კი ქართულად საკმაოდ გამართულად საუბრობს. აქბარის სიძეები დედაჩემს და თავის სიდედრს ჩაით გაუმასპინძლდნენ, შემდეგ კი მწვადის სამზადისს შეუდგნენ. სადილის შემდეგ ქალბატონები წყაროზე გავიდნენ ჭურჭლის გასარეცხად, სადაც მეზობლებიც გამოვიდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ფერეიდნელ სტუმრებთან ერთად. ბავშვები ჯერ ისევ ეზოში გაიფანტნენ და მერი ბებიას საზამთროდ შეშა დაუმზადეს, შემდეგ კი სახლში ძველი პიანინო აღმოაჩინეს და აღარც მოსცილებიან. მთელმა დღემ ისე გაირბინა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. თბილისში დაბრუნებამდე ვაპირებდით გურჯაანის და თელავის ნახვასაც, მაგრამ ბავშვები ისე იყვნენ დაღლილნი და უფროსები ემოციებით დატვირთულნი, რომ გადავწყვიტეთ ეს დღე დარჩენილიყო სიღნაღის დღედ, ხოლო წინანდალის და ერეკლე მეორის სასახლის მონახულება სხვა დროისთვის გადავდეთ. დედას ჩვენთან განშორება აღარ უნდოდა, არც სტუმრებს ეთმობოდათ მასპინძელი და ყვავილნარად ქცეული ეზო, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა გვედო.
დაწვრილებით იხილეთ საიტში www.fereidani.ge ქვეთავი 169.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ღმერთი და ხალხიც არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, ბ-ნო გიორგი! ღმერთი და ხალხიც არასოდეს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს, ბ-ნო გიორგი!
22. ეს როგორ გამომრჩა, მრცხვენია:( წავედი www.fereidani.ge-ზე....
ეს როგორ გამომრჩა, მრცხვენია:( წავედი www.fereidani.ge-ზე....
21. არ შევმცდარვარ, მართლა საინტერესო ავტორი ვიპოვე დღეს... რაოდენ დიდი და საერთო სიყვარულის ობიექტი გვქონია, ბატონო გიორგი_ ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები ჩემი აქილევსის ქუსლია... დავპურდი მე აქ.... არ შევმცდარვარ, მართლა საინტერესო ავტორი ვიპოვე დღეს... რაოდენ დიდი და საერთო სიყვარულის ობიექტი გვქონია, ბატონო გიორგი_ ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები ჩემი აქილევსის ქუსლია... დავპურდი მე აქ....
20. გადასარევად წერთ, ბ-ნო გიორგი! 5 გადასარევად წერთ, ბ-ნო გიორგი! 5
19. ერთი ძირიდან წამოსულები ყოველთვის მოძებნიან გზას ერთმანეთის გულებისკენ! კარგ საქმეს აკეთებთ, ბეატონო გიორგი თქვენი საიტითა და თქვენი თბილი გულით! წარმატებები!
ერთი ძირიდან წამოსულები ყოველთვის მოძებნიან გზას ერთმანეთის გულებისკენ! კარგ საქმეს აკეთებთ, ბეატონო გიორგი თქვენი საიტითა და თქვენი თბილი გულით! წარმატებები!
18. მე17კომენტარს ვეთანხმები და საოცრად ყვები:)))+777 მე17კომენტარს ვეთანხმები და საოცრად ყვები:)))+777
17. ფერეიდანი ჩვენი ერის უკურნებელი ტკივილია... ფერეიდანი ჩვენი ერის უკურნებელი ტკივილია...
16. ეს შენთან წავიკითხე!!! კარგი ხარ ძამია!!! არა ერთხელ მითქვამს!!! იხარე და იდღეგრძელე!!! გაიხარე შენა!!! ეს შენთან წავიკითხე!!! კარგი ხარ ძამია!!! არა ერთხელ მითქვამს!!! იხარე და იდღეგრძელე!!! გაიხარე შენა!!!
15. კარგი ნაწერია, გულიანი. 5 კარგი ნაწერია, გულიანი. 5
14. რა თქმა უნდა "მიწა-წყალო"! იქედან რომ ვბრუნდები, თითქოს გაასმაგებული ენერგია მაქვს ხოლმე, ამას მხოლოდ საკუთარ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ თუ იგრძნობს ადამიანი... ნანა ჯორჯაძის ფილმში ერთი ქალი რომ ამბობს ინტერვიუში: ზოგჯერ მივდივარ სადგურზე და ჩვენებურ მატარებლებს ვხვდებიო - გახსოვს? აი, ეს არის... რა თქმა უნდა "მიწა-წყალო"! იქედან რომ ვბრუნდები, თითქოს გაასმაგებული ენერგია მაქვს ხოლმე, ამას მხოლოდ საკუთარ მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ თუ იგრძნობს ადამიანი... ნანა ჯორჯაძის ფილმში ერთი ქალი რომ ამბობს ინტერვიუში: ზოგჯერ მივდივარ სადგურზე და ჩვენებურ მატარებლებს ვხვდებიო - გახსოვს? აი, ეს არის...
13. მე და თამრიკო ერთად დავდივართ წნორში და მეც თქვენი "მიწა–წყალი" ვყოფილვარ, ბ–ნო გიორგი... პატივისცემით, დალი... მე და თამრიკო ერთად დავდივართ წნორში და მეც თქვენი "მიწა–წყალი" ვყოფილვარ, ბ–ნო გიორგი... პატივისცემით, დალი...
12. საოცარი თხრობა გაქვს! :) თბილი და შინაარსიანი :) თან ისეთ ენაზე საუბრობ ყველასთვის გასაგები რომაა, დიდისთვისაც და პატარისთვისაც :) საოცარი თხრობა გაქვს! :) თბილი და შინაარსიანი :) თან ისეთ ენაზე საუბრობ ყველასთვის გასაგები რომაა, დიდისთვისაც და პატარისთვისაც :)
11. მახსოვს გიორგი კალანდია გვყავდა სტუმრად. ფერეიდანელ ქართველებზე საუბრობდა. ფერეიდანში ასე ამბობენ: აქ, ჩვენთან, საქართველოშიო... კიდევ ის გაიხსენა, რომ ფერეიდანში ამბობენ: ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრები, საქართველოში მოხვდებიო... იმ შეხვედრაზე ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა გიორგის ის წერილები გადასცეს, რომელიც ფერეიდანელ თანატოლებს გაუგზავნეს... ისე გამიხარდა ახლა თქვენი წერილი, ვერ წარმოიდგენთ... გმადლობთ... მახსოვს გიორგი კალანდია გვყავდა სტუმრად. ფერეიდანელ ქართველებზე საუბრობდა. ფერეიდანში ასე ამბობენ: აქ, ჩვენთან, საქართველოშიო... კიდევ ის გაიხსენა, რომ ფერეიდანში ამბობენ: ცისარტყელის ქვეშ თუ გაძვრები, საქართველოში მოხვდებიო... იმ შეხვედრაზე ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა გიორგის ის წერილები გადასცეს, რომელიც ფერეიდანელ თანატოლებს გაუგზავნეს... ისე გამიხარდა ახლა თქვენი წერილი, ვერ წარმოიდგენთ... გმადლობთ...
10. მეც მომინდაააააააააა და საერთოდ ყოველთვის მინდოდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა...ახ ნეტავ თქვენტან ერთად ვყოფილიყავი... მეც მომინდაააააააააა და საერთოდ ყოველთვის მინდოდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა...ახ ნეტავ თქვენტან ერთად ვყოფილიყავი...
9. 7. რა საინტერესოდ და თბილად ჰყვები ხოლმე... (ზღაპარივით...) არ მინდოდა დასრულებულიყო... მართლაც ასეა...:) ვეთანხმები რობერტს... კახეთში რომ ფერეიდნელი ქართველები დაასახლეს მეც მახსოვს...:) ძალიან პატარა ვიყავი, მაინც მახსოვს...ერთნაირი სახლები რომ ქონდათ ჩაყოლებზე... 7. რა საინტერესოდ და თბილად ჰყვები ხოლმე... (ზღაპარივით...) არ მინდოდა დასრულებულიყო... მართლაც ასეა...:) ვეთანხმები რობერტს... კახეთში რომ ფერეიდნელი ქართველები დაასახლეს მეც მახსოვს...:) ძალიან პატარა ვიყავი, მაინც მახსოვს...ერთნაირი სახლები რომ ქონდათ ჩაყოლებზე...
8. :))))))) როგორ მგვრის-ხოლმე ცრემლებს პირიქითა საქართველოს გახსენება :)))))
ახედა დედამ მანდილს წამიერ სიხარულისგან იწყო ძახილი. „ქართში მივფრინავ“ მანდილს ეწერა ფერეიდანის ამოძახილი.
:))))))))))))))))))))) :))))))) როგორ მგვრის-ხოლმე ცრემლებს პირიქითა საქართველოს გახსენება :)))))
ახედა დედამ მანდილს წამიერ სიხარულისგან იწყო ძახილი. „ქართში მივფრინავ“ მანდილს ეწერა ფერეიდანის ამოძახილი.
:)))))))))))))))))))))
7. რა საინტერესოდ და თბილად ჰყვები ხოლმე... (ზღაპარივით...) არ მინდოდა დასრულებულიყო...
გაგრძელებაც იქნება, ალბათ, არა?.. ძალიან მაინტერესებს, ეს ხომ ჩვენს ბედუკუღმართ ისტორიასთან დაბრუნებაა, რომელიც აგერ როდის მხოლოდ სიყვარულით, გულისა და ხელის გაწვდენით, ალალი ღიმილითა და სიკეთით უნდა დავიამოთ - "ანქ" და "ინქ" მყოფმა ქართველებმა... დიდხანს სიცოცხლე ორ დედას! საოცარი ფოტოა მართლაც და ისტორიული! რა საინტერესოდ და თბილად ჰყვები ხოლმე... (ზღაპარივით...) არ მინდოდა დასრულებულიყო...
გაგრძელებაც იქნება, ალბათ, არა?.. ძალიან მაინტერესებს, ეს ხომ ჩვენს ბედუკუღმართ ისტორიასთან დაბრუნებაა, რომელიც აგერ როდის მხოლოდ სიყვარულით, გულისა და ხელის გაწვდენით, ალალი ღიმილითა და სიკეთით უნდა დავიამოთ - "ანქ" და "ინქ" მყოფმა ქართველებმა... დიდხანს სიცოცხლე ორ დედას! საოცარი ფოტოა მართლაც და ისტორიული!
6. ჩემი მოკითხვა აქ! 5555 ჩემი მოკითხვა აქ! 5555
5. წარმომიდგენია gugua რა ვქნათ კახეთში ჯერ კიდევ იციან ქალის ფასი...;) ძალიან გამამხიარულეთ :) წარმომიდგენია gugua რა ვქნათ კახეთში ჯერ კიდევ იციან ქალის ფასი...;) ძალიან გამამხიარულეთ :)
4. წეღან დამავიწყდა :) საინტერესოა ის ქალი ახლა კიდევ რომ ყოფილიყო რას იზამდა ფერეიდნელი გოგონების "დახარისხებისას?" მათ ხომ შარვლებიც ეცვათ და ზემოდან კაბებიც? :) წეღან დამავიწყდა :) საინტერესოა ის ქალი ახლა კიდევ რომ ყოფილიყო რას იზამდა ფერეიდნელი გოგონების "დახარისხებისას?" მათ ხომ შარვლებიც ეცვათ და ზემოდან კაბებიც? :)
3. თამარ, ყველაფერში პირველოოო! აქ მხოლოდ ნაწილი გადმოვიტანე ხომ იცი? ის სურათები საერთოდ გავაქრე :) მე კი არც არაფერი, მაგრამ იმათთვის პრობლემა რომ არ გამხდარიყო...
ლელა, ბავშვები ვეღარ მოვაგროვე, კარდაკარ ვეძებდი და მაგანაც დაგვაგვიანა ალბათ ასე უფრო აჯობებს: თელავს და გურჯაანს მთელი დღე უნდა - გამოვლით კი არა პირდაპირი ჩასვლითაც შეიძლება ყველაფრის ნახვა ვერ მოგვესწრო, განა არა? ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა: სტუდენტობის დროს ზაფხულში პოლონელი სტუდენტები ჩამოვიდნენ ჩვენთან. დაბადების დღე მოვიმიზეზე და უშიშროებამ ნება დაგვრთო კახეთში ჭაგვეყვანა, გურჯაანში რომ მივედით, ახტალის ნახვა მოისურვეს. რა თქმა უნდა შევედით და იქ ერთმა ქალმა ასე "დაგვახარისხა" - შარვლიანები კაცების საერთოში შეგვიშვა და კაბიანები კი ქალების საერთოში... პოლონელი გოგონები ყველა შარვლით იყო (მაშინ საქართველოში ქალები არ ატარებდნენ შარვალს) და ხომ წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა ეს ლამაზ-ლამაზი გოგოები რომ დაადგენ თავზე ამდენ შიშველ კახელ კაცებს :) :) :) თამარ, ყველაფერში პირველოოო! აქ მხოლოდ ნაწილი გადმოვიტანე ხომ იცი? ის სურათები საერთოდ გავაქრე :) მე კი არც არაფერი, მაგრამ იმათთვის პრობლემა რომ არ გამხდარიყო...
ლელა, ბავშვები ვეღარ მოვაგროვე, კარდაკარ ვეძებდი და მაგანაც დაგვაგვიანა ალბათ ასე უფრო აჯობებს: თელავს და გურჯაანს მთელი დღე უნდა - გამოვლით კი არა პირდაპირი ჩასვლითაც შეიძლება ყველაფრის ნახვა ვერ მოგვესწრო, განა არა? ერთი სასაცილო ამბავიც გამახსენდა: სტუდენტობის დროს ზაფხულში პოლონელი სტუდენტები ჩამოვიდნენ ჩვენთან. დაბადების დღე მოვიმიზეზე და უშიშროებამ ნება დაგვრთო კახეთში ჭაგვეყვანა, გურჯაანში რომ მივედით, ახტალის ნახვა მოისურვეს. რა თქმა უნდა შევედით და იქ ერთმა ქალმა ასე "დაგვახარისხა" - შარვლიანები კაცების საერთოში შეგვიშვა და კაბიანები კი ქალების საერთოში... პოლონელი გოგონები ყველა შარვლით იყო (მაშინ საქართველოში ქალები არ ატარებდნენ შარვალს) და ხომ წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა ეს ლამაზ-ლამაზი გოგოები რომ დაადგენ თავზე ამდენ შიშველ კახელ კაცებს :) :) :)
2. ყველაფერი ძალიან მომეწონა ბატონო გუგუა, მაგრამ აი თელავს რომ არ ესტუმრეთ ამან დამწყვიტა გული...:) სხვა დროს ნუ გადადებთ კარგი? :) მოგიკითხეთ .... ყველაფერი ძალიან მომეწონა ბატონო გუგუა, მაგრამ აი თელავს რომ არ ესტუმრეთ ამან დამწყვიტა გული...:) სხვა დროს ნუ გადადებთ კარგი? :) მოგიკითხეთ ....
1. ვაშააა, პირველი ვარ! და ექსკლუზიურად, ყველა ფოტოც ნანახი მაქვს! 5 ვაშააა, პირველი ვარ! და ექსკლუზიურად, ყველა ფოტოც ნანახი მაქვს! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|