ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაბილუა .
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2010


მოხუცები

    ქალი:
გრძნობა ... წლოვანება ... ფიქრი ... ამერია
აღარ გახშირდება ალბათ შეცდომები,
ირგვლივ დახუთული თითქოს ჰაერია
ასეთი შეცვლილი მაინც მენდომები ...
სითბო ... სითამამე ... უკვე მოგკლებია
სევდით გადაღლილა უკვე ეგ თვალები
მე კი წლებმორეულს მითქვამს რომ წლებია
წლებია მიყვარხარ და ... ისევ მეყვარები ...
დღეში ხუთიათას სტრიქონს მჩუქნიდი და
ახლა დარდის ძმაკაცს თმები გაგცვენია,
დღეს მესაუბრები გულის წუხილიდან
ლექსი მომანატრე, როგორ არ გრცხვენია ?!.
თითქოს ცივი გახდი, თითქოს ვულგარული
უფრო ვუფრთხილდები ახლა თითო სიტყვას
შენი წელმოხრილი, ზანტი სიარული
ადრინდელ შენ თავზე უფრო მეტად მიყვარს ...

    კაცი:
დღეს ჩემს ლექსის რვეულს სევდა აწერია
და ცისფერთვალება ისევ მომინდები,
გრძნობა ... წლოვანება ... მართლა ამერია
ლექსებს ჩუმად გიწერ, ჩემთვის, მორიდებით ...
ნისლში გაეხვია დილა რახანია
და ჩვენც არ შევტოპოთ დღეს უმჯობესია
ვხედავ ფიქრების და ლექსის ჭახანია
ჩემთვის დავიტოვებ მე ჩემ პოეზიას ...
ვფიქრობ საყვედურებს აქ აზრი აღარ აქვს
მე შენ ჩემს ლექსში და და ცრემლში მეგულები,
ახლა შედარებით უფრო თმაჭაღარას
ატყობ? აღარ გვქვია შეყვარებულები ...
ცრემლს და სულისტკივილს გულიდან ამოვჭრი
აზრებს შემიჭამენ შენსას, მე მიწები
მოხუცს, შენი სახის ყოველი ნაოჭი
შენზე მეტად მიყვარს, შენს თავს გეფიცები ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს