 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2010 |
ვიღვიძებ... ვახელ თვალებს და ვგრძნობ სურნელს, რომელიც აქამდე არც თუ ისე ხშირად სტუმრობდა ჩემს ოთახს. ვაკვირდები საათის ისრებს, რომლებიც უკვე ხვდებიან ჩემს განწყობას და თითქოს იცინიც ემზადებიან ჩემსავით. დღეს განსაკუთრებული დღეა, მე შენ უნდა შეგხვდე... არ ვიცი რას მოიტანს ეს შეხვედრა, მაგრამ ერთი კი ვიცი, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები მათ შორის ვისაც კი სუნთქვა ჯერ კიდევ შეუძლია. სარკეში დინჯად ვაკვირდები საკუთარ სახეს და თითქოს, ახლა ვსწავლობ ჩემი თავის ხასიათებს, მიმიკას... ვგრძნობ, როგორ ცახცახებს და თრთის მთელი სხეული, რომელმაც დღეს, დიდი ხნის განშორების შემდეგ უნდა გიხილოს და კიდევ ერთხელ შეიგრძნოს შენი მკლავების ზეციური სითბო. ვარჩევ სამოსს, მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ ერთი სამოსი მაქვს და ეს სამოსი ჩემი სხეულია... ვრჩევ სუნამოს, მაგრამ ჩემი სურნელის გარდა მე სხვა სუნამო არ გამაჩნია. ჯიბიდან ვიღებ შენგან მოწერილი წერილს, ისევ სიხარულით მევსება სული და ვკითხულობ შეხვედრის ადგილს, დროსა და საათს: თეთრი მოედანი საღამოს ათი საათი. მინდა წერილს ჩავებღაუჭო და ჩავკოცნო შენს მაგივრად, მაგრამ მეშინია არ დაზიანდეს. ეს ხომ შენი ხელით დახატული და მთელი სიყვარულით ჩემთვის მოწერილი პატარა ფურცელია... ასე გრძელდება ყოველ დღე და გაგრძელდება მანამ სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით. უკვე ვამთავრებ მომზადებას და ვუბრუნდები ჩემს გაშეშებულ მდგომარეობას ისევ ვჯდები საათის წინ და ინსტიქტურად ვიღებ კონვერტს, ვაწერ ნაცნობ მისამართს: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი. და ამ წერილსაც ვათავსებ საფოსტო ყუთში, მაგრამ არ ვიცი რატომ... ალბათ მინდა რომ უკეთესად გაიცნო ჩემი შენდამი ემოცია და ბოლომდე შემოხვიდე ჩემს თეთრ ოთახში სადაც მხოლოდ შენი სურათები, თევზები და ზეციური მუსიკა ვცხოვრობთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დღეს განსაკუთრებული დღეა, მე შენ უნდა შეგხვდე...
5 ადრეც ხომ არ იდო ეს? დღეს განსაკუთრებული დღეა, მე შენ უნდა შეგხვდე...
5 ადრეც ხომ არ იდო ეს?
1. ლამაზი და გულწრფელია, მაგრამ მიჭირს პოეზიად აღქმა. იქნებ აუდიო დაგედო? ლამაზი და გულწრფელია, მაგრამ მიჭირს პოეზიად აღქმა. იქნებ აუდიო დაგედო?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|