 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 9 აგვისტო, 2010 |
საზიზღარია ცხოვრება. მე... თქვენ... რა მნიშვნელობა აქვს !.. ყველას შეიძლება ასეთი რამეები დაემართოს. აი მაგალითად გუშინ ქუჩაში გოგონა გავიცანი, აქეთ–იქით ისე–ასე... მერე რა თქმა უნდა ნომერი მომცა .მე ნომერი გამოვართვი და რა თქმა უნდა არ დამირეკავს. ახლა ძველი მეგობარი შემხვდა შუადღისკენ, გამიხარდა, ვილაპარაკეთ ბევრი, გავიხსენეთ ბავშვობა მერე მე მეტროში ჩავყვინთე , ის კი ყვითელ, კოპწია ავტობუსს გაჰყვა ჰო, მართლა, ნომერი მივეცი რომ დაერეკა, რა თქმა უნდაო და მართლაც , რა თქმა უნდა არ დაურეკავს... ამასობაში დრო გავიდა ,მერე კიდევ და კიდევ გავიდა , გავიდოდა, რა თქმა უნდა, აბა რას იზამდა? ახლა სახლში ვარ , საღამოს 8 საათია და ჯერ კიდევ არ დაურეკავს მერე დავფიქრდი, იქნებ ისიც ჩემსავით ზის სამზარეულოში, ნაღვლიანი სახით გადაჰყურებს ქუჩას, სადაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ და ფიქრობს, თან ბუტბუტებს: " როგორ, არ მირეკავს?.. რა ეტაკა?.." რა ეტაკა... რა საზარლად და თან ეროტიულად ჟღერს მისტიური ქართული ენა!.. საზიზღარია ცხოვრება.
8 8 8
ახლა ღამეა, მეგობარო! ღამე მისტიურია!... ამ დროს ტვინში საოცარი პროცესები მიმდინარეობს, ხდება გადატვირთვა, წაშლა, დაკიდება ,ანალიზი, ერთი ტკივილის მეორეთი ჩანაცვლება... ქვეცნობიერში ილექება და მერე დიდხანს იხარშება , დუღს ,ის შხამიანი ინგრედიენტები ,მომავალში რომ გაგვაწვალებს და ვერ გავიგებთ , ნეტავ რა გვჭირს... ასეთ დროს მიზანშეწონილია ფსიქოლოგთან გავიქცეთ, ის კი სრულიად შეუსაბამო და ალოგიკურ კითხვებს გვაძლევს: ––კატებს თუ აღრჩობდით ბავშვობაში ?.. ჰაა?.. ––მოხუცებს?... ––ჭიანჭველებს?... ჭიანჭველებს სრესდით?... გამოტყდით!.. მე ვზივარ რბილ სავარძელში , სახელურებს ისე ვუჭერ ხელს რომ ფრჩხილები მილურჯდება და ალბათ უბრალო გულგრილობა მიშლის ხელს რომ წამოვხტე, ავიღო რაიმე მძიმე და... ამას რომ ვფიქრობ, თავს ვაქნევ , ვცდილობ ეს აზრი მოვიშორო, თვალებს სწრაფად ვახამხამებ, ფსიქოლოგი ალბათ თვლის რომ ტრანსში შევედი, უხარია, თავის დამსახურებად მიიჩნევს, იხრება ჩემსკენ და ამჯერად ჩუმად, შეპარვით მეკითხება: ––ადრეულ ასაკში მასტურბაციას მიმართავდით?... ვხვდები რომ შეცდომა დავუშვი... ისევ პირველ ვერსიას ვუბრუნდები, თავს ვაკანტურებ, ეს ჟესტი ერთდროულად ჰო–ც არის და არა–ც, სინამდვილეში კი აი რას ნიშნავს: " მე შენ გიჩვენებ სეირს!!!.." ოთახში შესაფერის ნივთს ვერ ვპოულობ რომ თავში ჩავუკაკუნო, იქნებ კედელზე რომ უკიდია სერთიფიკატი ლამაზ ჩარჩოში , ის გამოდგეს?.. მაგრამ.... მე ხომ სულელი არ ვარ, უბრალო გიჟი ვარ მხოლოდ, ვდგები, რაღაც გაურკვეველ უმსგავსოებას ვყვირი, თან კარებს ვაჯახუნებ. წესით მას ეს არ უნდა გაუკვირდეს... ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება.
8 8 8
აუუუუ!...... გუშინ რა საშინელი ღამე მქონდა! ჯერ დიდხანს ყეფდა ძაღლი, მერე ვიღაცეები ამღერდნენ ჩემს ფანჯრებთან ხმამაღლა ისე მშვენივრად კი მღეროდნენ!... მინდოდა გამეღო ფანჯარა და მეყვირა: ––ბრავო! ––ბრავოო !... ამომეღო ლარნაკიდან პლასტმასის ყვავილები ( ანდა ლარნაკიანად ) და მეთხლიშა მათთვის, მაგრამ ისინი სამნი იყვნენ და გადავიფიქრე რა თქმა უნდა. მთელი გატაცებით მღეროდნენ.... ხანდახან ჩაჩუმდებოდნენ და ღრმად ამოიხვნეშებდნენ ხოლმე. ამასობაში ექვსჯერ გადაიფრინა თვითმფრინავმა , ეს რა საშინელებაა?.. რა არი , ომი დაიწყო?! დაახლოებით 3 საათისთვის ძაღლმა ყეფა განაახლა ,ფანჯარა გამოვაღე და სრულიად უემოციოდ სამ ლიტრიანი ქილა გადავაგდე. ძაღლი უფრო აყეფდა ( რა თქმა უნდა ) მაშინ მაცივარს ვეცი და ჭამას შევუდექი, ვჭამდი და ვეღარაფერს ვგრძნობდი, ვნთქავდი ყველაფერს , რაც ხელში მხვდებოდა, მერე უცებ ცუდად ვიგრძენი თავი, როცა ქვაბი გავანახევრე... ოჰ , ეს ნერვიული შიმშილი! ძლივს მივბანცალდი საწოლამდე და დავეცი. ...ძაღლმა ყეფა შეწყვიტა, აშკარა იყო ძალებს იკრებდა, თან იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... მერე გაიხსენა ცივი ღამე ნაგვის ბუნკერთან და მიწა რომელიც ჯერ არ იყო გამთბარი რადგან თებერვალი იდგა, ისიც ახსენდებოდა როგორ დაადგა თავზე ახლად ჩაძინებულს თავისი ჭრელი თანამოძმე, მას ზედა ტუჩი ჩხუბში დაეკარგა და ამიტომ საშინელ არსებას გავდა... ახლა მკითხავთ, ამას ამ ამბავთან რა კავშირი აქვსო, რა თქმა უნდა არანაირი!... ამას ისე სხვათაშორის მოგახსენებთ ,რადგან ჩამეძინა და სქელი, მხარბეჭიანი თურქი მესიზმრა , ის სტამბულის ქუჩებში დიდხანს მომდევდა და მეძახდა: ––ეი !... ჩვენიანო !... მაჰმადიდებელო!... არ გესმის?... გაჩერდიიიიი.......... ბოლოს, როგორც სიზმარშია ხოლმე, ქუჩები გათავდა და შემეშინდა, ძალიან შემეშინდა! თვალები მაგრად დავხუჭე, "ღმერთო მიშველე" -ს თქმას ვაპირებდი როცა ტანზე ხელები მოვისვი და ახლაღა მივხვდი რომ მეც თურქულად ვიყავი გამოწყობილი, თავზეც ლამაზი, თურქული ქუდი მეხურა! ––აარაა!!!...- ვიყვირე და შესაბამისად არ გამეღვიძა. ამას კი იმით მივხვდი რომ უდაბნოში ვიდექი, თან რატომღაც მშობიარე აქლემს ვუყურებდი , ორსული აქლემი საშინლად ჯღაოდა და წყლებს ღვრიდა... საჩქაროდ გამომეღვიძა და ტუალეტისკენ გავიქეცი, რიტუალი შევასრულე ,დავწექი და გაფითრებული სახით ისევ წამოვვარდი !.. ტელეფონმა დარეკა... დიახ, ეს ნამდვილად ტელეფონი იყო, ის რეკდა, თან ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა თვალთ დამიბნელდა , წამოვხტი და ხელი ვტაცე, უცებ ერთი ფილმი გამახსენდა , იქ მთავარი გმირი ძალიან გაღიზიანებულია, დარბის ოთახში ,ცოფებს ყრის, ბრდღვინავს... მერე იღებს ტელეფონს, აკურატულად უმიზნებს კედელს და მთელი ძალით ესვრის... ამ მოძრაობაში კი მთელი მისი ბოღმა, ქვე- და ზე-ცნობიერი ტრავმებია ჩაქსოვილი. ტელეფონი არ ჩერდება, ნაზ მელოდიურ ხმებს გამოსცემს და მე ისე ვიქცევი როგორც... მოკლედ, როგორც იმ ფილმშია... სხვა არჩევანი არ მაქვს... საზიზღარია ცხოვრება......
8.08.(2010).სერგეი ნეველი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. :დდდდდ აუ რა კარგი იყო :დდდდდ აუ რა კარგი იყო
37. :))))))))))))))))) :)))))))))))))))))
36. მშვენიერი ნაწერი ,,საზიზღარი ცხოვრების" შესახებ ;) მშვენიერი ნაწერი ,,საზიზღარი ცხოვრების" შესახებ ;)
35. ჩემზე ძალიან დიდი დამაფიქრებელი გავლენა მოახდინა სიტყვებმა: "ტელეფონმა დარეკა... დიახ, ეს ნამდვილად ტელეფონი იყო, ის რეკდა, თან ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა" - ტელეფონი ვიბრირებდა? - არაააა!!!! ტელეფონი ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა :D :)) -------------------- წერტილს არ დავსვამ,ავტორის მიბაძვით ისე, რაღაც მომენტში - ო"ჰენრის - "გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა" გამახსენდა ჩემზე ძალიან დიდი დამაფიქრებელი გავლენა მოახდინა სიტყვებმა: "ტელეფონმა დარეკა... დიახ, ეს ნამდვილად ტელეფონი იყო, ის რეკდა, თან ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა" - ტელეფონი ვიბრირებდა? - არაააა!!!! ტელეფონი ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა :D :)) -------------------- წერტილს არ დავსვამ,ავტორის მიბაძვით ისე, რაღაც მომენტში - ო"ჰენრის - "გამასინჯეთ თქვენი მაჯისცემა" გამახსენდა
34. ისე ჰა-რა-ლე-ს ვეთანხმები, მაგრამ ამავე დროს ვერ წარმომიდგენია ამ მოთხრობის სათაურად "მაკე აქლემი" :) ისე ჰა-რა-ლე-ს ვეთანხმები, მაგრამ ამავე დროს ვერ წარმომიდგენია ამ მოთხრობის სათაურად "მაკე აქლემი" :)
33. ...ძაღლმა ყეფა შეწყვიტა, აშკარა იყო ძალებს იკრებდა, თან იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... მერე გაიხსენა ცივი ღამე ნაგვის ბუნკერთან და მიწა რომელიც ჯერ არ იყო გამთბარი რადგან თებერვალი იდგა, ისიც ახსენდებოდა როგორ დაადგა თავზე ახლად ჩაძინებულს თავისი ჭრელი თანამოძმე, მას ზედა ტუჩი ჩხუბში დაეკარგა და ამიტომ საშინელ არსებას გავდა...- შემეცოდა ძალიან :( დიახ, ეს ნამდვილად ტელეფონი იყო, ის რეკდა, თან ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა- ამაზე "გემრიელად" გამეცინა =)) მთლიანობში კი ნაწერი ძალიან მომეწონა! რამოდენიმე დღეა კარგი პროზის წაკითხვა მინდა... გმადლობთ, ავტორო! +5 ...ძაღლმა ყეფა შეწყვიტა, აშკარა იყო ძალებს იკრებდა, თან იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... მერე გაიხსენა ცივი ღამე ნაგვის ბუნკერთან და მიწა რომელიც ჯერ არ იყო გამთბარი რადგან თებერვალი იდგა, ისიც ახსენდებოდა როგორ დაადგა თავზე ახლად ჩაძინებულს თავისი ჭრელი თანამოძმე, მას ზედა ტუჩი ჩხუბში დაეკარგა და ამიტომ საშინელ არსებას გავდა...- შემეცოდა ძალიან :( დიახ, ეს ნამდვილად ტელეფონი იყო, ის რეკდა, თან ტუმბოზე ნაზად ვიბრირებდა- ამაზე "გემრიელად" გამეცინა =)) მთლიანობში კი ნაწერი ძალიან მომეწონა! რამოდენიმე დღეა კარგი პროზის წაკითხვა მინდა... გმადლობთ, ავტორო! +5
32. საერთოდ ცხოველზე, მაკეს იტყვიან. რადგან მასში არც ერთი და არც ორი სული, არ შეიძლება იყოს. საერთოდ ცხოველზე, მაკეს იტყვიან. რადგან მასში არც ერთი და არც ორი სული, არ შეიძლება იყოს.
31. :D:D კარგი რაღაც წავიითხე ახლა აქ სერგეი,გაიხარე :D:D კარგი რაღაც წავიითხე ახლა აქ სერგეი,გაიხარე
30. ბრავო! ოღონდ ყვავილები (ბუნებრივი) და ლარნაკის გარეშე,თან დაუკრეფავი,შენ. ან სულაც დაფნა.მაგარი ხარ. ბრავო! ოღონდ ყვავილები (ბუნებრივი) და ლარნაკის გარეშე,თან დაუკრეფავი,შენ. ან სულაც დაფნა.მაგარი ხარ.
29. რატომგაც ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა რომ ბავშობის მეგობარი რეკავდა და უკვე ვფიქრობდი ფინალი არც თუ მთლად პესიმისტური გამოვა თქო.ვფიქრობდი მთავარი გმირი ტელეფონს აიღებს და მიხვდება არც ისე საზიზგარია ცხოვრება(ეს რომ ექნა გულზე მომეშვებოდა) მაგრამ .....ნაწერი მომეწონა, ორსული აქლემის ჩართვამ სხვანაირი ხიბლი შემატა ნაწარმოებს+++ რატომგაც ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა რომ ბავშობის მეგობარი რეკავდა და უკვე ვფიქრობდი ფინალი არც თუ მთლად პესიმისტური გამოვა თქო.ვფიქრობდი მთავარი გმირი ტელეფონს აიღებს და მიხვდება არც ისე საზიზგარია ცხოვრება(ეს რომ ექნა გულზე მომეშვებოდა) მაგრამ .....ნაწერი მომეწონა, ორსული აქლემის ჩართვამ სხვანაირი ხიბლი შემატა ნაწარმოებს+++
28. აბა გააღე პირი და თქვი ააააა :D ეგრე არიან რა დღევანდელი ფსიქოლოგები :D თან იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... :) მომეწონა სერგეი :) აბა გააღე პირი და თქვი ააააა :D ეგრე არიან რა დღევანდელი ფსიქოლოგები :D თან იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... :) მომეწონა სერგეი :)
27. ძალიან მომეწონა.... ერთი ამოსუნთქვით იკითხება.... აი, როგორაა, როცა ერთი მხრივ ცხოვრება საზიზღარია , მაგრამ დაწერ და მეორეს მხრივ, სწორედ ეს საზიზღარი ცხოვრებაა თავისი უსასრულო წვრილმანებით მთავარიც და ლამაზიც..... :) ძალიან მომეწონა.... ერთი ამოსუნთქვით იკითხება.... აი, როგორაა, როცა ერთი მხრივ ცხოვრება საზიზღარია , მაგრამ დაწერ და მეორეს მხრივ, სწორედ ეს საზიზღარი ცხოვრებაა თავისი უსასრულო წვრილმანებით მთავარიც და ლამაზიც..... :)
25. კარგად წერთ ნეველო! კარგად წერთ ნეველო!
24. კარგად წერთ ნეველო! კარგად წერთ ნეველო!
23. უცებ შემომეკითხა... კარგი ფსიქოლოგიური შტრიხებით. 5! უცებ შემომეკითხა... კარგი ფსიქოლოგიური შტრიხებით. 5!
21. მომეწონაააააა :) მაგრამ არც ისეთი საზიზღარია ცხოვრება :-P მომეწონაააააა :) მაგრამ არც ისეთი საზიზღარია ცხოვრება :-P
20. კარგი რაღაცის წაკითხვა გამომივიდა :) ზიზღი ცხოვრებისა რომ მიაღწევს კულმინაციას, მერე დაიწყება ალბათ საპირისპირო :) კარგი რაღაცის წაკითხვა გამომივიდა :) ზიზღი ცხოვრებისა რომ მიაღწევს კულმინაციას, მერე დაიწყება ალბათ საპირისპირო :)
19. აუ მართლა სულმოუთქმელად წავიკითხე,და ასე მომინდა რომ რა ვიცი... მეყვირა ან რარაც ამისთანა...
კარგიაა! წარმატებები...
და ელიზავეტას არ იყოს - იმშობიაროოოსს რაააა აუ მართლა სულმოუთქმელად წავიკითხე,და ასე მომინდა რომ რა ვიცი... მეყვირა ან რარაც ამისთანა...
კარგიაა! წარმატებები...
და ელიზავეტას არ იყოს - იმშობიაროოოსს რაააა
18. და კიდე... რა დღეში ხარ შენ ორსულო აქლემო ჰა?! იმშობიარე აწი და მოისვენებ? მარა რა აზრი აქვს მშობიარობას ნაშიერი ხომ ადრე თუ გვიან მაინც კვდება?! ფუ მართლაც რა საზიზღარია ცხოვრება... და კიდე... რა დღეში ხარ შენ ორსულო აქლემო ჰა?! იმშობიარე აწი და მოისვენებ? მარა რა აზრი აქვს მშობიარობას ნაშიერი ხომ ადრე თუ გვიან მაინც კვდება?! ფუ მართლაც რა საზიზღარია ცხოვრება...
17. კარგად იკითხება ერთი სულის ამოთქმით, პრობლემატიკა ისე ახლო და ნაცნობია რომ არ შემიძლია არ დაგეთანხმო ჰმ, მართლაც:_ ,,საზიზღარია ცხოვრება"... ოღონდ ლამაზი წუთებისთვის მაინც ღირს! კარგად იკითხება ერთი სულის ამოთქმით, პრობლემატიკა ისე ახლო და ნაცნობია რომ არ შემიძლია არ დაგეთანხმო ჰმ, მართლაც:_ ,,საზიზღარია ცხოვრება"... ოღონდ ლამაზი წუთებისთვის მაინც ღირს!
16. აი მაგალითად გუშინ ქუჩაში გოგონა გავიცანი, აქეთ–იქით ისე–ასე... მერე რა თქმა უნდა ნომერი მომცა .მე ნომერი გამოვართვი და რა თქმა უნდა არ დამირეკავს.(კარგად მოქცეულხარ:D ყველას კი არ უნდა დაურეკო ეგეთებია მერე ხან ფსიქოლოგთან ხან კიდე ფსიქიატრთან რომ გგზავნიან არა და არც ერთი არ გჭირდება შენ) აი მაგალითად გუშინ ქუჩაში გოგონა გავიცანი, აქეთ–იქით ისე–ასე... მერე რა თქმა უნდა ნომერი მომცა .მე ნომერი გამოვართვი და რა თქმა უნდა არ დამირეკავს.(კარგად მოქცეულხარ:D ყველას კი არ უნდა დაურეკო ეგეთებია მერე ხან ფსიქოლოგთან ხან კიდე ფსიქიატრთან რომ გგზავნიან არა და არც ერთი არ გჭირდება შენ)
15. ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება.
( ვერ ვიტან ფსიქიატრებს...) ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება.
( ვერ ვიტან ფსიქიატრებს...)
14. გენაცვალე ორიგინალურ ;) + 5 :-* გენაცვალე ორიგინალურ ;) + 5 :-*
13. კარგია, სერგეი! 555 კარგია, სერგეი! 555
12. +2 და აპლოდისმენტები :) რაღაც ძალიან საინტერესოს მოლოდინი მაქვს ამ გვერდზე... ბევრად უფრო საინტერესოსი :) +2 და აპლოდისმენტები :) რაღაც ძალიან საინტერესოს მოლოდინი მაქვს ამ გვერდზე... ბევრად უფრო საინტერესოსი :)
11. ამ ლურსმანას ხო ვერ დაასწრეფდა. აქ ხუთი დავსწერედა იცოდე. 5. ლურსმანავ გილოცავ ჰალალათ ამ ლურსმანას ხო ვერ დაასწრეფდა. აქ ხუთი დავსწერედა იცოდე. 5. ლურსმანავ გილოცავ ჰალალათ
10. ხუთიანი შენ.. ხუთიანი შენ..
8. კარგად წერ და ფიქრობ , მაგრამ პერსონაჟი რა აგრესიულია. მეშინია აგრესიული გიჟების. არჩევანი არსებობს... ცხოვრება ისეთია ,როგორსაც ჩვენ ვირჩევთ... კარგად წერ და ფიქრობ , მაგრამ პერსონაჟი რა აგრესიულია. მეშინია აგრესიული გიჟების. არჩევანი არსებობს... ცხოვრება ისეთია ,როგორსაც ჩვენ ვირჩევთ...
6. იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... მერე გაიხსენა ცივი ღამე ნაგვის ბუნკერთან და მიწა რომელიც ჯერ არ იყო გამთბარი რადგან თებერვალი იდგა, ისიც ახსენდებოდა როგორ დაადგა თავზე ახლად ჩაძინებულს თავისი ჭრელი თანამოძმე, მას ზედა ტუჩი ჩხუბში დაეკარგა და ამიტომ საშინელ არსებას გავდა... კარგად წერ...:) გავოცდი...ჩემს შვილსაც დაახლოებით მასეთი რამეები აღიზიანებს... ეს ეტყობა თანამედროვე ტიპის ნევროზული ფორმაა...:) იხსენებდა რაღაცა ნაკლებად ძაღლურს თავის ცხოვრებაში, როცა ჯერ არ იცოდა რა იყო თოკი,.. ქვა,.. წიხლი... მერე გაიხსენა ცივი ღამე ნაგვის ბუნკერთან და მიწა რომელიც ჯერ არ იყო გამთბარი რადგან თებერვალი იდგა, ისიც ახსენდებოდა როგორ დაადგა თავზე ახლად ჩაძინებულს თავისი ჭრელი თანამოძმე, მას ზედა ტუჩი ჩხუბში დაეკარგა და ამიტომ საშინელ არსებას გავდა... კარგად წერ...:) გავოცდი...ჩემს შვილსაც დაახლოებით მასეთი რამეები აღიზიანებს... ეს ეტყობა თანამედროვე ტიპის ნევროზული ფორმაა...:)
5. :)))))))))))
იამ თქვა ჩემი სათქმელიც... :))) :)))))))))))
იამ თქვა ჩემი სათქმელიც... :)))
4. " ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება"
თუ ასეა, მართლაც საზიზღარია ცხოვრება...
ვერ ვხვდები, გულახდილად ვამბობ,რატომაა ასეთი აქტუალური ფსიქოლოგი (ზოგჯერ ფსიქოანალიტიკოსს რომ ეძახიან...) ან ფსიქიატრი, მართლა ასეთი ნერვული აშლილობა სჭირს ხალხს, თუ მოდად იქცა და ამით რაღაც არაორდინალურობას ეძებენ ავტორები... მომიტევეთ, რომ ასეთი გაუგებარი მკითხველი შეგხვდათ და წარმატებები თქვენ!
" ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება"
თუ ასეა, მართლაც საზიზღარია ცხოვრება...
ვერ ვხვდები, გულახდილად ვამბობ,რატომაა ასეთი აქტუალური ფსიქოლოგი (ზოგჯერ ფსიქოანალიტიკოსს რომ ეძახიან...) ან ფსიქიატრი, მართლა ასეთი ნერვული აშლილობა სჭირს ხალხს, თუ მოდად იქცა და ამით რაღაც არაორდინალურობას ეძებენ ავტორები... მომიტევეთ, რომ ასეთი გაუგებარი მკითხველი შეგხვდათ და წარმატებები თქვენ!
3. ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება. :D:D:D უგრძვნია კაცს :D ;) ორსული აქლემი საშინლად ჯღაოდა და წყლებს ღვრიდა... საჩქაროდ გამომეღვიძა და ტუალეტისკენ გავიქეცი, რიტუალი შევასრულე ,დავწექი და გაფითრებული სახით ისევ წამოვვარდი !.. :D:D:D ცხოვრება მშვენიერია!!! :) კარგად გამოგდის! :) ისე, წინადადების ბოლოში წერტილი რომ დასვა ხოლმე არ იქნება ურიგოო :D ;)
ყველაზე ფასეული ანალიზი რაც მე გავაკეთე ბოლო 10 წელიწადში ისაა რომ ფსიქოლოგი ვეღარ მიშველის. მე უკვე ფსიქიატრი მჭირდება. :D:D:D უგრძვნია კაცს :D ;) ორსული აქლემი საშინლად ჯღაოდა და წყლებს ღვრიდა... საჩქაროდ გამომეღვიძა და ტუალეტისკენ გავიქეცი, რიტუალი შევასრულე ,დავწექი და გაფითრებული სახით ისევ წამოვვარდი !.. :D:D:D ცხოვრება მშვენიერია!!! :) კარგად გამოგდის! :) ისე, წინადადების ბოლოში წერტილი რომ დასვა ხოლმე არ იქნება ურიგოო :D ;)
2. საინტერესო მეჩვენა :) საინტერესო მეჩვენა :)
1. ვიბრირებდა ახალი სიტყვაა ქართულში :D :):):) მართლა ძალიან კარგი ხედვა, ძალიან მომგუდავი ნაწერია,,, არ ვიცი რამდენად სწორად გამოვხატე, მაგრამ მეტი სიტყვა ვერ ვიპოვე,,, ერთი სიტყვით 555!!! ვიბრირებდა ახალი სიტყვაა ქართულში :D :):):) მართლა ძალიან კარგი ხედვა, ძალიან მომგუდავი ნაწერია,,, არ ვიცი რამდენად სწორად გამოვხატე, მაგრამ მეტი სიტყვა ვერ ვიპოვე,,, ერთი სიტყვით 555!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|