ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაისი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2010


ბავშვურ გრძნობად დარჩი ..

რომ გვიყვარდა ის რომ ვიზრდებოდით,
ბავშვურ გრძნობას ვიფიცებდით როცა,
გვწამდა  გულით...რომ გვიყვარდა ვგრძნობდით.
შეგვიფარა ამ გრძნობების მოვლამ...
წამში-წამად გაქცეული დროის გვწამდა,
ბავშვობაში გამხელილი გრძნობის...
ოცნებები ქალურ გრძნობებს გავდა,
ბავშვურ გულში ქალი გყავდი მგონი ...
ოცებებში ცხადი მაშინ  ახდა,
ქალი შენი ცოლი როცა  გავხდი...
სიყვარული რომ მცოდნია, ვმლავ!
შენ ხომ მხოლოდ ბავშვურ გრძნობად დამრჩი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები