| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 21 აგვისტო, 2010 |
გუშინ ვიქურდე,დროის ტრიალს ობი მოვპარე და ნაქურდალი მოედო ყოველს:მრუშობას,ღალატს, მე ისე მნუსხავს შენი მზერა,ცნობისმოყვარე, რომ ხელფასიდან აუცილებლად გიყიდი ხალათს. გუშინ გავიგე,შენ გყვარებია არვინ აროდეს, ნუთუ არ გინდა,რომ ეს გრძნობა გასინჯო ახლა? და მე არ ვიცი,უნდა ვწუხდე,თუ მიხაროდეს, უძილო ღამემ შენზე ფიქრი რომ შემომასახლა. გუშინ მაცნობეს,დამებს უყვართ ყვავის ვალეტი, ცხოვრება ჩვენი წააგავს თურმე გაშლილ პრეფერანსს, მე ისევ ვკვდები შენი ტუჩების სიმხურვალეთი, გთხოვ,ნუ მატყუებ,ნუ მიმაჩვევ კარგო რევერანსს! გუშინ თვით ღიმილს აერია ჩვენი ბაგენი, მე გავხალისდი,შენ მოიწყინე,ვხატავთ ორთავე... ბევრი ვიბრძოლე,მაგრამ დავემხე,ვით კართაგენი და ჩემს სამარეს ალბათ ჩემივე ლექსით მორთავენ. გუშინ შეშლილი გალატკიონი კვლავ უფრთოდ დარჩა, მისი თვალები წააგავდა თითქოს ზეთისხილს და უღვინობა სულს ემოსა ვით ძოწის ფარჩა, მხოლოდ მე ვიცი,რომ სიფხიზლე სიკვდილს ვერ იხსნის. გუშინ ვფიქრობდი,რომ დღეს ამბორით გაგაოცებდი, ხვალე ვიდარდებ,რომ მე მორცხვი ვიყავი გუშინ... არც სიახლოვე,არც ამბორი,მხოლოდ ლოცვები, ობმოდებული ღალატი და ხორცის სიმრუშე. გუშინ ვიქურდე,დროის ტრიალს ობი მოვპარე და ნაქურდალი მოედო ყოველს:მრუშობას,ღალატს, მე ისე მნუსხავს შენი მზერა,ცნობისმოყვარე, რომ ხელფასიდან აუცილებლად გიყიდი ხალათს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ქრის ცხელი ქარი სამუმი.. ქრის ცხელი ქარი სამუმი..
7. უშინ ვიქურდე,დროის ტრიალს ობი მოვპარე და ნაქურდალი მოედო ყოველს:მრუშობას,ღალატს, +2 უშინ ვიქურდე,დროის ტრიალს ობი მოვპარე და ნაქურდალი მოედო ყოველს:მრუშობას,ღალატს, +2
5. მხოლოდ მე ვიცი,რომ სიფხიზლე სიკვდილს ვერ იხსნის.
5 მხოლოდ მე ვიცი,რომ სიფხიზლე სიკვდილს ვერ იხსნის.
5
4. "არვინ აროდეს"-ზე პეტეფის ცნობილი ლექსი გამახსენდა:) მთლიანობაში საინტერესოა, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული.
"არვინ აროდეს"-ზე პეტეფის ცნობილი ლექსი გამახსენდა:) მთლიანობაში საინტერესოა, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული.
3. ჩემი რჩევა :) ნუ დაელოდები ხელფასს :D :-* ჩემი რჩევა :) ნუ დაელოდები ხელფასს :D :-*
2. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ დავემხე,ვით კართაგენი და ჩემს სამარეს ალბათ ჩემივე ლექსით მორთავენ.
ღმერთმა დაგიფაროს..სიყვარულისთვის ბრძოლად და გამარჯვებად ღირს სიცოცხლე. ლექსიც მომეწონააა :) 5555
ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ დავემხე,ვით კართაგენი და ჩემს სამარეს ალბათ ჩემივე ლექსით მორთავენ.
ღმერთმა დაგიფაროს..სიყვარულისთვის ბრძოლად და გამარჯვებად ღირს სიცოცხლე. ლექსიც მომეწონააა :) 5555
1. კარგია, კარგიაა!! +2! კარგია, კარგიაა!! +2!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|