ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2010


შეყვარებული ლექსი

არც იფიქრო, რომ შენზე
ფიქრს გავურბი და ვკრძალავ,
რომ სულით არ დამაქვს შენი
სურნელების სითბო,
განა მართლა უღონოა,
აქვს ოცნებას ძალა,
ისე როგორც სისათუთე
თითოეულ სტრიქონს,

რომლებითაც ვსაზრდოობ და
ჩემში ვითავისებ,
ასე უფრო ადვილია
მარტოობის ძლევა,
მოხვალ, როგორ მიყვარხარო -
მეტყვი, ვითომ, ისე,
და ყველაზე ეგოისტი
ქალი ქვეყნად მე ვარ

ამ დროს, როცა ემოციებს
ვეღარ ვმართავ-ხოლმე
და უეცრად მოვარსკვლავო
გამიხდება მზერა...
რა ეჭვი, რის დავიწყება!
გვენატრება მხოლოდ,
ამიტომაც ვშფოთავთ, ზოგჯერ,
უსაფუძვლოდ ვღელავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები