ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი-ნათი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2010


              ***
წვიმა მიკაკუნებს ოთახის სარკმელზე
გარეთ ნიაღვრების ჩუმი ხმაურია.
რამდენჯერ დავბრუნდი იგივე სათქმელზე.
ამინდებზე მეტად ტვინმა აურია.
თავი მომაბეზრა ფუჭმა ღიმილებმა
ცვდებიან ნიღბები, დროა წარმავალი.
როდის დაიწყება სიცრუის მხილება?
დრო აღარ მოვიდა შეწყდეს კარნავალი?!
უკვე მერამდენედ ნაცნობ ბილიკებზე
წასულ ბედისწერას ტყვია დავუშინე...
წადი, საჭორაოდ დამტოვე წარსულთან
გზები საცალფეხო ვეღარ შემაშინებს.
მუხლებზე დამდგარი დამსხვრეულ მინებზე
ოცნების ნაგლეჯებს ვაგროვებ სათუთად,
და ცრემლებს დაფენილს წვიმიან ქუჩებზე
ხვალ იუბილეზე მოგართმევ საჩუქრად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები