ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2010


ქრიზანთემა

(ყველაზე გულწრფელი ექსპრომტი)

ყველაზე თამამი "ქრიზანთემა" შენა ხარ ჩემი!
"ცამდე აწვდენილი საყდარი ხარ"
ფარფატებ ჩ ე მ თ ვ ი ს!
სიჩუმის ანტრაქტზე მოგიტაცე უსაჭო გემით,
სიზმრად გაქციე და... სიზმარშიც კი - ვიღაცას ელი.
- - -
ქრება მოყვითალო კალენდარი დაცლილი ცრემლით!
ბაღში დამწიფებულ ქრიზანთემას
ეცვლება ფერი...
როგორც ბეღურები შენს სარკმელთან -
ხშირად რომ შველი,
ასე - გასაოცრად სანატრელი რადა ხარ ჩ ე მ თ ვ ი ს?!
- - -
უკვე მოლოდინით კრთება ქრიზანთემა...
"თამამს" სილაჟვარდეს -
უქრობს ამინდები.
(თითქოს გოგირდს მაფრქვევს უნიჭო მეფუტკრე)
უნესტროდ დაკბენილს - რომ მიველეწები
ტროტუარს...
ჩემსავით დატბორილს, ნამთვრალევს...
ბეწვის აივნები ჩემი ლ ე ქ ს ე ბ ი ა!
ყველაზე თამამი ქრიზანთემა ჭკნება...
ღმერთო დაიფარე!
- ის ჩემი ჟ ა ნ გ ბ ა დ ი ა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები