 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 7 ოქტომბერი, 2010 |
თურმე ძნელია დაივიწყო წარსული დღეები და მომავლისთვის შეინახო ძალა. იცხოვრო ისე, რომ არაფერი შეგეშალოს... განა არავის ეშლება? განა ყველა არ იმსახურებს კარგს? ყველაში არსებობს კაარგი და ცუდი, ბოროტიც და კეთილიც, მართალიც და მატყუარაც. მკვლელი რომ მკვლელია მასაც კი აქვს ცრემლები და რამდენჯერ მინახავს ატირებული უსამართლო ცხოვრების ბილიკით. არც ჩემი სამყაროა გამონაკლისი, მერე რა რომ თითქოს ყველასგან განსხვავებული და გამორჩეულია თავისი სითეთრითა და მრავალფეროვნებით, რომელიც ძალიან იზიდავს ჩემს მეზობლებსა თუ სტუმრებს, რომლებიც თითოეულ დეტალს თვალებით ჭამენ, ცდილობენ წაიღონ რაიმე სამახსოვროდ ან დატოვონ თავისი კვალი, მაგრამ არა! ეს სამყარო მოხლოდ შენია და მხოლოდ შენ გაქვს უფლება დაუკაკუნებლად შემოსვლის. სწორედ შენ ხარ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩემი ოთახი არის თეთრი ზამთარივით და არა ყვითელი როგორც შემოდგომა. სწორედ შენ ხარ იმის მიზეზი, რომ დღეს მე ისევ ვზივარ გაშეშებული, არაბულ სკამზე და ვითვლი ვინ იცის მერამდენე წამს, ჩვენი შემოდგომიდან დღემდე. საოცარია მაგრამ, სწორედ ამ შემოდგომამ დაუდო დასაბამი ჩვენი სიშორის კედელს, ჩვენი ოცნებების დაბადებას და ადგილებს, რომელთა დავიწყებაც ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს შემოდგომა შენს ნახატებში და ქუჩები, რომლებსაც ისევ შენი სურნელი ასდით. თურმე ძნელი ყოფილა დაივიწყო ის დღეები, რომელებმაც აქამდე მოგიყვანა, მაგრამ უფრო ძნელი ყოფილა შეიცნო რომ შენ წარსულში ცხოვრობ და შენი თავი გამოკეტო ოთახში სადაც არსებობენ მოცეკვავე თევზები, მომღიმარი სარკეები და საათები, რომლებიც მაცდურად იღიმიან და თითოეული მოძრაობისას ჯიქურ უტევენ ნერვებს, რომელიც ისედაც ცოტა შერჩა ამ ჩემს ნაღვლიან სხეულს. ისევ გელოდები, ისევ ველოდები დღეს, როცა მე და შენ, ძველებურად ერთად ვიქნებით. ვიოცნებებთ ერთად და დავხატავთ... თუმცა დღეს ისევ წერილებისკენ მიჭირავს თვალი და ნაცნობ მისამართზე ვაგზავნი კონვერტს, სადაც ვიცი რომ ჩემი ემოციები, შენს ნახატზე აისახება. მისამართი კი უცვლელია: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი! და მაგდის ქვეშ ვმალავ თვალებიდან წამოსულ სევდას, რომელსაც წერილს ვაყოლებ საჩუქრად, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ჩემი განცდები და დააფასო ის, რასაც ჩემი შენდამი სიყვარული ჰქვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აქ მე კიდევ დავბრუნდები როგორც ჩანს:)++++++++++++55555555555555 აქ მე კიდევ დავბრუნდები როგორც ჩანს:)++++++++++++55555555555555
6. მომწონს ეს წერილები. მომწონს ეს წერილები.
5. მიყვარს შენი სიჩუმის წერილები! :) მიყვარს შენი სიჩუმის წერილები! :)
4. ააამ. ბედნიერზე მეტად წარმოსახვითია და ეს უფრო მაგარია ; ] ააამ. ბედნიერზე მეტად წარმოსახვითია და ეს უფრო მაგარია ; ]
3. ვაიმე, რა ბედნიერია ამ წერილის ადრესანტი... ვაიმე, რა ბედნიერია ამ წერილის ადრესანტი...
2. ჩვენი შემოდგომიდან დღემდე.
მიყვარს ორაზრო(ვნება) :) კიდევ აქ შემოსვლა მიყვარს ძალიან :) ჩვენი შემოდგომიდან დღემდე.
მიყვარს ორაზრო(ვნება) :) კიდევ აქ შემოსვლა მიყვარს ძალიან :)
1. მომეწონა და მერე ძველ წერილებსაც მივუბრუნდები, ჩემო ფიქრიანო მეგობარო:)
მომეწონა და მერე ძველ წერილებსაც მივუბრუნდები, ჩემო ფიქრიანო მეგობარო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|