 | ავტორი: უბრალო. ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2010 |
უკვე დამთავრდა გაზაფხულის გათამაშების სცენა და ჩვენი შეხვედრის ამბავი დაემსგავსა მთვარის ნაამბობს, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ იპოვა მთხრობელი და სიცხით შეწუხებული, ქუჩიდან - ქუჩამდე განაგრძობს ძებნას. ჩაქრა სანთელიც, რომელიც გაზაფხულის დამდეგს, შენი ნახატის წინ დავანთე და დავავალე რომ გაზაფხულის ბოლო წვიმამდე დაეცავი შენ, რომ ყოველთვის ყოფილიყავი ჩემთან ერთად, გეფიქრა ჩემზე და გეცხოვრა ისე, როგორც მე და ჩემი თეთრი ოთახი ვცხოვრობთ ჩვენი საყვარელი თევზებით, სარკეებითა და საათებით. დამთავრდა წვიმა, ჩაქრა სანთელიც და ოცნებები ისევ შენი სურნელისკენ გამომექცნენ. ჩამობნელდა და ზეცა ისევ მოემზადა დაისისთვის, სადაც მთვარემ ახლა უკვე ზაფხულის როლი უნდა ითამაშოს. უნდა შეითავსოს სიცხე და სევდა... მეც თითქოს დავიცალე გაზაფხულისგან და თითქოს ისევ დავუბრუნდი შარშანდელ გაზაფხულს, სადაც მე და შენ ერთად შევხვდით მის ზენიტს, გავიზიარეთ მისი წვიმა და დავიმახსოვრეთ რომ, მოგონებები ჩვენი საზრდოა, რომლებიც არასოდეს კვდებიან, მაგრამ არც დაბადებით აღარ იბადებიან ახლიდან. ვიხსენებ როგორ გვიყვარდა წვიმა, მასში ხეტიალი, მუსიკა და ხატვა. სწორედ გაზაფხულის ბოლო წვიმამ დამაწერინა ის მელოდია, რომელიც უკვე რამდენი ხანია ანებივრებს ჩემს ოთახს და ისიც, აკუსტიკურ სინთეზში მიყვება მას და ისევ მოგონებებით ავსებს ჩემს უსიცოცხლო, უშენობით გამოფიტულ სხეულს. მე კი ისევ დაბნეული დავყვები მოგონებებს, რომლებიც ხან შენთან, ხან შენში, ხანაც ისევ შემოდგომასთან ჩერდებიან და ხელახლა აღვიძებენ ხან მთვარეს, ხან მზესა და ხანაც ენით გამოუთქმელ გრძნობას, რომელსაც აგერ უკვე რამდენი ხანია ვერ მოვუძებნე სახელი და რომელიც მხოლოდ შენს ნახატებში, ოცნებებსა და შენს სამყაროში ბინადრობს. დრო და დრო კი იმ ქუჩებში გამოდის სასეირნოდ, რომლებსაც დღემდე შენი შემოდგომისმსგავსი სურნელი ასდით. ვეუფლები ახალ-ახალ ემოციებს, ვსწავლობ ბევრ ისეთ სიახლეს, რომელიც აქამდე მიძინებული, ან ჩამქრალი ვულკანის თავზე მიმოფანტული ნახშირის ფიტულები მეგონა. გადის დრო და მე ისევ ახლიდან ვსწავლობ შენი სილუეტის აქამდე შეუმჩნეველ მიმიკებს, მოძრაობებს და შენ წარმოიდგინე, არიტმიულ გულისცემასაც კი... რომელიც ახლა უკვე, თითქმის განელდა, მაგრამ მაინც ამოძრავებს რაღაც და მგონია რომ ეს "რაღაც" მე ვარ. მე კი ისევ დავსდევ კონვერტს, სადაც ალბათ მეასეჯერ ვასწორებ გაზაფხულის ბოლო წვიმის ემოციას და ვაგზავნი ნაცნობ მისამართზე: დიდი ბრიტანეთი ქალაქი ლონდონი ყვითელი მოედნის ქუჩა 13 ანნა - ემილი ჯეიმსი! დამთავრდა გაზაფხული, ცაქრა სანთელიც და ჩემი ოცნებები ისევ შენი სურნელისკენ გამომექცნენ... ამასობაში კი ჩამობნელდა და ზეცა ისევ მოემზადა დაისისთვის. ახლა მთვარის ჯერია, ის ამჯერად ზაფხულს თამაშობს. მე კი ძველებურად, საათების წინ ვზივარ და ველოდები წერილს შენი სურნელით, სადაც მხოლოდ სიჩუმით ვკითხულობ შენი სახატავი ფერებით დათხვრილი ხელებით დახატულ ასოებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ვაიმე ბექაააა :-x
კაი აღარ ვილაპარაკებ შენ ხო იცი :-* :-* ვაიმე ბექაააა :-x
კაი აღარ ვილაპარაკებ შენ ხო იცი :-* :-*
9. ბექაა, როგორ მახარებს შენი ასეთი წინსვლა, ვერ წარმოიდგენ! ძალიან დაიხვეწე... ძალიან! 5555555 ბექაა, როგორ მახარებს შენი ასეთი წინსვლა, ვერ წარმოიდგენ! ძალიან დაიხვეწე... ძალიან! 5555555
8. რომ ვხედავ, ახალი გიდევთ, მიხარია :) გელით ხოლმე წერილიდან-წერილამდე :) რომ ვხედავ, ახალი გიდევთ, მიხარია :) გელით ხოლმე წერილიდან-წერილამდე :)
7. ხო სემ,შეიძლება დაგეთანხმო??? :) 5 ხო სემ,შეიძლება დაგეთანხმო??? :) 5
6. ანანეს კომენტარი ჩემი აზრით აქ ყველაზე მართალია . : ] ანანეს კომენტარი ჩემი აზრით აქ ყველაზე მართალია . : ]
4. ეს პოეზიაზე უფრო ზემოთ დგას არამქვეყნიურია ეს პოეზიაზე უფრო ზემოთ დგას არამქვეყნიურია
3. მეც მომწონს :) მეც მომწონს :)
2. რთული თანწყობილი წინადადებების წვიმა :) მაგრამ ლამაზი :) +2 რთული თანწყობილი წინადადებების წვიმა :) მაგრამ ლამაზი :) +2
1. მივეჩვიე ამ წერილებს... ამ მისამართსაც. მომწონს. მივეჩვიე ამ წერილებს... ამ მისამართსაც. მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|