ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი-ნათი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2010


ნათლობიდან დაცემამდე

ცხოვრება ერთხელ გიჩვენებს სწორ გზას
და იმ ერთხელაც ცდება ყოველი.
მერე მიდიხარ, უყვები მოძღვარს
და უფლისაგან შველას მოელი.
არ იცვამ შარვალს, ინახავ მარხვას.
სულში უჩნდება ცოდვებს ხანძარი.
ის ერთადერთი, რაც გშველის მარად
და სულს გიმშვიდებს, არის ტაძარი.
ბნელ ფიქრებს ებრძვი, ეშმაკთან არ თმობ.
დგახარ სულ მარტო, იწვის სანთელი.
მთელ შენს ტკივილებს დღეს ხატებს ანდობ
და ცოდვილ გზაზე ჩნდება ნათელი.
და გულში ამბობ: - უფალო გმადლობ!
შენ ტოვებ ტაძარს, გზაა ქვიანი.
მიდიხარ, მიწას ფეხსაც არ ადგამ.
მტკვარი ჩურჩულებს: - არის გვიანი...
იქვე კიბესთან კუთხეში ჯდები
და იწყებ ფიქრებს ისევ წარსულზე.
საკუთარ თავთან ცოდვილად რჩები...
სძინავთ ბეღურებს დენის მავთულზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები