ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურანდა აჩელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2010


სხვა "საქართველოს"


ჩვენ გავხდით ერთხორც, შემისისხლხორცე
გამითამამე სურვილი
გული ამომგლიჯე აათამაშე და
გამხადე უთქმელი, გულგრილი.

ვერ გისურვილებ, და თუმც შენში ვარ,
ხელს მიშლის ფიქრის მღვრიე მორევი,
თავს დამტრიალებ და ტკივილამდე
ავსებული ხარ მეტაფორებით..

დღე ფერმრკთალდება, ღამისთვის კვდება, მაჩენს იარას,
იქნება სევდა ჩემს სიზმრებში გამცილებელი,
ვერ შემიფარებს მარტოს ღამე, დავძრწი ქუჩებში
და დამსდევს ბედი, ალესილი სამართებელით.

დამანაწევრეთ, დამჯიჯგნეთ
ჭამეთ თქვენი წილი ხორცი,
გიყურებთ და გული არ მაქვს მაგრამ,
ძვლებიდანაც ცრემლი მომდის.

არ მომენატრები, ვიცი
შენს სახელს სუნი ასდის შმორის,
ყველას აკერიხარ პირზე
მავან დიდსულოვანთ შორის.

გული ამომგლიჯე, ჰოდა,
უგულობას ვეღარ ვიტან
გულგრილი გავხდი მაგრამ
საგულე მაინც მტკივა.

ამოვაოხრებ უსუსურობას,
შენს ლაღ სივრცეში კვლავაც დევნილი,
რომ ამ სხეულში შენი ადგილი
ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

                            21 ივნისი 2010წ



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს