ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 13 სექტემბერი, 2010
დარდი
ჩანს მორღვეული კედლიდან – ზეცა. თეთრ ღრუბლებს ვკეცავ, შარაგზები უკვე დავკეცე... მეოთხე დღეა წუხს თაროზე ფილოდენდრონი, - არ გახსოვართო, - მემდურიან ორქიდეები... როგორ ავუხსნა, რომ გულს დააქვს დარდი ვეება, ლოდზე დიდი, მკლავზე უმსხოსი, და ვერ იცილებს.