 | ავტორი: თენგიზი ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2010 |
სულ დავსდევდი მორიდებით, ცად აზიდულ მირაჟებს, სულს დავდებდი მორჩილებით ჩემი ბედის წინაშე, ღამით, როცა ვთლიდი ლექსებს სევდის ჩუმი ქარებით, მჯეროდა, რომ მშიერს, ვინმე მაინც შემიყვარებდით.
მწამდა ღმერთის, კაცის მწამდა, გულს ვუხშობდი ცდუნებას, არ მიცდია არც ლომობა და არც მაიმუნობა, მწვავდა, მკლავდა მაწამებდა, ცრემლი ჩემი მამულის და უბეში მქონდა ჭაბუკს, დროშა გადამალული. უბედობით გატანჯული, გზას ვიკვლევდი, ეკლიანს, სულ თან მახლდა სევდა, მაგრამ, მაინც წამიმღერია...
ახლა, როცა ისევ ვფიქრობ გადანახულ დროშებზე, გული მტკივა, რომ სამშობლოს მიყიდიან გროშებზე, რომ ჩემს ირგვლივ, დღისით-მზისით, ბოროტ სულებს ჭედავენ, რომ კაციან-ქალიანად ყველა გაგვამეძავეს. ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით:
ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ავტორისეულ კომენტარს(ახსნას) გავეცანი, მაგრამ ”ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია....”-არა....
ფრთიანი ანგელოზნი არავინ ვართ ამ ცოდვილ დედამიწაზედ, მაგრამ......
მე არ....-მომიტევეთ;
წარმატებებს გისურვებთ
პატივისცემით
ბოლერი(ბესარიონ დიოსკურიელი) ავტორისეულ კომენტარს(ახსნას) გავეცანი, მაგრამ ”ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია....”-არა....
ფრთიანი ანგელოზნი არავინ ვართ ამ ცოდვილ დედამიწაზედ, მაგრამ......
მე არ....-მომიტევეთ;
წარმატებებს გისურვებთ
პატივისცემით
ბოლერი(ბესარიონ დიოსკურიელი)
26. 5 ,,მწამდა ღმერთის, კაცის მწამდა, გულს ვუხშობდი ცდუნებას, არ მიცდია არც ლომობა და არც მაიმუნობა, მწვავდა, მკლავდა მაწამებდა, ცრემლი ჩემი მამულის და უბეში მქონდა ჭაბუკს, დროშა გადამალული. უბედობით გატანჯული, გზას ვიკვლევდი, ეკლიანს, სულ თან მახლდა სევდა, მაგრამ, მაინც წამიმღერია"...
სალამი. გარდა იმისა, რომ ლექსი ჰარმონიულ და მუსიკალურ ჟღერადობას ფლობს, სატკივარიც ნათლადაა წარმოჩენილი , ასევე ეკალზე-ვარდით დახვედრის, სევდაზე-სიმღერით დახვედრის, წინააღმდეგობებზე-რწმენით დახვედრის მომენტი ძალიან მომეწონა და მესიამოვნა. დრეგრძელობა და ყველა სიკეთე თქვენდა.
5 ,,მწამდა ღმერთის, კაცის მწამდა, გულს ვუხშობდი ცდუნებას, არ მიცდია არც ლომობა და არც მაიმუნობა, მწვავდა, მკლავდა მაწამებდა, ცრემლი ჩემი მამულის და უბეში მქონდა ჭაბუკს, დროშა გადამალული. უბედობით გატანჯული, გზას ვიკვლევდი, ეკლიანს, სულ თან მახლდა სევდა, მაგრამ, მაინც წამიმღერია"...
სალამი. გარდა იმისა, რომ ლექსი ჰარმონიულ და მუსიკალურ ჟღერადობას ფლობს, სატკივარიც ნათლადაა წარმოჩენილი , ასევე ეკალზე-ვარდით დახვედრის, სევდაზე-სიმღერით დახვედრის, წინააღმდეგობებზე-რწმენით დახვედრის მომენტი ძალიან მომეწონა და მესიამოვნა. დრეგრძელობა და ყველა სიკეთე თქვენდა.
25. მწვავდა, მკლავდა მაწამებდა, ცრემლი ჩემი მამულის და უბეში მქონდა ჭაბუკს, დროშა გადამალული.++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
თითქოს ხუთი მილიონი ვართო, მაგრამ ერთი მუჭა ვართ და ყოველთვის ერთი მუჭა ვიყავით ქართველები(ქართული გული სხვა გულია), მოვა დრო და გაბრწყინდება საქართველო აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ მწვავდა, მკლავდა მაწამებდა, ცრემლი ჩემი მამულის და უბეში მქონდა ჭაბუკს, დროშა გადამალული.++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
თითქოს ხუთი მილიონი ვართო, მაგრამ ერთი მუჭა ვართ და ყოველთვის ერთი მუჭა ვიყავით ქართველები(ქართული გული სხვა გულია), მოვა დრო და გაბრწყინდება საქართველო აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
24. გაიხარე ოთარ მეგობარო. იმედიანი სიტყვა ფარია მძლავრი. რისი უნდა შეგეშინდეს მკერდზე ამ ფარ მორგებულს. გაიხარე ოთარ მეგობარო. იმედიანი სიტყვა ფარია მძლავრი. რისი უნდა შეგეშინდეს მკერდზე ამ ფარ მორგებულს.
23. საქართველოში
საქართველოში თუ დაიბადე ნუ მიეცემი ძილსა საღათას, ურჩობისა და ღალატისათვის თავს წაგაცლიან, როგორც პაატას. საქართველოში თუ დაიბადე დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის... სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს. თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას, უნდა ააგო ტაძარი მტკიცე; კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს. გაიხარებენ შადიმანები, თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს... პაპანაქება სიცხეში ტანზე თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!.. ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და სულიერადაც არ უნდ დაეცე, კოსტავასნაირ ადამიანებს დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს. ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით, მრავალჭირვარამგადახდილები... თავისუფლების სადარაჯოზე დგანან ახალი ავთანდილები!!!
საქართველოში
საქართველოში თუ დაიბადე ნუ მიეცემი ძილსა საღათას, ურჩობისა და ღალატისათვის თავს წაგაცლიან, როგორც პაატას. საქართველოში თუ დაიბადე დაგკორტნის ყვავი, ფრთებს როცა გაშლის... სალ კლდიდან მეფის გაცემისათვის გადაგაგდებენ ვით ყორღანაშვილს. თუკი გადასწყვეტ ტაძრის აგებას, უნდა ააგო ტაძარი მტკიცე; კარგს ააგებ და ემაგ მარჯვენას ისე მოგჭრიან, ვით არსაკიძეს. გაიხარებენ შადიმანები, თუ გიხილავენ ქართველს დარდიანს... პაპანაქება სიცხეში ტანზე თაფლს წაგისვამენ, როგორც დადიანს!.. ამიტომ უნდა მტკიცედ იდგე და სულიერადაც არ უნდ დაეცე, კოსტავასნაირ ადამიანებს დღეს ქართველობა სანთლით დაეძებს. ვიყავით, ვართ და კიდეც ვიქნებით, მრავალჭირვარამგადახდილები... თავისუფლების სადარაჯოზე დგანან ახალი ავთანდილები!!!
22. ისევ გეწვიეთ ამ გვერდზე ბატონო თენგიზ და არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად ბავშვივით, გულწრფელად გამიხარდა რომ ეს ტკივილიანი, მაგრამ ლამაზი ლექსი თქვენი ადრეული შემოქმედებიდან ყოფილა. სრულყოფილება აზროვნებაში ნაბიჯ-ნაბიჯ და დღითი დღე მოდისო რომ ბრძანებთ, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ამ ჭეშმარიტებაში... ნიცშესეული ხედვა და აზროვნება ყველა მოაზროვნე და მაძიებელ ადამიანს თავიდან ხიბლავს და კვლავაც ბევრი მოიხიბლება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცხოვრება ხომ მართლაც სხვა რამეა და ჩვენც ხომ ვერასოდეს ვერ გავხდებით "ზეკაცები", რაც არ უნდა "მოვკლათ" ან უბრალოდ, მოკვდეს, თუ "გარდაიცვალოს" ჩვენში "ღმერთი"! დიდება უფალს, რომ ადამიანებს ყოველთვის გვეძლევა დროც, საშუალებაც და პირობაც იმისა რომ ბევრი რამ გადავაფასოთ და სხვანაირად, უფრო ზუსტად შევაფასოთ! თუნდაც ამიტომაც არის ეს ცხოვრება მრავალწერტილი!
გაიხარეთ ბატონო თენგიზ!
ისევ გეწვიეთ ამ გვერდზე ბატონო თენგიზ და არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაცნაირად ბავშვივით, გულწრფელად გამიხარდა რომ ეს ტკივილიანი, მაგრამ ლამაზი ლექსი თქვენი ადრეული შემოქმედებიდან ყოფილა. სრულყოფილება აზროვნებაში ნაბიჯ-ნაბიჯ და დღითი დღე მოდისო რომ ბრძანებთ, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ამ ჭეშმარიტებაში... ნიცშესეული ხედვა და აზროვნება ყველა მოაზროვნე და მაძიებელ ადამიანს თავიდან ხიბლავს და კვლავაც ბევრი მოიხიბლება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცხოვრება ხომ მართლაც სხვა რამეა და ჩვენც ხომ ვერასოდეს ვერ გავხდებით "ზეკაცები", რაც არ უნდა "მოვკლათ" ან უბრალოდ, მოკვდეს, თუ "გარდაიცვალოს" ჩვენში "ღმერთი"! დიდება უფალს, რომ ადამიანებს ყოველთვის გვეძლევა დროც, საშუალებაც და პირობაც იმისა რომ ბევრი რამ გადავაფასოთ და სხვანაირად, უფრო ზუსტად შევაფასოთ! თუნდაც ამიტომაც არის ეს ცხოვრება მრავალწერტილი!
გაიხარეთ ბატონო თენგიზ!
21. ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
რამხელა ტკივილი გადმოეცით... ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
რამხელა ტკივილი გადმოეცით...
20. მსიამოვნებს ოთარ, რომ შეგიძლია დაინახო დასანახი. წარმატებები. მსიამოვნებს ოთარ, რომ შეგიძლია დაინახო დასანახი. წარმატებები.
19. ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
''ღმერთი მოკვდა''. ნიცშე.
''ჩანჩქერმა მთა-ჭიუხებში იმღერა, იგიჟმაჟაო, სადა ხარ, ვაჟა-ფშაველა, ჰეი, სადა ხარ ვაჟაო?!'' დაიაური.
''წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ გათავდა ეპოქა დიდი''. გალაკტიონი. ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
``ღმერთი მოკვდა``. ნიცშე.
``ჩანჩქერმა მთა-ჭიუხებში იმღერა, იგიჟმაჟაო, სადა ხარ, ვაჟა-ფშაველა, ჰეი, სადა ხარ ვაჟაო?!`` დაიაური.
``წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია, მაშინ გათავდა ეპოქა დიდი``. გალაკტიონი.
18. ისე არ მინდა ვინმემ გაიოს, თითქოს და მე ფრთიანი ანგელოზი ვიყო. მაქვს ჩემი მინუსები, დიდებიც და პატარებიც... განვლილმა ცხოვრების გზამ, მიმახვედრა უმთავრესს - ადამინის ცხოვრება საკუთარ წარმოსახვაში, გრძნობებში, აზროვნებაში არსებული ჩვენივე ორბუნებოვნობის ჭიდილია... ჩვენში კეთილიც არი და ბოროტიც. კეთილი ნაწილი საკუთარ "მე"-ს არასოდეს უსვამს ხაზს და არც არასოდეს კოკლოზინობს, არ გაჰყვირის - მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაშინ, როდესაც ჩვენი "ბოროტი მე", მხოლოდ ამის კეთებაშია... ადრე, თუ გვიან, ყოველივე ჩვენგანს დაუდგება დრო, როდესაც საკუთარ ორბუნებოვნობას აღმოვაჩენს და მაშინ იწყება საოცრება... "შენ" ყოველ წამს, წუთს, საათსა თუ დღეს, მხოლოდ იმითი რჩები დაკავებული, რომ თრგუნავ ერთს და აძლიერებ მეორეს შენში... მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება დავთრგუნო ჩემში ბოროტი (როგორ გაომდის ეს სხვა საქმეა) და ვეცადო გავაძლიერო სიკეთე... ყოვლ ჩვენგანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში. ისე არ მინდა ვინმემ გაიოს, თითქოს და მე ფრთიანი ანგელოზი ვიყო. მაქვს ჩემი მინუსები, დიდებიც და პატარებიც... განვლილმა ცხოვრების გზამ, მიმახვედრა უმთავრესს - ადამინის ცხოვრება საკუთარ წარმოსახვაში, გრძნობებში, აზროვნებაში არსებული ჩვენივე ორბუნებოვნობის ჭიდილია... ჩვენში კეთილიც არი და ბოროტიც. კეთილი ნაწილი საკუთარ "მე"-ს არასოდეს უსვამს ხაზს და არც არასოდეს კოკლოზინობს, არ გაჰყვირის - მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაშინ, როდესაც ჩვენი "ბოროტი მე", მხოლოდ ამის კეთებაშია... ადრე, თუ გვიან, ყოველივე ჩვენგანს დაუდგება დრო, როდესაც საკუთარ ორბუნებოვნობას აღმოვაჩენს და მაშინ იწყება საოცრება... "შენ" ყოველ წამს, წუთს, საათსა თუ დღეს, მხოლოდ იმითი რჩები დაკავებული, რომ თრგუნავ ერთს და აძლიერებ მეორეს შენში... მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება დავთრგუნო ჩემში ბოროტი (როგორ გაომდის ეს სხვა საქმეა) და ვეცადო გავაძლიერო სიკეთე... ყოვლ ჩვენგანს თავისი გზა აქვს ცხოვრებაში.
17. ღმერთის გარდაცვალება გვგონია მაშინ როდესაც მისდამი დავიწყებას ვგრძნობთ, ბატონო თენგის სრულიად ვეთანხმები თქვენს სიტყვებს: ,,ღმერთის გარდაცვალება? იყო დრო, მაკლდა მისი თბილი მკლავები და ერთი მრჩებოდა იმჟამად, იგი უნდა გარდაცვლილი ყფილიყო, თორემ ისე როგორ დამივიწყებდა,როგორც იმხანად...,, სრული ჭეშმარიტებაა, ეს კიდე ჩვენი ბრალი არ არის, ეგოიზმით ვართ აღსავსე ყველაფერს ღმერთს ვთხოვთ და მას ვაბრალებთ და იმდენს ვერ ვხვდებით რომ ზოგჯერ საჭირო დროს გვტოვებს რომ გასასვლელი კარი მოვძებნოთ ჩვენთვითონ და ასე შევისწავლოთ მოკვდავის ,,სეკრეტები,, მას არასოდეს ვავიწყდბით, უბრალოდ ჩვენ გვგონია და გვეჩვენება ხოლმე, იგი მარდიული და უკვდავია (ნუყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოკვდავებს ასე უნდა გვწამდეს) აი ,,სიყვარულის გარდაცვალება,, კი ეს არასოდეს არ დაიჯეროთ! ამასთან დავფიქრდეთ ,,ღმერთი თვით სიყვარულია, სიყვარული კი ღმერთია!,, ახლა კი განსაჯეთ როგორც ინებებთ და კიდევ ვამბობ რომ ბატონი თენგიზი ჭეშმარიტებას ჰღაღადებს (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში)
;;) ღმერთის გარდაცვალება გვგონია მაშინ როდესაც მისდამი დავიწყებას ვგრძნობთ, ბატონო თენგის სრულიად ვეთანხმები თქვენს სიტყვებს: ,,ღმერთის გარდაცვალება? იყო დრო, მაკლდა მისი თბილი მკლავები და ერთი მრჩებოდა იმჟამად, იგი უნდა გარდაცვლილი ყფილიყო, თორემ ისე როგორ დამივიწყებდა,როგორც იმხანად...,, სრული ჭეშმარიტებაა, ეს კიდე ჩვენი ბრალი არ არის, ეგოიზმით ვართ აღსავსე ყველაფერს ღმერთს ვთხოვთ და მას ვაბრალებთ და იმდენს ვერ ვხვდებით რომ ზოგჯერ საჭირო დროს გვტოვებს რომ გასასვლელი კარი მოვძებნოთ ჩვენთვითონ და ასე შევისწავლოთ მოკვდავის ,,სეკრეტები,, მას არასოდეს ვავიწყდბით, უბრალოდ ჩვენ გვგონია და გვეჩვენება ხოლმე, იგი მარდიული და უკვდავია (ნუყოველ შემთხვევაში, ჩვენ მოკვდავებს ასე უნდა გვწამდეს) აი ,,სიყვარულის გარდაცვალება,, კი ეს არასოდეს არ დაიჯეროთ! ამასთან დავფიქრდეთ ,,ღმერთი თვით სიყვარულია, სიყვარული კი ღმერთია!,, ახლა კი განსაჯეთ როგორც ინებებთ და კიდევ ვამბობ რომ ბატონი თენგიზი ჭეშმარიტებას ჰღაღადებს (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში)
;;)
16. ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
+5 ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
+5
15. გამარჯვება კოლხის ქალო. სრულყოფილება აზროვნებაში ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის, დღითი დღე... როდესაც ეს ლექსი დაიწერა (დიდი ხნის წინათ), მე ასე ვხედავდი მოვლნებს,.. გარკვეულწილად ღმერთის გარდაცვალება ნიცსესაგან შემოვიდა ჩემს შინაგან საამყაროში, ასეთი ხედვა მისი დამსახურებაა ერთგვარი... დღეს? დღეს სხვა სიო დაჰბერავს ჩემს სულს და მე ბედნიერი ვარ თვალახელილი... მაქვს სურვილი ყოველივე დავდო თქვენს სამსჯავროზედ, აქ, ურაკპარაკზე. დაე ასე იყოს, ძველიც და ახალიც... მინდა, რომ ერთგვარი დამხმარე მასალა იყოს ჩემი სულიერი ცვლლება ჩემს ახალგაზრდა ქართელთათვის... ღმერთი გარდაცვალება? იყო დრო, მაკლდა მისი თბილი მკლავები და ერთი მრჩებოდა იმჟამად, იგი უნდა გარდაცვლილი ყფილიყო, თორემ ისე როგორ დამივიწყებდა,როგორც იმხანად... მაშ ასე, აქ ყველაფერია, ძელიც და ახალიც... გმადლობ კომენტარისათვის. გამარჯვება კოლხის ქალო. სრულყოფილება აზროვნებაში ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის, დღითი დღე... როდესაც ეს ლექსი დაიწერა (დიდი ხნის წინათ), მე ასე ვხედავდი მოვლნებს,.. გარკვეულწილად ღმერთის გარდაცვალება ნიცსესაგან შემოვიდა ჩემს შინაგან საამყაროში, ასეთი ხედვა მისი დამსახურებაა ერთგვარი... დღეს? დღეს სხვა სიო დაჰბერავს ჩემს სულს და მე ბედნიერი ვარ თვალახელილი... მაქვს სურვილი ყოველივე დავდო თქვენს სამსჯავროზედ, აქ, ურაკპარაკზე. დაე ასე იყოს, ძველიც და ახალიც... მინდა, რომ ერთგვარი დამხმარე მასალა იყოს ჩემი სულიერი ცვლლება ჩემს ახალგაზრდა ქართელთათვის... ღმერთი გარდაცვალება? იყო დრო, მაკლდა მისი თბილი მკლავები და ერთი მრჩებოდა იმჟამად, იგი უნდა გარდაცვლილი ყფილიყო, თორემ ისე როგორ დამივიწყებდა,როგორც იმხანად... მაშ ასე, აქ ყველაფერია, ძელიც და ახალიც... გმადლობ კომენტარისათვის.
14. ეს ცხოვრება ერთი წამია ბატონო თენგიზ ... :)
მოწონება დავტოვე! 5 - იანებით! ;;) ეს ცხოვრება ერთი წამია ბატონო თენგიზ ... :)
მოწონება დავტოვე! 5 - იანებით! ;;)
13. მწარე რეალობას გადმოსცემთ და გადამდები გულისტკივილით გამოხატავთ განცდებს და სათქმელს ბატონო თენგიზ, მაგრამ ოღონდაც, ღვთის გულისათვის, ღმერთის გარდაცვალებას ნუ ვიტყვით, უარესად ჩვენც ნუ შევცოდავთ! ეს შეიძლება ჩვენი გული იყოს ჩაკეტილი ღმერთისთვის და არ ვუშვებდეთ მას ჩვენში, არ გვადარდებდეს უფლის არსებობა და შესაბამისად არც შიში, მოწიწება და რიდი გაგვაჩნდეს მისი და ამიტომაც ბოროტებას ვამეფებდეთ ქვეყნად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი გარდაცვლილია. ცხოვრება კი, მართლაც სამწერტილია... მწარე რეალობას გადმოსცემთ და გადამდები გულისტკივილით გამოხატავთ განცდებს და სათქმელს ბატონო თენგიზ, მაგრამ ოღონდაც, ღვთის გულისათვის, ღმერთის გარდაცვალებას ნუ ვიტყვით, უარესად ჩვენც ნუ შევცოდავთ! ეს შეიძლება ჩვენი გული იყოს ჩაკეტილი ღმერთისთვის და არ ვუშვებდეთ მას ჩვენში, არ გვადარდებდეს უფლის არსებობა და შესაბამისად არც შიში, მოწიწება და რიდი გაგვაჩნდეს მისი და ამიტომაც ბოროტებას ვამეფებდეთ ქვეყნად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი გარდაცვლილია. ცხოვრება კი, მართლაც სამწერტილია...
12. "...ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით..."
"ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
მძაფრი და მტკივნეული, თან უპასუხო კითხვაა, ძვირფასო ავტორო!... "...ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით..."
"ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
მძაფრი და მტკივნეული, თან უპასუხო კითხვაა, ძვირფასო ავტორო!...
11. "...ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით..."
"ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
მძაფრი და მტკივნეული, თან უპასუხო კითხვაა, ძვირფასო ავტორო!... "...ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით..."
"ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
მძაფრი და მტკივნეული, თან უპასუხო კითხვაა, ძვირფასო ავტორო!...
10. ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით:
ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
მართლაც... 5! ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით:
ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
მართლაც... 5!
9. ბრწყინვალე ლექსია! ქართველი კაცი, ქართველი პოეტი დგას ჩვენს წინაშე მთელი თავისი მამულიშვილური სისავსითა და მაღალი სულიერებით! 55555 ბრწყინვალე ლექსია! ქართველი კაცი, ქართველი პოეტი დგას ჩვენს წინაშე მთელი თავისი მამულიშვილური სისავსითა და მაღალი სულიერებით! 55555
8. ახლა, როცა ისევ ვფიქრობ გადანახულ დროშებზე, გული მტკივა, რომ სამშობლოს მიყიდიან გროშებზე, რომ ჩემს ირგვლივ, დღისით-მზისით, ბოროტ სულებს ჭედავენ, რომ კაციან-ქალიანად ყველა გაამეძავეს. ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით:
ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
ძალიან მომხვდა გულზე, სიმართლეს ბრძანებთ და იმიტომ... ახლა, როცა ისევ ვფიქრობ გადანახულ დროშებზე, გული მტკივა, რომ სამშობლოს მიყიდიან გროშებზე, რომ ჩემს ირგვლივ, დღისით-მზისით, ბოროტ სულებს ჭედავენ, რომ კაციან-ქალიანად ყველა გაამეძავეს. ვერ ავხსენი ამ ცხოვრების რებუს-გამოცანები და ვამძიმებ კვლავაც ფურცლებს ამღვრეული პწკარებით:
ზეცა ისევ ჩამქრალია, ღმერთი გარდაცვლილია, აღარა გვყავს მთებში ვაჟა, აღარ გვმოძღვრავს ილია...
ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
ძალიან მომხვდა გულზე, სიმართლეს ბრძანებთ და იმიტომ...
7. :) მომეწონა,რა მაღიმებს,ტკივილიანია,მაგრამ მაინც გამეღიმა+777 :) მომეწონა,რა მაღიმებს,ტკივილიანია,მაგრამ მაინც გამეღიმა+777
6. უგუნურება (ინტერნეტია ასეთი) უგუნურება (ინტერნეტია ასეთი)
5. ეჰ გიორგივ! უგუნუებ ჩვენი ამაზრზენია და გოდების მთოვი... მტკივნეულია ეგ ყოვეი და გულის გამხეთქი ეჰ გიორგივ! უგუნუებ ჩვენი ამაზრზენია და გოდების მთოვი... მტკივნეულია ეგ ყოვეი და გულის გამხეთქი
3. მწარე რეალობის ასახვა!!! რეალობა, რომელიც თითქმის არავის უმძის ჯერ-ჯერობით!!! მოვა დრო და განიკითხებიან, მომხუდრნი ამა წუთისოფლისა!!! მჯერა მე ამის და ღმერთის!!! უალი ჩვენთან!!! დროა ამოვძრავდეთ!!! დროა გაღვიძების!!! წაილეკა უგუნურებით ქვეყანა!!! ცხვრები უკვე გაკრეჭილია!!! ფუი შენ მწყემსო სამშობლოსი!!! და სირცხვილო შენ ცხვარო, წვრილფეხებიანო!!!
მწარე რეალობის ასახვა!!! რეალობა, რომელიც თითქმის არავის უმძის ჯერ-ჯერობით!!! მოვა დრო და განიკითხებიან, მომხუდრნი ამა წუთისოფლისა!!! მჯერა მე ამის და ღმერთის!!! უალი ჩვენთან!!! დროა ამოვძრავდეთ!!! დროა გაღვიძების!!! წაილეკა უგუნურებით ქვეყანა!!! ცხვრები უკვე გაკრეჭილია!!! ფუი შენ მწყემსო სამშობლოსი!!! და სირცხვილო შენ ცხვარო, წვრილფეხებიანო!!!
2. "ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
რას ვიზამთ... ხან წერტილია, ხან - ორწერტილი, ხან - სამწერტილი...და თითქმის ყოველთვის მძიმეც... ;)
"ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!"
რას ვიზამთ... ხან წერტილია, ხან - ორწერტილი, ხან - სამწერტილი...და თითქმის ყოველთვის მძიმეც... ;)
1. ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
რა კარგი სიტყვებია!!! :) ვაჰ მე! ნუთუ ეს ცხოვრება, მართლაც სამწერტილია?!
რა კარგი სიტყვებია!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|