მეტროს მიწისზედა, ღია ბაქანზე მატარებლის მოსვლას ბოლთის ცემით ველოდი. რაღაცის ან ვიღაცის მოლოდინში გაზეთის კითხვას ვამჯობინებდი, თუმცა ახლა ნოემბერი მოსკოვურად ქროდა და წვიმდა, გადახურულ, მაგრამ ფარღალალა ბაქანზე ქარი გაზეთის გაშლას არ დამანებებდა და არც მიცდია. მატარებელი თავდაჯერებული, დინჯი სვლით შემოგრიალდა ბაქანის გასწვრივ და როგორც ყოველთვის ღრჭიალით დაამუხრუჭა. ჩვეულებისამებრ იმ კარებში შევედი, რომელიც ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან. ჩამოსაჯდომ ადგილს იშვიათად ვეძებდი, ამიტომ მოპირდაპირე, ჩაკეტილ კარებთან შექმნილი კუთხე დავიკავე, გრძელი სკამის სახელურს მივეყრდენი და გაზეთის გაშლას შევუდექი. მეტროთი მგზავრობის ტრადიციული წესი - ირგვლივ მყოფთა შეთვალიერება - არც ახლა დამირღვევია. ჩემ წინ, შემოსასვლელი კარების მარცხნივ მდებარე გრძელი სკამის დასაწყისში, ზურგჩანთიანი პატარა ბიჭი იჯდა. ფეხებით იატაკსაც კი ვერ სწვდებოდა. დიდი, ფერადნახატებიანი წიგნი მუხლებზე დაედო და შიგ იცქირებოდა. სხვა, მის გვერდით მსხდომი მგზავრები არაფრით გამოირჩეოდნენ და ჩემი ყურადღებაც არაფრით შეუწუხებიათ. ბიჭუნაც მხოლოდ რამდენიმე წამით მოექცა ჩემი თვალთახედვის არეში და გაზეთის გაშლისთანავე მიმავიწყდა მისი არსებობა. მორიგ სადგურზე კიდევ უფრო მეტი მგზავრი შემოემატა ჩვენს ვაგონს. რამდენიმე მათგანი თავპირისმტვრევით შემოიჭრა სალონში და შემოსასვლელი კარების მოპირდაპირე მხარეს მდებარე გრძელ სკამზე ერთმანეთის გადასწრებით დაიკავეს ადგილები. ახალგაზრდები იყვნენ და ზღვარგადასულად იყოჩაღეს. მათ უკან ასაკიანები მოჰყვნენ. დაგვიანებულები სკამის ზემოთ, ჭერზე შეკიდულ ხელმოსაჭიდს დასჯერდნენ: ზოგი მათგანი ცალი, ზოგიც კიდევ ორი ხელით ჩამოეკიდა ვერცხლისფერ სახელურს. სულ ბოლოს სალონში სამოცდაათიოდე წლის მოხუცი ქალი შემოვიდა ნიკაპთან შეკრული შავი თავშლით და იმგვარივე ფერის საწვიმრით. ხელში შავი ფერისავე ბაზრის ძველი ჩანთა ეჭირა. შემოვიდა თუ არა, გრძელი სკამის ახალ მეპატრონეებს წაადგა თავს. მისი თავდაჯერებული გამომეტყველებიდან ჩანდა, თუ რა ფიქრიც ჰქონდა: ადგილს დამითმობენ, აბა რას იზამენო. სკამის ახალ მეპატრონეებს კი უკვე მოესწროთ და ზოგს წიგნში, ზოგს კიდევ ჟურნალ-გაზეთებში ჩაერგოთ თავი. დავიძარით. ფეხზემდგომებმა ხელმოსაჭიდები დაძებნეს. შავსაწვიმრიანმა ქალმა ძლივძლივობით, ფეხის წვერებზე აწევით მოახერხა ჭერზე მიმაგრებულ ვერცხლისფერ სახელურს მისწვდენოდა. მატარებელი აჩქარების რეჟიმიდან მალე გამოვიდა, გასწორდა, გაწონასწორდა და მოხუცმაც მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა ხელი სახელურს. წონასწორობა რომ დაიბრუნა, მაშინვე ბუზღუნს მოჰყვა. ცხადი იყო, - მისი ასაკიდან და საზოგადოებაში არსებული ზრდილობის ნორმებიდან გამომდინარე იგი სათანადო ყურადღებას, ანუ ჩამოსაჯდომ ადგილს ითხოვდა. ყურიც არავინ ათხოვა. კიდევ ორიოდე წუთი იბუზღუნა და როცა დარწმუნდა, რომ გაზეთსა თუ წიგნში თავჩარგულ ახალგაზრდებთან არაფერი გაუვიდოდა, ბედის საძებნელად უკან, შემოსასვლელი კარების მხარეს მდებარე სკამისაკენ შეტრიალდა. შეტრიალდა და, მაშინვე ფერადნახატებიან წიგნში მაცქერალ ბიჭს წაადგა თავს. შავებში გამოწყობილმა მოხუცმა ალბათ გაიფიქრა, - ამას მაინც მოვერევიო და ბიჭს თავისი ძველი, აქა-იქ ტალახშემხმარი ჩანთა მუხლებზე წაჰკრა - ადექი, ადგილი დამითმეო. ბიჭმა კითხვას თავი მიანება და ქალს ქვემოდან ახედა. ბიჭუნას დიდი და ლამაზი, ღია ცისფერი თვალები ჰქონდა. მატარებლის ხმაური მოხუცი ქალის მოთხოვნების აღქმას აძნელებდა, თუმცა ამის საჭიროება არც არსებობდა. ჩემამდე მოღწეული ცალკეული სიტყვები თუ ბგერებიც კარგად გადმოსცემდნენ გაანჩხლებული არსების განწყობას. ქვემოდან ზემოთ მაცქერალმა ბიჭუნამ მხოლოდ შეჰღიმა თავდამსხმელს, შემდეგ კი, თვალიც და სახეც მოზომილად, აუჩქარებლად მოარიდა და საწყის მდგომარეობას მშვიდობიანი, აუმღვრეველი იერით დაუბრუნდა. პატარა ბიჭის სიდინჯემ დედაბერი სულ გადარია, - ხმას აუწია, თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა ერთდროულად ღალატობდა, პირიდან დორბლები მოსდიოდა. უტიფარი, უზრდელი და სხვა ეპითეტები ბორბლების ხმაურთან ერთად აღწევდნენ ჩემამდე. შავოსანმა ქალმა საბაზრე ჩანთა მარცხენა ხელში გადაიტანა, შემოსასვლელი კარების კუთხეში მდგომ მამაკაცს წაუჯიკავა, - სახელურზე ხელი მომაკიდებინეო და როგორც კი დაითანხმა, სკამის სახელურს ჩანთიანად ჩაეჭიდა. მარჯვენა ხელი რომ გაითავისუფლა, პატარა ბიჭს თითის ქნევა აუტეხა. ბრაზმორეულს აზრი უწყდებოდა და სიტყვები ეკარგებოდა. ალბათ ამიტომაც გადავიდა თითის ქნევაზე. დრო და დრო ისევ პოულობდა იგი მისთვის საჭირო სალანძღავ სიტყვებს და როგორც კი აივსებდა ფიალას, ავტომატის ჯერივით მიაყრიდა ბიჭს არგასაგონებს. გაზეთის კითხვას თავი უნებურად მივანებე და მთელი არსებით ჩავერთე ჩემგან ორიოდ ნაბიჯზე განვითარებულ მოვლენებში. ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ერთ მომენტში საკუთარ თავზე გულიც კი მომივიდა, - სხვა დროს და სხვა ვითარებაში რა იოლად ვპასუხობდი დედაბრისნაირებს. ბიჭი თავდახრილი იჯდა. პირველი ან მეორეკლასელი თუ იქნებოდა. თავშეკავება არ დაუკარგავს, დედაბრისთვის მეტად აღარ შეუხედავს. მხოლოდ ერთხელ, მორიგი სალანძღავი სიტყვების მოსმენისას გაეღიმა იმაზე მეტად, ვიდრე პირველად, ზემოთ ახედვისას. იჯდა თავდახრილი და მშვიდად განაგრძობდა კითხვას. მორიგ სადგურში შესვლამდე ბიჭის გვერდით მჯდომი საშუალო ასაკის მამაკაცი ჩასასვლელად გაემზადა და როგორც კი წამოიწია, შავოსანი ქალი ელვის სისწრაფით ჩაენაცვლა მას. დედაბრის სახეს ახლა უკვე პირდაპირ ვხედავდი. დაჯდა თუ არა, ჩანთა ისევ მარჯვენაში გადაიტანა და გვერდით მჯდომ პატარა მგზავრს ახლა მარცხენა ხელით დაუწყო თითის ქნევა. ბიჭი ალბათ, საბოლოოდ დარწმუნდა თუ ვისთან ჰქონდა საქმე და ღიმილითაც კი აღარ გაუღიმია. იჯდა წიგნში თავჩარგული და კითხულობდა, თავის საქმეს თვალს არ აშორებდა. დედაბერი კი არ ცხრებოდა. გადაიხრებოდა ბიჭისაკენ გაავებული, თითის ქნევით და დორბლების ნთხევით მიაყრიდა საგინებელ სიტყვებს, მერე კი თავის ერთგვარი კანტურით - ესეც ასეო, - საწყის პოზას უბრუნდებოდა: - საზურგეს მხრებს მიაწყობდა, სახეს გაასწორებდა და ყვავის ნისკარტივით მოგრძო ცხვირს პრინციპულის იერით ზემოთ ასწევდა. მოკლე დროით ისევ გაირინდებოდა და როგორც კი მიაგნებდა აუგ სიტყვებს, ისევ დაიქოქებოდა და დიდი მონდომებით ცდილობდა პაწია მგზავრის გამოწვევას. ორი გაჩერება იარეს გვერდიგვერდ მსხდომებმა. დედაბერი გაწბილებული იყო. ერთ მომენტში იგი ძალიან გადაიხარა პატარა ბიჭისაკენ და შიგ ყურში უთხრა რაღაც. კარგს, ალბათ, არაფერს ეტყოდა. მატარებელი გაჩერდა. კარები გაიღო, ჩამსვლელებმა ერთმანეთის მიყოლებით დასტოვეს სალონი და სწორედ მაშინ, როცა ჩასხდომა დაიწყო, დედაბერი დაკავებული ადგილიდან ნაბწკენივით წამოვარდა, ჩანთა ისევ მარცხენაში გადაიტანა, ბიჭს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ქნევით ჩაუარა, კარებში შემომავალ რამდენიმე მგზავრს შეეჯახა და თითქოს მასაც ეს უნდოდაო, წამით შეყოვნდა, კარებთან მდგომ მამაკაცს კიდევ ერთხელ წაუჯიკავა, სანახევროდ შეატრიალა, სკამის სახელურს იქით მჯდომ ბიჭს ისევ მიაძახა რაღაც და ბაქანზე გავიდა. რეზინისბოლოებიანმა კარებმა გაიჯახუნეს. მატარებელი მაშინვე არ დაძრულა. შავოსანი ქალი კარებთან ახლოს იდგა და ალბათ, ამიტომ. დედაბერმა კიდევ ერთხელ შემართა საჩვენებელი თითი, ჯერ აქეთ-იქით გადააქნია, მერე კი რაღაც სიტყვებთან ერთად ჩვენკენ, სალონში მყოფებისკენ გადმოამისამართა. ალბათ, გულგრილობის თუ დაკარგული ზრდილობის გამო გვამათრახებდა შუშებიანი კარების იქით მდგომი შავოსანი ქალი. მემანქანემ მატარებლის წასვლის იმიტაცია გაითამაშა, - დაძვრა და გაჩერება ერთდროულად შეასრულა. დედაბერმა იკადრა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, თუმცა ჩვენი სალონისთვის გაავებული მზერა არ მოუშორებია. ცოტა ხნის შემდეგ მატარებელი ხელმეორედ დაიძრა. ისევ შეტორტმანდნენ მგზავრები და ისევ დაძებნეს ხელმოსაჭიდები. ბაქანზე მარტო დარჩენილი დედაბერი კი ისევ ისე იდგა. მატარებელმა სიჩქარეს უმატა. დედაბერი ნელ-ნელა მიეფარა თვალს. უკან ნახევრადმიბრუნებულის პოზიდან ისევ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდი. მზერა მოვლენების ყოფილი ეპიცენტრისკენ ჩემდაუნებურად გამექცა. ბიჭი ისევ ისე იჯდა, - მშვიდი და აუღელვებელი. დედაბრის ადგილი კი, ვიღაც სანდომიან, შუახნის ქალბატონს დაეკავებინა, მუხლებზე ხელჩანთა დაედო და აბსტრაქტული მზერით საითღაც იყურებოდა. სალონში ნათურები აინთო, მატარებელი გვირაბში შედიოდა. რამდენიმე წუთში ,,წრიული”-ს მდიდრულად მორთულ ერთ-ერთ სადგურზე შევგრიალდით. მგზავრთა უმრავლესობა ჩასასვლელად გაემზადა და ჯერ კიდევ არგაჩერებული მატარებლის კარებთან მოგროვდა. ზურგზე ჩანთააკიდებულმა და იღლიაში წიგნამოჩრილმა პატარა ბიჭმა ყველას ადროვა ვაგონიდან გასვლა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მატარებლის სალონი. შევნიშნე: ნაბიჯებიც დინჯი და აუჩქარებელი ჰქონდა. სალონში შემომსვლელები უმალ გადაეფარნენ მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მიმავალ პატარა ბიჭს და როცა ყველაფერი დალაგდა, მისი ლანდიც აღარსად იყო. გაზეთი აღარ გამიშლია. განსხვავებული თუ ურთიერთგამომრიცხავი აზრები ერთდროულად წამომშლოდა. მატარებლის გვირაბში შესვლამდე თავჩაქინდრული ვიდექი, მერე კი, მზერა კედლებზე მიმაგრებულ საკაბელო ხაზებს აედევნა, ფიქრი კი - ბორბლების დგანდგარს. რაღაც ძალიან მიხაროდა და რაღაც ძალიან მწყინდა. გზა ბოლო გაჩერებამდე მქონდა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კარგია, როცა ვინმე აცხადებს, რომ რაღაცა ვერ გაიგო. ეს გაცილებით სჯობს მოჩვენებით პოზაში ყოფნას. ქ-ნო თამარ, ამ ნაწერში ყველაფერი პირდაპირი ტექსტით წერია, დაფარული ან დამალული არაფერია, ანუ თავსატეხი არ არის. სათაურს თუ დააკვირდებით და დააზუსტებთ, ვინ არის აქ დიდი, ასე თუ ისე გამოჩნდება საჭირო კონტურები. ეს ნაწერი ადგილის დათმობა-არდათმობას არ ეხება, იგი მხოლოდ ხერხია სხვა რამის ჩვენებისა. აქაც რეალური ამბავია მოთხრობილი, გამოგონილი არაფერია. მოხუც ქალბატონს(თავიდან) ეგონა, რომ მისი გამოჩენა და ადგილის დათმობა ერთი და იგივე იქნებოდა. ასე არ მოხდა. იმის ნაცვლად, რომ ვინმესთვის თხოვნით მიემართა, დაბალი ღობის ძიებას შეუდგა და იპოვა კიდეც პატარა ბავშვის სახით. აქაც, იმის ნაცვლად, რომ თხოვნით მიემართა (თუნდაც ჩაჩოჩების თხოვნით), თავისი დიდი, პროდუქტებისთვის განკუთვნილი ჩანთა წაჰკრა და აგრძნობინა - ადექიო. ბავშვმა მხოლოდ შეჰღიმა. შემდეგ, რამდენიმე გაჩერების განმავლობაში უამრავი ცუდი სიტყვა უთხრა პატარას, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ უპასუხა. ამან დედაბერი (ავტორის პოზიცია) მთლად გადარია. მთხრობელი ამბობს, რომ დედაბრისნაირები ხშირად ახერხებდნენ მის გამოწვევას. აქ კი ამგვარი რამ არ მოხდა. პატარა ბავშვმა მოხუცი ქალი გაწბილებული დატოვა - ანუ ამ ქალმა ბავშვის გამოწვევა ( ) ვერ მოახერხა, ვერ ათქმევინა არათუ ცუდი სიტყვა, სახის გამომეტყველებაც კი ვერ შეაცვლევინა. დარწმუნებული ვარ თხოვნის შემთხვევაში ის ბავშვი მოხუცს ადგილს დაუთმობდა. იგივე შეიძლება ითქვას ,,დაუდევრებზეც.” მერსედესის მძღოლს რომ ეთხოვა, რიგის წართმევის მიუხედავად, ,,ფიესტის” მძღოლს შესაძლებელია უკან დაეხია და გაეტარებინა იგი. ,,მერსედესის” მძღოლი ჩაიკეტა ყოველი მხრიდან დაუდევრობის გამო და ჩაკეტილობას თავი მხოლოდ თხოვნით დააღწია. ეს კი უკვე არის დაუდევრობაზე უარის თქმა. განა არა სჯობს, თავიდანვე სხვანაირები ვიყოთ? სულ ეგ არის. მზად ვარ გესაუბროთ ყოველთვის.
კარგია, როცა ვინმე აცხადებს, რომ რაღაცა ვერ გაიგო. ეს გაცილებით სჯობს მოჩვენებით პოზაში ყოფნას. ქ-ნო თამარ, ამ ნაწერში ყველაფერი პირდაპირი ტექსტით წერია, დაფარული ან დამალული არაფერია, ანუ თავსატეხი არ არის. სათაურს თუ დააკვირდებით და დააზუსტებთ, ვინ არის აქ დიდი, ასე თუ ისე გამოჩნდება საჭირო კონტურები. ეს ნაწერი ადგილის დათმობა-არდათმობას არ ეხება, იგი მხოლოდ ხერხია სხვა რამის ჩვენებისა. აქაც რეალური ამბავია მოთხრობილი, გამოგონილი არაფერია. მოხუც ქალბატონს(თავიდან) ეგონა, რომ მისი გამოჩენა და ადგილის დათმობა ერთი და იგივე იქნებოდა. ასე არ მოხდა. იმის ნაცვლად, რომ ვინმესთვის თხოვნით მიემართა, დაბალი ღობის ძიებას შეუდგა და იპოვა კიდეც პატარა ბავშვის სახით. აქაც, იმის ნაცვლად, რომ თხოვნით მიემართა (თუნდაც ჩაჩოჩების თხოვნით), თავისი დიდი, პროდუქტებისთვის განკუთვნილი ჩანთა წაჰკრა და აგრძნობინა - ადექიო. ბავშვმა მხოლოდ შეჰღიმა. შემდეგ, რამდენიმე გაჩერების განმავლობაში უამრავი ცუდი სიტყვა უთხრა პატარას, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ უპასუხა. ამან დედაბერი (ავტორის პოზიცია) მთლად გადარია. მთხრობელი ამბობს, რომ დედაბრისნაირები ხშირად ახერხებდნენ მის გამოწვევას. აქ კი ამგვარი რამ არ მოხდა. პატარა ბავშვმა მოხუცი ქალი გაწბილებული დატოვა - ანუ ამ ქალმა ბავშვის გამოწვევა ( ) ვერ მოახერხა, ვერ ათქმევინა არათუ ცუდი სიტყვა, სახის გამომეტყველებაც კი ვერ შეაცვლევინა. დარწმუნებული ვარ თხოვნის შემთხვევაში ის ბავშვი მოხუცს ადგილს დაუთმობდა. იგივე შეიძლება ითქვას ,,დაუდევრებზეც.” მერსედესის მძღოლს რომ ეთხოვა, რიგის წართმევის მიუხედავად, ,,ფიესტის” მძღოლს შესაძლებელია უკან დაეხია და გაეტარებინა იგი. ,,მერსედესის” მძღოლი ჩაიკეტა ყოველი მხრიდან დაუდევრობის გამო და ჩაკეტილობას თავი მხოლოდ თხოვნით დააღწია. ეს კი უკვე არის დაუდევრობაზე უარის თქმა. განა არა სჯობს, თავიდანვე სხვანაირები ვიყოთ? სულ ეგ არის. მზად ვარ გესაუბროთ ყოველთვის.
11. გამეცინა კომენტატორებზე და შაფასების საბოლოო ქულაზე... ამდენი იძახეთ "საინტერესოაო" და ქულების დაწერა ყველას დაგავიწყდათ? თუ მხოლოდ საპასუხო "საინტერესოას" მოლოდინითა და იმედით არიგებთ ამ არფრისმთქმელ ქულებს კომენტარებში?
მეორედ ვწერ უკვე, - მომწონს ის, რომ გამართული ქართულით წერ, მაგრამ... აზრს ვერ მივხვდი, რისთვის დაიწერა ეს ნაწარმოები, რისი თქმა გინდოდა: "არ დაუთმოთ ადგილი მოხუცებს"... "პატარებო, არ დათმოთ საკუთარი ადგილი და შეხედულებები"... "მერე რა, რომ სხვებმა არ დაუთმეს? ხომ არც მე გავბრიყვდი"... ?????????? თუ რა? :-? გამეცინა კომენტატორებზე და შაფასების საბოლოო ქულაზე... ამდენი იძახეთ "საინტერესოაო" და ქულების დაწერა ყველას დაგავიწყდათ? თუ მხოლოდ საპასუხო "საინტერესოას" მოლოდინითა და იმედით არიგებთ ამ არფრისმთქმელ ქულებს კომენტარებში?
მეორედ ვწერ უკვე, - მომწონს ის, რომ გამართული ქართულით წერ, მაგრამ... აზრს ვერ მივხვდი, რისთვის დაიწერა ეს ნაწარმოები, რისი თქმა გინდოდა: "არ დაუთმოთ ადგილი მოხუცებს"... "პატარებო, არ დათმოთ საკუთარი ადგილი და შეხედულებები"... "მერე რა, რომ სხვებმა არ დაუთმეს? ხომ არც მე გავბრიყვდი"... ?????????? თუ რა? :-?
10. მადლობა უცნობი ნ. მადლობა უცნობი ნ.
8. მადლობა დაისი. მადლობა დაისი.
7. მატარებელმა სიჩქარეს უმატა. დედაბერი ნელ-ნელა მიეფარა თვალს. უკან ნახევრადმიბრუნებულის პოზიდან ისევ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდი. მზერა მოვლენების ყოფილი ეპიცენტრისკენ ჩემდაუნებურად გამექცა. ბიჭი ისევ ისე იჯდა, - მშვიდი და აუღელვებელი.
ფსიქოლოგიური პორტრეტები... მატარებელმა სიჩქარეს უმატა. დედაბერი ნელ-ნელა მიეფარა თვალს. უკან ნახევრადმიბრუნებულის პოზიდან ისევ საწყის მდგომარეობაში დავბრუნდი. მზერა მოვლენების ყოფილი ეპიცენტრისკენ ჩემდაუნებურად გამექცა. ბიჭი ისევ ისე იჯდა, - მშვიდი და აუღელვებელი.
ფსიქოლოგიური პორტრეტები...
6. გავიგე ოთარ, კიდევ ერთხელ მადლობა. გავიგე ოთარ, კიდევ ერთხელ მადლობა.
5. პატარა ბიჭის სიდინჯემ დედაბერი სულ გადარია, - ხმას აუწია, თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა ერთდროულად ღალატობდა, პირიდან დორბლები მოსდიოდა. ,,Хам,” ,,Невоспитанный” და სხვა ეპითეტები ბორბლების ხმაურთან ერთად აღწევდნენ ჩემამდე. შავოსანმა ქალმა საბაზრე ჩანთა მარცხენა ხელში გადაიტანა, შემოსასვლელი კარების კუთხეში მდგომ მამაკაცს წაუჯიკავა, - სახელურზე ხელი მომაკიდებინეო და როგორც კი დაითანხმა, სკამის სახელურს ჩანთიანად ჩაეჭიდა. მარჯვენა ხელი რომ გაითავისუფლა, პატარა ბიჭს თითის ქნევა აუტეხა. ბრაზმორეულს აზრი უწყდებოდა და სიტყვები ეკარგებოდა. ალბათ ამიტომაც გადავიდა თითის ქნევაზე. დრო და დრო ისევ პოულობდა იგი მისთვის საჭირო სალანძღავ სიტყვებს და როგორც კი ,,აივსებდა” ფიალას, ავტომატის ჯერივით მიაყრიდა ბიჭს არგასაგონებს.
კონკრეტულად აი ამან დამაინტერესა! :) ძალიან საინტერესოა! პატარა ბიჭის სიდინჯემ დედაბერი სულ გადარია, - ხმას აუწია, თავდაჯერებულობა და თავდაჭერილობა ერთდროულად ღალატობდა, პირიდან დორბლები მოსდიოდა. ,,Хам,” ,,Невоспитанный” და სხვა ეპითეტები ბორბლების ხმაურთან ერთად აღწევდნენ ჩემამდე. შავოსანმა ქალმა საბაზრე ჩანთა მარცხენა ხელში გადაიტანა, შემოსასვლელი კარების კუთხეში მდგომ მამაკაცს წაუჯიკავა, - სახელურზე ხელი მომაკიდებინეო და როგორც კი დაითანხმა, სკამის სახელურს ჩანთიანად ჩაეჭიდა. მარჯვენა ხელი რომ გაითავისუფლა, პატარა ბიჭს თითის ქნევა აუტეხა. ბრაზმორეულს აზრი უწყდებოდა და სიტყვები ეკარგებოდა. ალბათ ამიტომაც გადავიდა თითის ქნევაზე. დრო და დრო ისევ პოულობდა იგი მისთვის საჭირო სალანძღავ სიტყვებს და როგორც კი ,,აივსებდა” ფიალას, ავტომატის ჯერივით მიაყრიდა ბიჭს არგასაგონებს.
კონკრეტულად აი ამან დამაინტერესა! :) ძალიან საინტერესოა!
4. კარგი იქნებოდა ოთარ თქვენ და ილტოსპირელს კონკრეტულად გეთქვათ თუ რა იყო საინტერესო თქვენთვის. ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა. ისე კი, მადლობა რა თქმა უნდა. კარგი იქნებოდა ოთარ თქვენ და ილტოსპირელს კონკრეტულად გეთქვათ თუ რა იყო საინტერესო თქვენთვის. ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა. ისე კი, მადლობა რა თქმა უნდა.
3. ვეთანხმები ილტოსპირელსა! :) ვეთანხმები ილტოსპირელსა! :)
2. მადლობა ილტოსპრელს შემოხედვისა და შეფასებისათვის მადლობა ილტოსპრელს შემოხედვისა და შეფასებისათვის
1. საინტერესოა ნამდვილად! 5 საინტერესოა ნამდვილად! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|