| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 20 სექტემბერი, 2010 |
როდესაც კბილები ებრძოდნენ კარიესს, ნახატს ამთავრებდა გენია ელ გრეკო, მერე ღამეებმა ვნებები არიეს და განტოლებები ვხსენი უიგრეკო.
დილით ტაბულიდან გაიქცა მეთანი, ბრომი და ფოსფორი,ურცხვი არგენტუმი, ხელში ვერ მოვიგდე რძისფერი მე ტანი, თუმცა არა უშავს,მაინც არ გემდური.
ცხელ-ცხელი კერძები უცივეს მორგიდან ახლაც ნისიაზე გამოაქვთ ვამპირებს, სხეულს არ ასვენებს მწუხრისას ბორგი და სინათლე ვერ იტევს ნოტიო ამპერებს.
დღეები უაზროდ თარსი,დანავსული, ჩემთვის ხალხმრავალი,ლექსისთვის ეული, ქალი უბოროტო,თუმცა თან ავსული, ვისთვის ანგელოსი და ვისთვის გრძნეული
მე ახლაც ისევე,ისევე მიმონებს, ხამისკურს მოჰყვება პირველად ცაიში, ასკილს და ლომონებს,ასკილს და ლიმონებს თავი დაუხრჩვიათ ზუგდიდურ ჩაიში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "მე ახლაც ისევე,ისევე მიმონებს, ხამისკურს მოჰყვება პირველად ცაიში, ასკილს და ლომონებს,ასკილს და ლიმონებს თავი დაუხრჩვიათ ზუგდიდურ ჩაიში."
გამაღიმა ფინალმა :) და დავრჩი ასე გაღიმებული ;) "მე ახლაც ისევე,ისევე მიმონებს, ხამისკურს მოჰყვება პირველად ცაიში, ასკილს და ლომონებს,ასკილს და ლიმონებს თავი დაუხრჩვიათ ზუგდიდურ ჩაიში."
გამაღიმა ფინალმა :) და დავრჩი ასე გაღიმებული ;)
2. მგონია რომ ავტორი ღადაობს.. მგონია რომ ავტორი ღადაობს..
1. ასკილს და ლომონებს,ასკილს და ლიმონებს თავი დაუხრჩვიათ ზუგდიდურ ჩაიში.
აუ გაფასებ შენ და პატივს გცემ.. მიუხედავსდ იმისა რომ არ ვიცი ვინ ხარ.. :დ ასკილს და ლომონებს,ასკილს და ლიმონებს თავი დაუხრჩვიათ ზუგდიდურ ჩაიში.
აუ გაფასებ შენ და პატივს გცემ.. მიუხედავსდ იმისა რომ არ ვიცი ვინ ხარ.. :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|