 | ავტორი: N O D O ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2010 |
სადაც ადრე იდგა ძველი სახლი, რომელსაც საკეტი არ ქონდა, რომელშიც არავინ შედიოდა, რომლისაც არავის ეშინოდა, იქ აღარ დგას. ღამ-ღამობით მახსენდება ხოლმე, ტირილამდე მივყავარ გახსენებას, სიზმარში ჩავივლი ხოლმე სახლთან, მაგრამ ვერ შევდივარ... რატომ? ალბათ პასუხია "იმიტომ".
"ოცი წლის წინ... სახლში ცხოვრობდა დედა და შვილი, ერთი მეორეზე ლამაზი და კეთილი. ყველა ამათი ცქერით ტკბებოდა, თითქოს ანგელოზები იყვნენ, არავის უცდია გამოლაპარაკებოდა, უბრალოდ უყურებდნენ, ხანდახან გაუღიმებდნენ.
ღამე იყო და ძალიან ციოდა, თითქოს ამინდმა ჩაახველა, მთელი დედამიწა ღერძიდან მოწყდა, რამოდენიმეჯერ იელვა, რამოდენიმეჯერ გუგუნის ხმა... სახლი შეტორტმანდა, ნელ-ნელა მიწას მუხლებში ჩაუვარდა, ეს არ იყო მიწისძვრა... კარს, რომელსაც საკეტი არ ჰქონდა, რატომღაც ჩაიკეტა, რატომღაც სამუდამოდ.
ღამე ასეთი გრძელი არასდროს ყოფილა, არასდროს ყოფილა ასეთი სავალალო, პატარა ფანჯრიდან გაზეთში გახვეული, ნაჩქარებად შეფუთული, ღვთიშობლის ხატი გადმოედო ბავშვს, და სად იყო ამ დროს უფალი"?!...
(მოხუცმა ღრმად ჩაისუნთქა, შვილიშვილს თმები გვერდზე გადაუწყო, ეს იყო მისი ბოლო ჩასუნთქვა, ჩასუნთქვა, რომელსაც ამოსუნთქვა არ ახლდა).
ჩემს სახლში ულამაზესი ხატია, ღვთიშობლის ხატი, რომელსაც თვალებთან ცრემლების კვალი ეტყობა.
"ღვთიშობელო მარიამ..." ჩურჩულის ხმა გრძელდება ათი წუთის მანძილზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. პოს ,,აშერთა სახლის დაცემა'' გამახსენა... ++ პოს ,,აშერთა სახლის დაცემა`` გამახსენა... ++
13. პოეზიისგან ისე განსხვავდება როგორც მე და იესო. პოეზიისგან ისე განსხვავდება როგორც მე და იესო.
10. ემოციური ჩანახატია...თუმცა ცოტა არეული მეჩვენა ბოლოსკენ...+2 ემოციური ჩანახატია...თუმცა ცოტა არეული მეჩვენა ბოლოსკენ...+2
9. და სად იყო ამ დროს უფალი"?!... სად იყო და მანდ იყო... და სად იყო ამ დროს უფალი"?!... სად იყო და მანდ იყო...
8. წარმატებები წარმატებები
7. მძაფრი კი არის, მაგრამ რამოდენიმეჯერ არაა სწორი ფორმა, სწორია: რამდენიმეჯერ:) ნოდო, ცხადია, შეგიძლია არ გაითვალისწინო, :) მძაფრი კი არის, მაგრამ რამოდენიმეჯერ არაა სწორი ფორმა, სწორია: რამდენიმეჯერ:) ნოდო, ცხადია, შეგიძლია არ გაითვალისწინო, :)
5. გაიხარე ველურო :) მე გავიფიქრე და შენ დაგიწერია :) გაიხარე ველურო :) მე გავიფიქრე და შენ დაგიწერია :)
4. ეს ბავშვი ძეწის სტილია? ეს ბავშვი ძეწის სტილია?
3. თათიას ვეთანხმები. თათიას ვეთანხმები.
2. თათიას ვეთანხმები. თათიას ვეთანხმები.
1. პროზად კარგია. პროზად კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|